საქართველოს 7-კაცა ნაკრები დღეს საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც 25-26 მაისს ქალაქ ტურში, ტრადიციულ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ჩვენი 7-კაცა 2019 წლის ევროპის გრან პრის პირველი ეტაპისთვის ემზადება, რომელიც თავის მხრივ 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პირველი შესარჩევი ტურნირია.

ევროპის გრან პრის პირველ ეტაპს, დაახლოებით ერთ თვეში (22-23 ივნისი) მოსკოვი უმასპინძლებს და იქ საქართველო „გ“ ჯგუფში, მასპინძელი რუსეთის, ინგლისისა და ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშებს. „ა“ ჯგუფში ირლანდია, საფრანგეთი, იტალია და რუმინეთი, ხოლო „ბ“ ჯგუფში გერმანია, პორტუგალია, უელსი და პოლონეთი მოხვდნენ.

ზაფხულის ოლიმპიადის ევროპის შესარჩევ ზონაში, გრან პრის მოსკოვის ეტაპის 9 და ალაფის ორი მოწინავე გუნდი, ასევე კონფერენც დივიზიონის გამარჯვებული ნაკრები, ივლისში საფრანგეთში ითამაშებენ.

„ევროპის გრან პრიზე ორი მიზანი გვაქვს. პირველ, მოსკოვის ეტაპზე მინიმუმ 9 მოწინავე გუნდს შორის უნდა მოვხვდეთ, რათა ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირზე მოვხვდეთ. იქ ოლიმპიადის საგზურს გამარჯვებული მიიღებს, ხოლო მეორე-მესამე გუნდები რეპეშაჟში გადაინაცვლებენ. გრან პრიზე მეორე მიზანია, რომ მაქსიმალურად მაღალი ადგილი დავიკავოთ, რუსეთს, გერმანიას, პორტუგალიას ან იტალიას გავასწროთ და მსოფლიო სერიის შესარჩევ, ჰონკონგის ტურნირზე მოვხვდეთ” - ამბობს 7-კაცას მთავარი მწვრთნელი ზაზა ლეჟავა.

ტურში მაღალი დონის მეტოქეებთან

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა ევროპის გრან პრისთვის რამდენიმე მოსამზადებელი ეტაპი განვლო. მარტში გუნდი ორი კვირით იმყოფებოდა აფრიკაში - ერთი კვირა სამხრეთ აფრიკაში და ერთი ზიმბაბვეში, სადაც ზიმბაბვეს ტურნირის გამარჯვებული გახდა.

დღეს ‘განვითარებადი საქართველო’ საფრანგეთში გაემგზავრა და ქალაქ ტურში, მაღალი დონის 8-გუნდა საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს. საქართველო პირველ ჯგუფში განვითარებად საფრანგეთთან, იტალიის 7-კაცა და საფრანგეთის უნივერსიტეტების მეორე ნაკრებთან მოხვდა. მეორე ჯგუფში ახალი ზელანდიის სელექცია, გერმანია, განვითარებადი რუსეთი და საფრანგეთის უნივერსიტეტების პირველი ნაკრები ითამაშებენ.

25 მაისს ლეჟავას შეგირდები პირვე მატჩს იტალიის 7-კაცა ნაკრებთან გამართავენ, მერე საფრანგეთის უნივერსიტეტის გუნდს შეხვდებიან, ჯგუფურ ეტაპს კი განვითარებადი საფრანგეთით დაასრულებენ. ჯგუფური ეტაპის შემდეგ გაირკვევა ვინ იქნება ჩვენი მეტოქე 26 მაისს.

„ამ ტურნირში მონაწილეობა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ იქ მაღალი დონის გუნდები თამაშობენ. ზიმბაბვეს ტურნირი საშუალო დონის იყო, აქ კი ისეთ თამაშებს ველით, როგორებიც ევროპის გრან პრიზე გვექნება, რაც დაგვანახებს თუ რა ეტაპზე ვიმყოფებით. ეს მოსამზადებელი ტურნირია, თუმცა პირველ დღეს მაქსიმუმი უნდა გავიღოთ და მოწინავე ოთხეულში მოვხვდეთ, რათა ზიმბაბვეში მოპოვებული თავდაჯერება განვიმტკიცოთ“ - აცხადებს ლეჟავა.

ტურში ოთხი ახალი მორაგბით

მთავარ მწვრთნელს საფრანგეთში 13 მოთამაშე მიყავს, რომელთაგან 9-მ ზიმბაბვეს ტურნირი მოიგო, ოთხი კი 7-კაცას გარკვეული პაუზის შემდეგ უბრუნდება.

7-კაცაში დაბრუნებულებიდან რამდენიმე საინტერესო მორაგბეა. მათ შორის უდაოდ აღნიშვნის ღირსია ბორჯღალოსანი ბექა წიკლაური, რომლის ანგარიშზე 30 სანაკრებო კეპი და 124 ქულაა, მათ შორის ლელო ახალ ზელანდიასთან. მან 7-კაცა ნაკრებში ბოლოს 2014 წელს ითამაშა.

2016 წლის შემდეგ, 7-კაცას უბრუნდება დაჩი კოპაძე. სამი წლის წინ ‘ლოკომოტივის’ მორაგბე, სეუ-სთან ერთად ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატი მოიგო, შარშან კი ქვიშის რაგბის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.

2018 წლის შემდეგ ნაკრებს უბრუნდებიან 9 ნომერი თენგიზ პერანიძე და ოთარ ძაგნიძე.

„ტურში სამ ახალ მოთამაშეს გავსინჯავთ. გვსურდა სანდრო მამამთავრიშვილის წაყვანაც, მაგრამ მან ტრავმა მიიღო, ხოლო იაგო ხაბულიანი 18-წლამდე 7-კაცას დავუთმეთ. დანარჩენი ის მორაგბეები არიან, რომლებმაც ზიმბაბვეს ტურნირი მოიგეს და მათი თამაშით კმაყოფილი ვარ“ - ამბობს ლეჟავა.

ივნისის პირველ რიცხვებში 7-კაცა ნაკრებს რუსეთში წასული სამი მორაგბე - ილია სპანდერაშვილი, ნიკო აფციაური და ნიკა სუხაშვილი დაუბრუნდებიან. 1-კვირიანი შეკრების შემდეგ, გუნდი 8-9 ივნისს უკონკურსოდ ითამაშებს საქართველოს 7-კაცას ჩემპიონატის პირვე ეტაპზე, სადაც ასევე წვეული გუნდები არიან ზიმბაბვე, ზამბია და საქართველოს 18-წლამდე 7-კაცა ნაკრები.

საფრანგეთში გაემგზავრნენ: რამაზ ხარაზიშვილი (იუნკერები, კაპ.), გიორგი ჭუაძე (აკადემია, ვიცე-კაპ.), ნიკა გიგაური (არმაზი), დაჩი კოპაძე (ლოკომოტივი), ვანო გაბროშვილი (ვეფხვები), გიორგი ბაბუნაშვილი (აია), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), იოანე ხელაია (ლოკომოტივი), დათო თაბუკაშვილი (ხარები), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), თენგიზ პერანიძე (ლელო-სარასენსი), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), ოთარ ძაგნიძე (აია).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა

მწვრთნელი: ბესიკ ხამაშურიძე

მენეჯერი: სანდრო ბიჟარაძე

ექიმი: ირაკლი ბერიაშვილი

თერაპევტი: გიორგი კანდელაკი

ვიდეო: ლაშა მჭედლიშვილი

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა
[VIDEO] ტრაგედია ესპანეთში - მატჩისას მიღებული ტრავმის შედეგად ფეხბურთელი გარდაიცვალა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
შოთა არველაძე "აიაქსის" რიგებში "ბარსელონას" ლეგენდების წინააღმდეგ ითამაშებს
[VIDEO] "ეს მიკერძოებულობაა! 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ!" - იამალის მამამ "ოქროს ბურთის" შედეგებზე ხმაურიანი განცხადება გააკეთა
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" ინტერესი არსებობს - "ასტონ ვილას" უნაი ემერის გაშვება არ უნდა