საქართველო XV ზე-რაგბის ვიცე-ჩემპიონ "ხაგუარესთან" ორ მატჩს გამართავს

AutoSharing Option
საქართველო XV-ის სამწვრთნელო შტაბი, იანვარში არგენტინაში, ზე-რაგბის ვიცე-ჩემპიონ "ხაგუარესთან" გასამართი ორი საკონტროლო მატჩისთვის გაფართოებულ შემადგენლობას მომავალ კვირაში დაასახელებს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი არგენტინაში 12 იანვარს მიემგზავრება და "ხაგუარესს" 17 და 24 იანვარს ეთამაშება. მასპინძლებმა უკვე დაადასტურეს, რომ პირველი თამაში 17 იანვარს, მარ-დელ-პლატაში ჩატარდება.

მარ-დელ-პლატა ბუენოს-აირესის პროვინციაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს და სიდიდით ქვეყნის მე-7 ქალაქია. ის არგენტინის დედალაქიდან 400 კილომეტრითაა დაშორებული და დაახლოებით 650 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ჯერჯერობით უცნობია, სად ჩატარდება 24 იანვრის შეხვედრა.

საქართველო XV-ის შემადგენლობა მას შემდეგ გახდება
ცნობილი, როდესაც 2019 წელს, 13-15 დეკემბერს, დიდი 10-ის მე-11 ტურის შეხვედრები ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად გუნდში ლეგიონერებსაც მოიწვევენ.

საქართველო XV პირველ შეკრებას 23-30 დეკემბერს ქუთაისში გაივლის. საახალწლოდ მორაგბეები დაისვენებენ, 4 იანვარს მეორე შეკრებაზე, სავარაუდოდ, მარტყოფის ბაზაზე შევლენ და იქ არგენტინაში გამგზავრებამდე, ანუ 12 იანვრამდე დარჩებიან.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული