წარმოშობით ქართველი მამუკა ლოსაბერიძე საქართველოსა და ქართულ რაგბის აკრიტიკებს: ეს მათი ერთადერთი შანსია, თუნდაც რამეში დაგვამარცხონ

AutoSharing Option
News.ru საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე რაგბის საკითხს შეეხო, ორი ნაკრების ამხანაგური მატჩის შესაძლო ჩაშლას და "სლავას" ქართველი ლეგიონერების სკანდალურ ინციდენტს. აგრეთვე ინტერვიუ ჩამოართვა რუსეთის რაგბის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, ქუთაისში დაბადებულ მამუკა ლოსაბერიძეს, რომელიც "აიაში" თამაშობდა და საქართველოს ეროვნული გუნდის პირველ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა - 1989 წელს ზიმბაბვესთან.

- რას იყტოდით "სლავას" მოთამაშეების ინციდენტზე?
- საბა ილურიძის და რევაზ ბროძელის სიტუაციასთან დაკავშირებით არაფერი არ ვიცი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კლუბის გადასაწყვეტია (დატოვებდნენ თუ მოაშორებდნენ - რედ.). ყოველთვის ვამბობდი, რომ ფედერაციის
გადაწყვეტილებით პრაქტიკულად არ იყო შეზღუდული ლეგიონერთა შეძენა - ეს გლობალური შეცდომაა, რომელიც დიდ ზიანს მიაყენებს ჩვენს რაგბის. ჩვენ არ გვჭირდება ლეგიონერები, ჩვენ გვყავს ბევრი ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც სათადარიგოთა სკამებზე ბერდებიან. მე ლეგიონერებს აქ 4 წლით თამაშს ავუკრძლავდი, ხოლო რაგბი 7-ში, რომელიც სპორტის ოლიმპიური სახეობაა, საერთოდ ავკრძალავდი ტურნირზე ლეგიონერთა დაშვებას.

- რაგბი 15-ზე ლეგიონერთა შესახებ რას იტყვით?
- მე წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ ისეთები გვჭირდება, რომლებსაც დარჩენა შეუძლიათ, საკვანძო მოთამაშეები. მათი არამარტო მოწვევა, არამედ ნატურალიზებაა საჭირო, რათა რუსეთის ნაკრებში იასპარეზონ, შემდეგ კი ჩვენს ქვეყანაში დარჩნენ და ტალანტების გაზრდაში დაგვეხმარონ. მნიშვნელობა არა აქვს, ქართველები იქნებიან თუ ახალზელანდიელები. არაა საჭირო იმათი მოწვევა, რომლებიც ორი წელი ითამაშებენ და უკან წავლენ.

- ნუთუ, ჩვენს ჩემპიონატში ძლიერი ქართველი მოთამაშეები საერთოდ არ არიან?
- იმ ქართველებიდან, რომლებიც რუსულ კლუბებში თამაშობენ, მხოლოდ 3-4%-ის გამოყოფა შეიძლება. მაგალითად მალაღურაძის, კაჭარავასი, ფრუიძის და გაჩეჩილაძის. დანარჩენები უკიდურესად სუსტები არიან, ისინი არავის არ სჭირდება, მათით ვინმე რომ დაინტერესებულიყო, კარგა ხანია საფრანგეთში ითამაშებდნენ და ჩვენ რატომ ვიწვევთ? არ შეიძლება ლეგიონერის მხოლოდ იმისთვის შეძენა, რომ შენსაზე ოდნავ უკეთესია. ასეთი რაოდენობით ლეგიონერები საჭირო არ არის.

- მართებულად მიგაჩნიათ თუ არა, რომ რუსეთის ნაკრებმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატაროს მატჩი?
- სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთისა და საქართველოს ნაკრებები ყოველ წელს ხვდებიან ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატზე და როდესაც თამაში საქართველოს ტერიტორიაზე იმართება, გულშემატკივართა მხრიდან რუსეთის ნაკრების მოთამაშეებისა და რუსეთის ჰიმნის მიმართ ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება ახლავს თან. მეტოქისადმი პატივისცემა ჩვენი თამაშის ქვაკუთხედია, თუმცა საქართველოსთან თამაშისას ეს ასე არ არის. ქართველი გულშემტკივრები სისტემატურად უსტვენენ ჩვენს ნაკრებს, ჰიმნისას ფეხზე არ დგებიან , "უკრაინას" სკანდირებენ, მტრულ ლოზუნგებს გაჰყვირიან და ეს ყველაფერი პირთამდე სავსე 50-ათასიან სტადიონზე ხდება. რუსი გულშემატკივრები ასე არასოდეს არ იქცევიან.

- თუ ასეთი უპატივცემულობაა, რატომ უნდა წავიდეს რუსეთის ნაკრები საქართველოში?
- აი, მეც ამ კითხვას ვუსვამ საკუთარ თავს. რატომ უნდა წავიდეთ იქ? ნამატჩევს ჩვენი მოთამაშეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ვინ აგებს პასუხს? საერთოდ რატომ აგზავნის რუსეთის რაგბის ფედერაცია ახლგაზრდულ ნაკრებს საქართველოში, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა არა გვაქვს, ჩვენ რა, საწვრთნელი ბაზები არა გაგვაჩნია?

როდესაც მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებლად ამხანაგური მატჩების გეგმას ადგენდნენ, მაშინვე გამოვთქვი ჩემი უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება საქართველოსთან თამაშის გამო, თან ზედ ტურნირზე გამგზავრების წინ. ეს შეხვედრა არც ტექნიკურად და არც ფსოქოლოგიურად არ გვჭირდება. დიდი ალბათობით დავმარცხდებით და ასევე დარწმუნებული ვარ, ქართველ მოთამაშეებს რაც შეიძლება მეტი ჩვენი მორაგბის ტრავმირებას დაავალებენ. ამას გარდა, რუსეთის ნაკრების უსაფრთხოების გარანტიასაც არავინ არ მოგვცემს. საქართველოში რაგბი რელიგიაა, ერთადერთი შანსია, თუნდაც რამეში დაამარცხონ რუსეთი.

- მაშ, რა უნდა მოიმოქმედოს რაგბის ფედერაციამ?
- ვფიქრობ, შექმნილ სიტუაციაში ამჟამინდელ ხელმძღვანელობას კარგა ხანია უნდა მოეწვია რიგგარეშე კრება, მოესმინა სპეციალისტების აზრი და ამ მატჩზე უარი ეთქვა, რომელიც ვიღაცას უნდა თავს მოგვახვიოს. ეტყობა, ვიღაცისთვის ძალიან მომგებიანია, რომ საქართველოში გავემგზავროთ და არასაჭირო საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ. თამაში საქართველოშიც რომ არ გაიმართოს, მერწმუნეთ, თავისი გუნდის საქომაგოდ რამდენიმე ათასი ქართველი გულშემატკივარი მაინც ჩავა.

P.S. რუსეთის რაგბის ფედერაციამ იუწყა, რომ ჯერ თბილისურ მატჩთან დაკავშირებით არავითარი ინფორმაცია არ არსებობს. "თქვენ ფიქრობთ, ახლა არსებობს ასეთი მონაცემები? არ არსებობს. ამაზე ფედერაციის ოფიციალური კომენტარი ნახეთ? არა. ჩვენ შეგატყობინებთ", - განგვიცხადეს რუსეთის რაგბის ფედერაციის პრესსამსახურში.

მკითხველის კომენტარები / 74 /
ისტორიას ბევრი ახსოვს ამისთანა გამყიდველი ქართველები! არანაირი შეხება არ ააქვს რაგბთან და რაგბისტებთან! უბრალოდ ერთი გზააბნეული ადამიანია რომელსიც ვერ ეღირსება საქართველოს დამარცხებას
Best
07 ივლისი 2019 00:13
1
ასეთი იუდა როგორაა რომ ქართველადაა დაბადებული საქართველოს ნაკრებში აქვს ნათამაშები და უცებ რუსობა მოინდომა თანაც ამ დონის ანტიქართველი. ვაი შEნს პატრონს სუფთა ლობუტი დაუნი მარაზმში
Giji
06 ივლისი 2019 23:43
2
ამ ვაიქართველს კარგად დააკვირდით-აი ყორღანაშვილის,სერგო ორჯონიკიძის მოღალატური ტრადიციების გამგრძელებელი.
status quo
06 ივლისი 2019 21:25
1
თურმე ნუ იტყვი და როგორ გაგვიბედავს რუსეთისთვის ოკუპანტის წოდება!!! ამ ნაგვებს ისტერიული ანტიქართული პროპაგანდა არ გაუჩაღებიათ?!ტურისტებით დაწყებული,ღვინით გაგრძელებული და სპორტით დამთავრებული!!!თან თავად იძახიან სპორტს პოლიტიკაში არ ვურევთო!!!რუსეთუმეები კი(რომლებიც ძალზედ საეჭვოდ სდუმან)გვიჩიჩინებენ,რომ რუსეთის ბაზარი გავხადოთ პრიორიტეტული!!!რა ჰქვია ამას?დილეტანტობა თუ მოღალატეობა?პასუხი თავად გაეციეთ ძმებო ქართველებო!
Alex.F
06 ივლისი 2019 20:37
1
აი ასეთი მოგალატე ქართველებითაა სავსე საქართველოს მთავრობაც, ასეთი მოგალატე საიტია თქვენი პორტალიც და რათქმა უნდა არც გამოაქვეყნებთ ამ კომენტარს ბიზოს გოშიებო
გაგა
07 ივლისი 2019 01:11
18
ასეთი გამყიდველები სამწუხაროთ ბევრი ყრია დუნიაზე, 2 თეთრიანების ნაბოდვარას რატომ გვაკითხებთ ეგ მეორე საკითხია.
stig
07 ივლისი 2019 01:08
1
ასეთი რენეგატიც კი იშვიათია. მაგალითი, თუ როგორ გაიცვალა ნაჩუქარ პრივილეგიებზე საკუთარი ქვეყანა.
მერაბი
06 ივლისი 2019 23:25
2
ძიუდოში და ჭიდაობაში ვუგებთ ხოლმე)) ნუ ხანდახან თუ ვაგებთ ისიც ეთნიკურად არარუსებთან))
Niko
06 ივლისი 2019 20:06
1
გასაგებია ეს ქაჯია და რა მოეთხოვება ?? могу вам сказать даже рагбы не ваше хуевое дело ,вам бы где-то парашу убирать и то много, მაგრამ ჩვენ რა გვჭირს დაგავიწყდათ აგვისტოს ომი? ჩვენი ჯარისკაცების დემორალიზებული სახეები და უამრავი გვამები და 20 წლით უკან დახეული საქართველო,არ შეილება ამდენი ბაქი-ბუქი ,არ გვაქ ჩვენ ომის თავი და არც სხვა რამ , შევეშვათ ვამ უაზრო საუბრებს და ჩვენი ქვეყანა ვაშენოთ ყველა დარგში , დანარჩენს გვანახებს ცხოვრება.შეძახილებს ცუდი ამბავი მოყვება და ვინც ბევრს ყვირის იმათ მერე ბრძოლის ველზე ვერ ვხედავთ ხოლმე )))
paladin
06 ივლისი 2019 21:06
5
მამუკა ლოსაბერიძე! შეგაგინე ძალიან ცუდად!
TanoLife
07 ივლისი 2019 19:07
0

სიახლეები პოპულარული