"სწორედ ამან მიმაღებინა გადაწყვეტილება, კენჭი ვიყარო რაგბის კავშირის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე"

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების ყოფილი დირექტორი ბაჩო ხურციძე რაგბის კავშირის პრეზიდენტის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს.

ხურციძე საქართველოს რაგბის კავშირში 2008 წლიდან მუშაობდა და წარსულში იგი ასევე საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელისა და ოპერაციული დირექტორის თანამდებობებს იკავებდა, რაგბის კავშირი კი მან მიმდინარე წლის 9 სექტემბერს დატოვა და უკვე მაშინ განაცხადა, რომ კავშირის პრეზიდენტის თანამდებობაზე იყრიდა კენჭს.

ხურციძემ ხმის უფლების მქონე დელეგატებისა და პრესისთვის გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომელშიც თავის კარიერასა და მიზნებზე საუბრობს, ასევე თავისი სტრატეგიული ხედვა.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"რაგბის
ჩემს ცხოვრებაში სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ადგილი ეკავა. ყველაფერი 1986 წელს, 11 წლის ასაკში, რაგბის თამაშით დაიწყო, თუმცა ახლა ჩემს სპორტულ კარიერაზე მოსაყოლად არ გწერთ. მინდა ორიოდე სიტყვით ვთქვა ჩემს საქმიანობაზე რაგბის კავშირში. ეს ის პერიოდია, როდესაც ქართული რაგბი აღმავლობის გზაზე დგება და მის წარმატებაში ჩემი დამსახურებაც არის. 2008 წლიდან 2019 წლის სექტემბრამდე ჩართული ვიყავი კავშირის საქმიანობაში, ვიდრე იძულებული გავხდებოდი დამეწერა განცხადება და დამეტოვებინა დაკავებული პოზიცია.

რაგბის სიძლიერე მის მოყვარულ ადამიანებშია, რაგბიში სამსახურის ძიებას არ მივუყვანივარ, მჯერა ასეთი ბევრია და მათ შორის ხართ თქვენც. მეც ჩემის მხრივ მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა მის განვითარებაში, ოღონდ უკვე არა როგორც მოთამაშეს.

ვიმუშავე საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელის, ოპერაციული და მაღალი მიღწევების დირექტორის პოზიციებზე, ვიყავი 2011 წელს გამართული იუნიორთა მსოფლიო ალაფის და 2017 წელს გამართული იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატების დირექტორი, ორივე ტურნირი, მსოფლიო რაგბის მიერ საუკეთესოდ იქნა აღიარებული ანალოგიურ ტურნირებს შორის. ჩემი დირექტორობით იმართებოდა საერთაშორისო ტურნირი ‘თბილისის თასი’ და სხვა ცალკეული საერთაშორისო ტესტ მატჩი. ამ პერიოდში გატარდა მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა და პროექტი, საქართველოს რაგბის კავშირი სამჯერ 2009, 2012, 2014 წლებში გახდა წლის საუკეთესო სპორტული ორგანიზაცია ხოლო 2011 წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ მომანიჭა წლის საუკეთესო სპორტული მენეჯერის წოდება;

2015 წელს ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენებმა ისტორიულმა შედეგმა გააჩინა მაღალი მოლოდინი ქართული რაგბის მიმართ, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის გარეთ, თუმცა რაგბის კავშირი ვერ აღმოჩნდა ადეკვატური ამ გამოწვევის მიმართ. 2016 წლიდან დღემდე არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები, მნიშვნელოვანი რეფორმებისა და პროექტების არათუ განსახორციელებლად, მათი წამოწყების მცდელობაც არ ყოფილა. არადა, სწორედ ეს იქნებოდა ქართული რაგბის პროგრესის გაგრძელების წინაპირობა. შედეგად, ახლა გზაგასაყარზე ვდგავართ, უნდა გადაწყდეს გააგრძლებს ქართული რაგბი პროგრესის მიმართულებით სვლას, თუ რეგრესის გზას დაადგება. მიმაჩნია, რომ რაგბის კავშირის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, თანამოაზრეებთან ერთად შევძლებ შექმნილი კრიზისიდან რაგბის გამოყვანას. ამის რწმენას ჩემი წარსულში მიღებული გამოცდილება და რაგბის კავშირში წარმატებული საქმიანობა მაძლევს. სწორედ ამან მიმაღებინა გადაწყვეტილება, კენჭი ვიყარო რაგბის კავშირის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე.

პრეზიდენტობა ჩემთვის არ არის თვითმიზანი, ის არის საშუალება, განვახორციელო იდეები რაც ასახულია თანდართულ ბროშურაში. ეს არის ჩემი ხედვა თუ როგორ უნდა განვითარდეს რაგბი, ხოლო პროგრამად ის იქცევა თქვენი აზრების გაზიარების შემდეგ, თქვენი ჩართულობით. მადლობელი დაგრჩებით, თუ სურვილის შემთხვევაში თქვენ მოსაზრებებს გამომიგზავნით ჩემ პირად ელექტრონული ფოსტის მისამართზე lashakhurtsidze@hotmail.com

გისურვებთ წარმატებებს ქართული რაგბის საკეთილდღეოდ,

პატივისცემით,

ბაჩო ხურციძე"

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის თარიღი ჯერ-ჯერობოთ უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 13 /
უპირველეს ყოვლისა ყოველივე საქმე სიყვარულით უნდა იწყებოდეს და მიზანი არუნდა იყოს ფულის მოხვეჭა ზოგადად ყველა დიდი საქმის გასაკეთებლად საწინდარი ეს უნდა იყოს .სხვაგვარად განწირულია ყველა საქმე. რაგბი საქართველოს ეროვნულ ტრადიციულ სახეობად ჩამოყალიბდა და ამაში განსაკუთრებული წვლილი მოთამაშეებთან ერთად ყველა იმ ადამიანს მიუძღის რომლეიც არჩანს თამაშის დროს მოედანზე. ბაჩო არის ტოპ მენეჯერი.საქართველოში ხშირად უშვებენ შეცდომებს რაც გამოიხატება იმით რომ შინაურს არვინდობთ და სადღაც ვიყურებით არადა ცხვირ წინ გვაქ ის რასაც სხვა ქვეყნები ეძებენ ზრდიან ეფოფინებიან უვლიან.მე ვფიქრობ უნდა მიეცეს საშუალება ბაჩო ხურციძეს უხელმძღვანელსო ყველა ქართველისათვის უძვირფასეს წლებით შესისხლხორცებულ სახეობას მიხედოს და განავითაროს რათთა აიყვანოს რაგბი საქართველოში კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე იმ გუნდთან ერთად ვინს რაგბის და ქართული ოჯახის ერთგულია!
Zviad Shanidze
17:26 02-12-2019
1
ჩვენ ეხლა ისეთ დღეში ვართ, ოღონდ სვანიძე წავიდეს და ...
გიო
07:37 01-12-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული