18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატები გაუქმდა

AutoSharing Option
18 წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატები, როგორც 15-კაცა, ასევე 7-კაცა რაგბიში, წელს აღარ გაიმართება. ასეთი გადაწყვეტილება რაგბი ევროპის დირექტორთა საბჭომ კორონავირუსის გამო მიიღო.

"უმცროს ბორჯღალოსნებს" 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე აპრილში, კალინინგრადში უნდა ეთამაშა და ტიტული დაეცვა, ხოლო 18-წლამდელთა 7-კაცას ევროპის ჩემპიონატის ჩატარება ზაფხულში იგეგმებოდა.

ჯერჯერობით არ გაუქმებულა და გაურკვეველი ვადით გადაიდო რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა. "ბორჯღალოსნებმა" განვლილი ოთხი მატჩი მოიგო და ტიტული ნაადრევად დაიბევა, თუმცა რუსეთთან დასკვნითი თამაშის ჩატარება კორონავირუსმა არ დაანება. ეს თამაში ჯერჯერობით გაურკვეველი ვადითაა გადადებული.

ასევე გადაიდო რაგბი ევროპის „ალაფის“ შეხვედრები. აღსანიშნავია, რომ წელს „ალაფიდან“ არცერთი გუნდი არ გავარდება, რადგან ევროპული რაგბის მმართველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გაუქმდა კონფერენც 1, კონფერენც 2 და განვითარებადი დივიზიონები, სადაც არც გამარჯვებულები გამოვლინდება და არც არავინ დაქვეითდება. ეს ნაკრებები 2020/21 წლების სეზონში იმავე ჯგუფებში ითამაშებენ.

ასევე გაუქმდა ქალთა შორის რაგბი ევროპის „ალაფა“ და როგორც ქალთა, ასევე კაცთა 7-კაცა რაგბის ტურნირები კონფერენც 1 და 2 დივიზიონებში. ასევე გაუქმდა 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, რომელიც პორტუგალიაში უნდა ჩატარებულიყო.

გადადებული თამაშები მხოლოდ მაშინ გაიმართება, როდესაც პანდემია ჩაივლის და გუნდები სათამაშოდ მზად იქნებიან. რაგბი ევროპა თვალყურს ადევნებს მიმდინარე მოვლენებს და ითვალისწინებს ექიმების რჩევებს. დირექტორთა საბჭო ერთი თვის შემდეგ შეიკრიბება და შემდგომ გადაწყვეტილებას იმ პერიოდისთვის არსებული სიტუაციის მიხედვით მიიღებს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული