ირაკლი აბუსერიძე: სვანიძის ადგილას აქამდე გადავდგებოდი

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის აწ უკვე გადამდგარი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე ტელეკომპანია "მთავართან" საუბრისას ადასტურებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებს, ხოლო პრეზიდენტობის კიდევ 2 პრეტენდენტი - ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე სვანიძის გადადგომას ეხმაურებიან.

"ამ ოთხი წლის პერიოდში ქართულმა რაგბიმ რა რეგრესიც განიცადა, მე ვთვლი, რომ მე რომ ვყოფილიყავი, მე მანამდე გადავდგამდი ამ ნაბიჯს. როცა ხარ სათავეში და ყველა შენი წინააღმდეგია, აქამდე უნდა გადადგა ნაბიჯი, რომ ქართული რაგბი, ეს თემი, არ უნდა გაყო და არ უნდა გახლიჩო. როცა ყველა გიპირისპირდება, ესე
იგი, რაღაც პრობლემაა", - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

"ეს გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, განმუხტავს დაძაბულობას, რაც იყო რაგბიში. ზოგადად, ძალიან არ მომწონს ეს ცუდი აჟიოტაჟი რაგბის გარშემო, არა მარტო არჩევნების გამო, იმიტომ, რომ არ ეკუთვნის ქართულ რაგბის ეს აჟიოტაჟი, იმიტომ, რომ ქართულ რაგბის და მორაგბეებს დიდი დამსახურება აქვთ ამ ქვეყნის წინაშე", - აღნიშნა ბაჩო ხურციძემ.

მომზადებულია mtavari.tv-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 16 /
ტიპს წყურია პრეზიდენტობა.არც რაგბისტად ვარგოდა,ვერც მაჟორიტარად ივარგა და ვერც პრეზიდენტად ივარგებს.ამისნაირები არასდროს არაფერში ვარგანან,მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და ვაზელინის მეტს არაფერს წარმოადგენენ.
Master
18:59 31-07-2020
5
აბუსერიძე იყო ყველაზე სუსტი 9 ნომერი რაც ჰყოლია საქრთველოს, ფეხი მაგას არ უვარგოდა და რაქიდან ბურთის გამოტანის დროს დიდი ფანტაზიით არ გამოირჩეოდა, ვერ ვიტან, როცა სპორტსმენები კარიერისტები ხდებიან...
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული