რუსეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტად საქართველოს ნაკრებისა და "აიას" ყოფილი მორაგბე აირჩიეს

AutoSharing Option
19 დეკემბერს, რუსეთის რაგბის კავშირის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართა, სადაც დიდი პოლემიკისა და დავა-კამათის შემდეგ მოქმედი პრეზიდენტის, ვიაჩესლავ კოპიევის მომხრეებმა დარბაზი დატოვეს.

თუმცა, კვორუმის შეკრება მაინც მოხერხდა და რუსეთის რაგბის კავშირის ახალ პრეზიდენტად ქუთაისის "აიას" ყოფილი მორაგბე მამუკა ლოსაბერიძე აირჩიეს.

ის ლეგენდარული "აიას" ცხრა ნომერია და საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველ მატჩშიც ითამაშა 1989 წელს ზიმბაბვეს ნაკრებთან. ბოლო წლებში მოსკოვში მოღვაწეობდა, იყო სარაგბო კლუბ მოსკოვის "სპარტაკის" პრეზიდენტი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ერთი რუსზე მეტი გარუსებული ლაქია პრ-ჭი! ან ქართველი გულშემატკივრის აგრესია და მუქარა სად უნახავს და ან ქართველი რაგბისტების მიერ ძალით ტრავმის მიყენება? სტვენით კი რუსეთის ნებისმიერი სპორტის სახეობის ნაკრებებს მთელ მსოფლიოში უსტვენენ. როგორც იქცევა მათი დამპყრობელი ხელისუფლება, შესაბამის რეაქციას ღებულობს სხვა ერების მხრიდან!!! პ.ს. ქუთაისში თუ ჩადის ეს ვირთხა და იქ როგორ ხვდებიან ასეთი აზრების მატარებელს ეს მაინტერესებს!
soxumeli veterani
19:08 06-07-2019
0
დიდი დღე არ უწერია მაგ პოსტზე. რომც დატოვონ არ გაახარებენ. ნაცებივით მოექცევიან.
რეზო
13:26 22-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული