სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო

AutoSharing Option
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მურთაზ კაპანაძემ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო. მას ასევე მოეხსნა 15 000-ლარიანი გირაო და დაუბრუნდება ავტომობილი, რომელიც ავტოსადგომზე იყო.

პროცესს ესწრებოდა თავად მერაბ კვირიკაშვილი.

დღეს პროცესზე რეპლიკები წარმოთქვეს მხარეებმა. პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდების მხარემ ყველა მტკიცებულება წარმოადგინა, რაც კვირიკაშვილის ბრალეულობას ადასტურებდა.

ვალერი კუჭუხიძის თქმით, კვირიკაშვილმა გამოძიების დროს ნამდვილი დამნაშავის შესახებ არ მიაწოდა ინფორმაცია გამოძიებას, რითაც დასტურდება, რომ ღია ფერის ავტომობილი არის გამოგონილი. მისივე თქმით, ექსპერტების კვლევები არაკვალიფიციურია.

შენიშვნებს არ დაეთანხმა დაცვის მხარე.
მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატმა ნუგზარ კვინიკაძემ განმარტა, რომ მოწმეების ჩვენებებითაც ჩანს, როგორ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. მან ასევე განმარტა, რომ მოწმეებმა მეორე გამოკითხვის დროს დაადასტურეს ღია ფერის ავტომობილის არსებობა, რომელმაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა.

მოსამართლის განცხადებით, სასამართლოს აბსოლუტური ჭეშმარიტების დადგენა არ შეუძლია და სასამართლო ექსპერტების ჩვენებებს და საქმეში არსებულ მასალებს დაეყრდნო. მასალებით კი არ გამოიკვეთა კვირიკაშვილის ბრალეულობა.

შეგახსენებთ, 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი, მათ შორის კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლა.

წყარო: ipn.ge

altმორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია

altავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ კაცს ნამუსის ძაეღვი გაწყვეტილი აქვს და აწი მისთვის ადვილია ცხოვრება. X5 დან მოტორი რომ ამოვარდება შეჯახების შედეგად და 20-25 მეტრის იქეთ დავარდება(ექსპერტის დასკვნაში ზუსტად ასე წერია) და მერე ამ მანქანის მძღოლს სასამართლო სიჩქარის გადაჭარბებას ვერ დაუმტკიცებს,რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა,ის სასამართლოა? ჩემ თვალში მერაბ კვირიკაშვილი დღეს უნამუსო გახდა.ქართული სასამართლო რომ მკვდარია ეს დიდი ხანია ვიცი.
mamulo
17:54 30-05-2019
6
შეურაცყოფაზე ნუ გადადიხართ. ხომ გამოიძიეს და დადსტურდა, რომ უდანაშაულოა. ჩემი არც ნათესავია მეკო და არც ახლობელი, ვიცნობ როგორც მაგარ მორაგბეს. თვთონაც დაეღუპა მეუღლე და როგორ გგონიათ არ განიცდის იმ დაღუპულებსაც? რატომ გაეცინაო, მე ვიტყოდი ეს იყო რეაქცია თავისი უდანაშაულობის დასტურად. ერთი წერს რაგბი შემაზიზღაო, კარგით რაა ეს უკვე ნამეტანია! პირიქით ჯობია ადამიანურად ვუსურვოთ მალე გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და დაუბრუნდეს დიდ რაგბს! ნუ ვართ მაგრები სხვის გაკიცხვაში, ცოტა გვეშინოდეს როცა სხვას განვიკითხავთ!
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული