გოჩა სვანიძე: ეს ერთი ჩვეულებრივი მატჩია და მეტი არაფერი!

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ ჟურნალისტებთან საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებების დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

12 მარტს, "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" IV ტურის მატჩში "ბორჯღალოსნები" "დინამო არენაზე" რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებენ. შეხვედრა 18:00 სთ-ზე დაიწყება.

- კაპიტანი გორგოძეა - რუსეთთან "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ცნობილია

"მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ახალბედა არის მოედანზე, ყოველთვის საბრძოლო შემადგენლობით ვართ. ჩვენი ბიჭების ბრძოლისუნარიანობაში ეჭვი არავის ეპარება. რაც მთავარია, ეს ერთი ჩვეულებრივი მატჩია და მეტი არაფერი.

მინდა, ყველა გულშემატკივარი, რომელიც სტადიონზე მოვა ან ტელევიზორში უყურებს თამაშს, ძალიან ამაღლებულ
განწყობაზე დადგეს, მინდა თითოეულმა მათგანმა სიამოვნება მიიღოს.

რაც შეეხება რუსეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტ მამუკა ლოსაბერიძის განცხადებას საქართველოს დამარცხებაზე, რა ვიცი, რა გითხრათ. ეს მისი საქმეა, არ ვიცი ასეთი რა საიდუმლო იცის, თუმცა დაუმარცხებელი არავინაა.

- მამუკა ლოსაბერიძე: სხვებზე უკეთ ვიცი, როგორ უნდა დაამარცხო ქართველები

თუ სწორად განვითარდება, ერთი კონკრეტული მატჩის მოგება ნებისმიერს შეუძლია, მათ შორის ჩვენც", - თქვა სვანიძემ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ნამდვილი ქართველი თუ ხარ ყოველთვის უნდა უსტვინო, თამაშამდე და თამაშის შემდეგაც. არა აქვს მნიშვნელობა ვის ვეთამაშებით! სტვენა ერთობაშია! ჩვენი წინაპრებიც უსტვენდნენ და ჩვენც უნდა ვუსტვინოთ. დასტვენილები ვაართ, მაშა!
ლუკა
02:56 12-03-2017
0
მართალი ხარ მამულო, ხვალე ჯერ ჰიმნზე დაუტვინოთ, მერე რუს მორაგბეებს ვაგინოთ ბოლოს პუტინ ხულიო ვიძახოთ. ესაა ქვეყნის სიყვარული აბა რა:)
mamulo-s
01:21 12-03-2017
0

სიახლეები პოპულარული