რაგბიში 2019 წლის საუკეთესოები გამოავლინეს

AutoSharing Option
2019 წელი დასასრულს უახლოვდება და ტრადიციულად, ქართულმა სარაგბო თემმა, გულშემატკივრებმა და სარაგბო მედიამ წლის საუკეთესოები გამოავლინეს:

2019 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბე – ბექა გორგაძე

ქართული რაგბის გულშემატკივრებმა, ქართულმა კლუბებმა და სარაგბო მედიამ, ხმათა უმრავლესობით, 2019 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბედ ბორჯღალოსანი ბექა გორგაძე დაასახელეს.

23 წლის ‘ბორდოს’ მესამეხაზელს ნაკრების კვართით 23 მატჩი აქვს ჩატარებული და 5 ლელო გაიტანა. 2019 წლის მსოფლიო თასზე მან ოთხივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 შემთხვევაში დამწყებთა შორის იყო. კლუბში დაბრუნების შემდეგ, მან ტოპ 14-სა და ჩელენჯ
ქაფზე 3-3 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ევროტურნირზე ლელოც გაიტანა.

Sportall.Ge

2019 საუკეთესო ლელო – სანდრო თოდუა მსოფლიო თასზე ავსტრალიის წინააღმდეგ

რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე გამოკითხვაში მიცემული ხმებით, ქომაგებმა 2019 წლის საუკეთესოდ სანდრო თოდუას, მსოფლიო თასზე ავსტრალიის წინააღმდეგ დადებული ლელო გამოავლინეს. 32 წლის მორაგბე ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობს და დღემდე 82 კეპი მოიხვეჭა. ავსტრალიასთან გატანილი ლელო, საერთაშორისო ასპარეზზე თოდუასთვის მე-13 იყო, მეორე მსოფლიო თასზე.

Sportall.Ge

2019 წლის მექულე – თედო აბჟანდაძე

თედომ წელს ჯარიმებითა და გარდასახვებით 40 ქულა მოიხვეჭა. აბჟანდაძის სანაკრებო დებიუტი შარშან ნოემბერში, 19 წლის ასაკში სამოას ნაკრებთან შედგა. დღემდე მის ანგარიშზე 11 კეპი და 55 ქულაა. 2019 წლის მსოფლიო თასზე მან ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გუნდს 12 ქულა შესძინა. ის ამა წლის ზაფხულში ტოპ 14-ის ‘ბრივში’ გადავიდა, პირველი გუნდის შემადგენლობაში დებიუტი ჩელენჯ ქაფზე ჰქონდა და 4 მატჩში 28 ქულა მოიხვეჭა.

Sportall.Ge

2019 წლის მელელოვე – მირიან მოდებაძე

წლის მელელოვე მირიან მოდებაძე გახდა, რომელმაც ბორჯღალოსნების კვართით წელს 5 ლელო გაიტანა. 22 წლის მორაგბეს სანაკრებო დებიუტი 2017 წელს ჰქონდა. ტრავმის გამო მას თითქმის ერთი წელი გაუცდა და დღემდე ნაკრების კვართით 12 მატჩი ჩაატარა, აქედან ორი 2019 წლის მსოფლიო თასზე.

Sportall.Ge

2019 წლის საუკეთესო მსაჯი – ნიკა ამაშუკელი

ვულოცავთ ნიკას და წარმატებებს ვუსურვებთ 2020-ში. წელს ნიკა და ქართველი მსაჯების ბრიგადა გაუძღვებიან 6 ერის (U20), რაგბი ევროპისა და ჩელენჯ თასის მატჩებს. 2019 წელს ამაშუკელმა იმსაჯა 20-წლამდელთა ექვს ერზე, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე და ჩელენჯ ქაფზე.

Sportall.Ge

2019 წლის საუკეთესო მორაგბე ქალი – ნათია გავაშელი

ნათიამ წელს 7-ქალა წარმატებაში შეტევებით, ბოჭვებითა და რაქებში განსაკუთრებულად ძლიერი თამაშით, დიდი წვლილი შეიტანა.

Sportall.Ge

2019 წლის საქართველოს 7-კაცას ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები

შესანიშნავი შვიდეული: 1. ჯაბა სიხარულიძე (ლელო სარასენს), 2. ბექა სამსიანია (იუნკერები), 3. ბათუ კალაძე (იუნკერები), 4. ზვიად ორმოცაძე (აია), 5. გიორგი ჯღამაია (იუნკერები), 6. მიხეილ ახობაძე (აკადემია), 7. თემურ რუხაძე (ლოკომოტივი)

Sportall.Ge

2019 წლის საუკეთესო მოშვიდკაცე ნიკო აფციაური

ტრადიციულად თავისი ძლიერი და ფიზიკური თამაშით, ნიკო წელს 7-კაცაში დიდ ძალას წარმოადგენდა.

Sportall.Ge

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული