საქართველოს 7-კაცამ რუსეთი უკან მოიტოვა და ოლიმპიადის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული 7-კაცა ნაკრები 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.

ჩვენმა გუნდმა კოლომიეში (საფრანგეთი) მიმდინარე შესარჩევი ტურნირის პირველ დღეს ერთი თამაში მოიგო, გატანილ-გაშვებული ქულებით მესამეადგილოსნებს შორის რუსეთს აჯობა და თასის მეოთხედფინალში ითამაშებს.

პირველი შეხვედრა გერმანიის ნაკრებთან გვქონდა, თამაში არ წაგვივიდა და მეტოქემ 33:7 იმარჯვა.

ინგლისთან გამოჩნდა, რომ გუნდს პოტენციალი ჰქონდა. საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში კარგად ითამაშა დაცვასა და შეტევაში, მის შუაში ლამაზი იერიში ივანე ხელაიას ლელოთი დასრულდა და გარდასახვაც ზუსტი იყო. მეორე ტაიმის პირველი ნახევარი ბურთს კვლავ ჩვენ
ვაკონტროლებდით, მაგრამ სინბინის გამო კაცნაკლულები დავრჩით და დასკვნით 3,5 წუთში მეტოქემ 4 ლელო გაიტანა - 7:24.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, ლიეტუვასთან ფავორიტები ვიყავით და გუნდმა მოლოდინი სრულად გაამართლა. საქართველომ მეტოქეს 6 უპასუხო ლელო გაუტანა, 38:0 დაამარცხა, რითაც გატანილ-გაშვებული ქულათა ბალანსი მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა და რუსეთის უკან მოტოვებით 1/4 ფინალს უწია.

თასის მეოთხედფინალში საქართველოს მეტოქე მასპინძელი, საფრანგეთის ნაკრები იქნება. მატჩი საქართველოს დროით 13:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 3 /
საოლიმპიადო გუნდს ასე ვამზადებთ მდაჰ არანაირი შანსი არ არსებობს ფედერაციას ისევ მინუსი
night
14 ივლისი 2019 11:10
2
არ არის ამათი საშველი
მთ
14 ივლისი 2019 10:47
3
კაი რა, ცოტა აზრზე მოდით რა გერმანია
გრიშა
14 ივლისი 2019 01:10
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული