მართალია, კორონავირუსის გამო შუხუთში ტრადიციული ლელო არ გაიმართა, მაგრამ ბელარუსში "უნიას" მორაგბეებმა ითამაშეს და მისი ტრადიციად დანერგვის სურვილი აქვთ.

ქართულ ხალხურ თამაშს ბელარუსში დამკვიდრების კარგი შანსი აქვს

"ეს ბელოვეჟის ტევრში ჩატარებული მეორე კავკასიური პიკნიკია. მასში მონაწილეობა მორაგბეებმა და ჩვენმა მეგობრებმა მიიღეს. იყო თამაში, კარგი სუფრა და ნამდვილი მეგობრული ატმოსფერო. ყველას ძალიან მოეწონა.

ყველაფრის ისე გაკეთებას ვეცადეთ, როგორც საქართველოშია. ჩვენ თვითონ ხელით შევკერეთ ბურთი, ქვიშით და ნახერხით გავავსეთ, რათა 16-კილოგრამიანი გამხდარიყო. ეს ლელობურთის თამაშის პირველი ცდაა და ტრადიციად იქცევა. იყო ზღვა ემოციები, თამაში ხომ ძალიან არაჩვეულებრივია. წესები თითქმის არ არის და სტრატეგიაც არავინ იცის.

ორ გუნდად დავიყავით, ორი ზონა გავაკეთეთ, სადაც ბურთი უნდა შეგვეტანა. თავიდან ისე მოჩანდა, რომ რომელიმე გუნდისთვის გამარჯვება შეუძლებელი იყო - ყველა მხრიდან ზეწოლა, მძიმე ბურთით გაქცევა ძნელი იყო. გეწეოდნენ და გაქცევდნენ, წამოდგომა გიჭირდა. ბრძოლას ვერ გაექცევი, შესვენების საშუალება არა გაქვს, რამეთუ მოედანზე ცოტანი ვიყავით.

მოკლედ, მაქსიმალური კარდიოდატვირთვა მივიღეთ. მთავარი სულიერი სიმხნევეა. როდესაც ძალები გტოვებენ, მხოლოდ სულიერი სიმტკიცე და გამარჯვებისადმი ლტოლვა გრჩება. ასეთ შემთხვევაში თამაშში რჩები და ბურთს წინ მიათრევ. საბოლოო ჯამში, დავიღალეთ, მეტოქემ კი ლელო გაიტანა და გაიმარჯვა. ერთმანეთს გადავეხვიეთ და ზეიმი გავაგრძელეთ. თუმცა, კიდევ ერთხელ გვინდა წავივარჯიშოთ და ვითამაშოთ.

ეს თამაში ტრადიციული უნდა გახდეს. მეტიც, გვინდა უფრო მასშტაბურად ქალაქში ჩავატაროთ. შესაძლოა, ეს ათას წელში ერთადერთი შემთხვევა იყოს, როდესაც ლელობურთი საქართველოში კი არა, ბრესტში ვითამაშეთ. ეს დიდი პასუხისმგებლობა და პატივია. ჩვენ თამაშის ტრადიციას და კულტურას დავიცავთ", - განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა კირილ მასლაკოვმა.

ბელორუსები ერთი შეხედვით დიდ პატივს სცემენ ჩვენს ნაციონალურ თამაშს,სინამდვილეში კი-ისინი ჩვენ დაგვცინიან...

ვერაფრით ვხვდები,თუ რითი არიან ბელორუსები და შვედები სხვა დანარჩენი მსოფლიოს ხალხებისგან გასხვავებული,რომ კორონავირუსი სიკვდილით არ ან ვერ ემუქრებათ??? როგორ აბოთავებენ საქართველოს მოსახლეობას და მთელ მსოფლიოს საერთოდ არარსებული კორონავირუსის საშიშროებით!მრავალი ცნობილი პროფესორი და აკადემიკოსი ვირუსოლოგი ამტკიცებენ,რომ გადაჭარბებულია შექმნილი აჟიოტაჟი თითქოსდა ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშროებაზე.დავუშვათ მართლა არსებობს ადამიანთა სიკვდილის საშიშროება ამ ვირუსიდან.ყველანი დაცხოცილვართ და ესაა: დღესდღეობით სავაჭრო ობიექტის შენობაში უშვებენ სახეზე მხოლოდ პირბადე გაკეთებულ მომხარებელს.ხომ შეიძლება მას ეს პირბადე დიდი ხნის წინ, ან ჰქოდეს რამოდენიმე საათის შეძენილი და მისი ცხვირ-პირის სისველით დაინფიცირებული იყოს.გაკეთებული პირბადის რამოდენიმეჯერ გასწორების ან უბრალოდ მისი შეხების შემდეგ ინფექცია უცბად გადადის ხელზე,მომხმარებელი მაღაზიაში შესვლისას რა თქმა უნდა ეხება კარების სახელურს თავისი დაინფიცირებული ხელით,შიგნით მაღაზიაში კი კვლავ ეხება მისთვის სასურველ შესასყიდ ან მრავალ სხვადასხვა ნივთს,თავისი ხელებით.აუცილებელია,ყველგან საყოველთაოდ იძულებით ხდებოდეს მომხმარებლის მიერ შენაძენი სულ ახალი პირბადეებისა და ასევე ახალი ხელთათმანების,ადგილზე,სავაჭრო ობიექტის შესასვლელ კარებთან გაკეთება,მკაცრი კონტროლის ქვეშ. ის,რაც ახლა საქართველოში და მთელ მსოფლიოში ხდება-არის ჟარგონული ქუჩის ენით "პაკაზუხა" ან ფოკუზი.დავიჯერო ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა და ჩვენმა პრემიერ მინისტრმა ამდენი არ იციან? იციან და უბრალოდ ყველა ჩვენთაგანს გვაბოთავებენ. მიმდინარეობს ჩვენი დაშინება,პანიკის გავრცელბა ამ დაავადების ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შესახებ- მოსახლეობისთვის მოაწყვეს კარანტინი,საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, უშუალოდ თავად ამ ყველაფრის მომწყობი მთავრობა კი არის დაუდევარი ... ??? მოდი და ნუ იფიქრებ,რომ ეს ყველაფერი ყალბია, როგორ არ უნდა იფიქრო, რომ მიმდინარეობს სასწავლო ღონისძიებები რაღაც ძალიან სერიოზულ მოვლენის მოლოდინით და რომ მოწმდება ხალხის მორჩილება.
ვალიკო
შესანიშნავია!!! წარმატებები!!! იმედია ისიამოვნეს და რაგბის განვითარებაშიც დაეხმარებათ!!! გურულები არ აწყენდათ მრჩევლებად :)
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
პსჟ "რეალთანაც" ფავორიტია - ხვიჩასა და ტრენტის კიდევ ერთი დუელი!
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
ტრანსფერზე ხმების პარარელურად - მიქაუტაძემ "ლიონში" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
"კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა" - "სპორტინგმა" ქოჩორაშვილი წარადგინა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
"კვარას" მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და "რეალთან" დიდი მატჩის მოლოდინი
"მიჩვეულია ტიტულები არ მოიგოს" - პსჟ-სთან ნამატჩევს მიულერი კეინს გაეხუმრა
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
მიქაუტაძის სანაცვლოდ "რომაზე" 2 მილიონით მეტი შესთავაზეს - ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს
ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა
ჩაომ "კომოს" ბოლო მომენტში უარი უთხრა და პრემიერ ლიგის ვარიანტი აქვს
ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო - ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?
უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
"ინტერიდან" მიდის - ჰაქანი სამშობლოში ბრუნდება