გაფართოებულ შემადგენლობაში 21 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა. აქცენტი ამჯერადაც დიდი 10-ის კლუბების მორაგბეებზე გაკეთდა, თუმცა, წინა მატჩებისგან განსხვავებით, ამჯერად გაფართოებულ შემადგენლობაში ორი ლეგიონერია, ორივე მარჯვენა ბურჯი - ნიკა პატარაია ბუქარესტის "დინამოდან" და ანტონ ფეიქრიშვილი, რომელიც ბოლოს ფრანგულ "აჟენში" თამაშობდა და კონტრაქტი ცოტა ხნის წინ დაუმთავრდა.
გაფართოებულ შემადგენლობაში ყველაზე მეტი - 9 მორაგბე, საქართველოს ჩემპიონი "ბათუმიდანაა"; 5 მორაგბითაა წარმოდგენილი გორის "ჯიქი"; 4-4 მორაგბეა თბილისის "აკადემიიდან",
ეს 35 მორაგბე პირველ შეკრებაზე 23 დეკემბერს, ქუთაისში შევა და იქ 30 დეკემბრამდე დარჩება. ახალ წელს ბიჭები შინ შეხვდებიან და მეორე, ერთკვირიან შეკრებაზე, სავარაუდოდ, ისევ ქუთაისში, 4 იანვარს შევლენ.
საქართველო XV 30-კაციანი შემადგენლობით არგენტინაში 11 იანვარს მიემგზავრება და "ხაგუარესთან", რომელიც ზე-რაგბის ახალი სეზონისთვის ემზადება, პირველ თამაშს 17 იანვარს მარ-დელ-პლატაში გამართავს. მეორე შეხვედრა 24 იანვარსაა დანიშნული და ჯერჯერობით უცნობია, სად ჩატარდება ეს თამაში.
საქართველო XV-ის გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
შერკინება: ნიკა აბულაძე (ყოჩები 1-3), ზურაბ ერისთავი (ბათუმი, 1-3), ბექა გვარამია (აკადემია, 1), გოგა ხუროშვილი (არმაზი, 2), ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი, 2), გიორგი ჭყოიძე (ლელო-სარასენსი, 2, 8), რევაზ წიკლაური (აია, 3), შოთა გოგისვანიძე (ბათუმი, 3), ნიკა პატარაია (სტიაუა, რუმინეთი 3), ანტონ ფეიქრიშვილი (3), ვანო ბერიკაშვილი (აკადემია 4-5), მიხეილ ბაბუნაშვილი (აია, 4-5), სანდრო ქოიავა (ბათუმი, 4-5), თორნიკე ზოიძე (აკადემია 4-5, 6-7-8), არჩილ აბესაძე (ლელო-სარასენსი, 4-5, 6-7), ვანო ფუტკარაძე (ბათუმი, 4-5, 6-7), გიორგი მჭედლიშვილი (იუნკერები, 6-7-8), თორნიკე კიკნაძე (ჯიქი, 6-7), დაჩი კოპაძე (ჯიქი, 6-7), კობა ჯიმშელეიშვილი (ბათუმი, 6-7), გურამ შენგელია (აია, 6-7-8),
ხაზი: ვაჟა ხუციშვილი (ხარები, 9), კობა ბუჯიაშვილი (ბათუმი, 9), რეზი ჯინჭველაშვილი (ჯიქი 10), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია, 10), გიორგი ბაბუნაშვილი (აია 10-15), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი 12-13), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი, 11-14), ნიკა გიგაური (არმაზი 12-13), გურამ ქანდაურაშვილი (ბათუმი, 12-13), გიორგი ნათელაშვილი (ხარები, 12-13), კოტე მარჯანიშვილი (ჯიქი 11-14), ანზორ სიჭინავა (ბათუმი, 11-14), ლევან ნარიმანიძე (ხარები, 11-14), ირაკლი სვანიძე (ჯიქი 15).
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით