საქართველოს რაგბის კავშირის აწ უკვე გადამდგარი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე ტელეკომპანია "მთავართან" საუბრისას ადასტურებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებს, ხოლო პრეზიდენტობის კიდევ 2 პრეტენდენტი - ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე სვანიძის გადადგომას ეხმაურებიან.

"ამ ოთხი წლის პერიოდში ქართულმა რაგბიმ რა რეგრესიც განიცადა, მე ვთვლი, რომ მე რომ ვყოფილიყავი, მე მანამდე გადავდგამდი ამ ნაბიჯს. როცა ხარ სათავეში და ყველა შენი წინააღმდეგია, აქამდე უნდა გადადგა ნაბიჯი, რომ ქართული რაგბი, ეს თემი, არ უნდა გაყო და არ უნდა გახლიჩო. როცა ყველა გიპირისპირდება, ესე იგი, რაღაც პრობლემაა", - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

"ეს გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, განმუხტავს დაძაბულობას, რაც იყო რაგბიში. ზოგადად, ძალიან არ მომწონს ეს ცუდი აჟიოტაჟი რაგბის გარშემო, არა მარტო არჩევნების გამო, იმიტომ, რომ არ ეკუთვნის ქართულ რაგბის ეს აჟიოტაჟი, იმიტომ, რომ ქართულ რაგბის და მორაგბეებს დიდი დამსახურება აქვთ ამ ქვეყნის წინაშე", - აღნიშნა ბაჩო ხურციძემ.

მომზადებულია mtavari.tv-ის მიხედვით

100% კი არა, 1000%-იანი ხარ ძმაო!ჩემი სათქმელი დავწერე და მეტის დამატებას აზრიც აღარა აქვს.
სოსო
არა მგონია გადამდგარიყოს.ტიპმა კარიერა დაასრულა და პირდაპირ პარლამენტში დურთა თავი.ახლა პოლიტიკიდან პრეზიდენტად,ესე იგი წარმოების ხელმძღვანელად,თბილ ადგილზე მიიწევს.იქ რა გააკეთა ან კიდევ,აქ რას გააკეთებს,ამდენი ხანი ხომ უნდა ამოეთქვა?პრჯერ გადაადებინეს არჩევნები და ახლა სულაც წავიდა სვანიძე.დიდი ვერაფერი იყო,მაგრამ ხომ ჩანს,რომ აბუსერიძის დასმაზეა გათვლა?აწვებოდნენ.ხელში არაფერი ეჭირათ,მაგრამ მაინც აწვებოდნენ და აიძულეს წასვლა ისე,რომ კენჭი აღარ იყაროს.ყველამ ვიცით,რომ რაგბის შენახვასა და განვითარებაში ივანიშვილს,უზარმაზარი წვლილი მიუძღვის,ფაქტობრივად ის ინახავს ქართულ რაგბის.თუ ის ენდობა და დაინტერესებულია აბუსერიძის პრეზიდენტობით,ეგეც გასაგები იქნება,მაგრამ რაღაც პროგრამა,გეგმები ხომ უნდა ჰქონდეს?ან უჭერს კი ივანიშვილი მხარს,მის კანდიდატურას?ფაქტია,რომ კრიზისი ძალიან გამწვავდა,ახალი,ჭკვიანური გზებია საპოვნელი რაგბის განვითარებისათვის.ისიც ჩანს,რომ 6-მა ერმა,მაგარ ტომარაში ჩაგვსვა და გამოსვლის გზაც არ ჩანს.რაღაცაა მოსაფიქრებელი და ეს დიდი ძალისხმევის,მათ შორის ფინასური ძალისხმევის ფასადაც დაგვიჯდება,სხვანაირად დიდი უკუსვლისათვის ვართ განწირულნი.აქამდე რაგბის რაგბის სამყაროდან გამოსული და მასზე შეყვარებული ხალხი მართავდა.ფული არ იყო და ეს ხალხი,თავისი ფანატიზმით,ნაბიჯ-ნაბიჯ აძლიერებდა ქართულ რაგბს,შემდეგ გამოჩნდა ივანიშვილი,გამოჩნდა ფულიც და ბევრმა დაცქვიტა ყურები,ფულის სუნზე.უკვე სვანიძის მმართველობაშიც ჩნდებოდა ასეთი მინიშნებები.ახლა კი ისე გამოდის,რომ ფულთან ერთად პოლიტიკაც შედის რაგბიში და ეს უკვე აღარ მინდა.ამღვრევა ადვილია,ხოლო მისი დაწმენდა და გასუფთავება,ძალიან ძნელი.ირაკლი აბუსერიძეც რაგბის ოჯახის წევრია,მაგრამ მისი პარლამენტის გავლით რაგბის მმართველობაში მოსვლა,დიდ ნდობას არ აღმიძრავს.თუ მოხდა,რომ ის პრეზიდენტად აირჩიეს და არჩევნებში ოცნებამ წააგო,მაშინ შესაძლოა ახლა მის წინააღმდეგ დაიწყოს ინტრიგები და ბოლოს რაგბი არ გადავაყოლოთ ყველაფერ ამას.ვთვლი,რომ რაგბის ოჯახმა,ძმაკაცობით და მეგობრობით კი არა,რეალური შეფასებით უნდა განიხილონ პრეზიდენტობის კანდიდატები,მათი პროგრამები და მისი განხორციელების გზები(ღვთის მადლით,რაგბის, ბევრი ძალიან ჭკვიანი ადამიანი,სხვადასხვა დარგის სპეციალისტი თამაშობდა და საღად შეფასება,ნამდვილად შეუძლიათ) და ასე აირჩიონ ახალი პრეზიდენტი
ანდრია
როგორ არ გააკეთა ჩემო კარგო,ეს ბატონი ერთ-ერთია იმ დეპუტატებიდან,რომლებაც შესაშური გამბედაობა "გამოიჩინეს",ბიძინას აუჯანყდნენ და არჩევნების პროპორციული სისტემითჩატარების კანონპროექტი ჩააგდეს.
Musenbezi
ნიჟარაძე რომ დავაბრუნოთ ეგ აჯობებს ყველაფერს, აბუსერიძე ჩვეულებრივი ქოცების ზონდერია. მეტი სარგებლის მიღება მისგან შეუძლებელია.
ანდრი
ბოღმა ტიპი ჩანს. მგონი დაკოდეს რაგბიც...
Vasili
მე მაქ სკლეროზი თუ ? მეშლება რამე? / ეს კაცი არ იყო? რაც პრეზიდენტობა მოინდომა მის მერე რომ აიმღვრა სუტუაცია? ის პატიოსანი კაცი ამ აბუსერიძის გამო წავიდა ქართული რაგბიდან, და ამან რო მაშინ ძალიან შეირცხვინა თავი ყველას გვახსოვს! ეხლა დრო გავიდა და ისევ წამოყო თავი, მედროვე და კარიერისტი დილეტანტიზმი ქვია ამ საქციელს! სადაც არის დანიშნული იქ რამე გაააკეთა ღირსეული? მე არ გამიგია მსგავსი რამ.../ შეიძლება არ მაქ ზუსტი ინფორმაცია ამ ადამიანზე მარა, რაც გარედან ჩანს, ესეც კაი ხვითო ვიღაცაა.//. არც ისეთი მაგარი რაგბისტი იყო, რომ თავის თავზე ზეწარმოდგენა ქონდეს, ვუყურებთ ჩვენ რაგბს და ვიცით ვინ რა დონეზეა!
მმმ
თავის თავს უკეთებთ და არა საქართველოს, ნუ გვაყვედრით. ფულის გულისთვის იკლავთ თავს და არა საქართველოსთვის. შეგიწყვიტოს დაფინანსება ბიძინამ დავნახავთ რა პატრიოტებიც ხართ.

აბა ერთი მაგის მომხრეებს ჰკითხეთ როგორი გეგმა აქვთ რაგბის განვითარების , უბრალოდ ასაიდუმლოებენ.ამას რამე რომ ჰქონდეს, სვანიძის გადადგომაზე კი არა, მომავალზე ისაუბრებდა. ძალიან გულსატკენია, მაგრამ მარტო აბუ აბუს ძახილით და ბოქლომა რომ ცუდი პრეზიდენტია, საქმე არ გაკეთდება
ადამიანი
და აბუსერიძე სადაც არის,იქიდან რატომ არ გადადგა,რა გააკეთა?
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
რეგბის გრძელი ბურთი უნდა გჭედონ სადაც საჭიროა და მერე ვნახოთ, გადადგებოდი, თუ ჩამოჯდებოდი. რაც შენ მაყუთი ღუნე, რატომ არ გარბიხარ ქვეყნიდან? არ გეყო ხომ? ეგრე იყო სვანიძეც, ვერ გაძღა,,,..
emigranti
სპორტი და პოლიტიკა შორსაა ერთმანეთისაგანო და აბუსერიძე თუ უნდა ქოცბანდას მაინც დანიშნავენ ვინც არ უნდა იფაფხუროს...არადა ამის პრეზიდენტობა რაგბის მთლად დაასამარებს, ვინც იცნობს დამეთანხმება...რათქმაუნდა ძმაკაცების გარდა. ნუთუ ნორმალური კანდიდატი არ უნდა გამოჩნდეს.
ნუგზარა ვარ ჯირკვა-მუხა. მიცანი?
ტყის ღორი რომ ქვეშიდან ამოგხედავს, ისე არ იყურება ეს ჩომბე??? მე აქამდე გადავდგებოდიო, ჰმ, შენა ტოო? თამადობიდან არ გადადგები და სკამიდან ტოო? კარგად გიცნობ, ეგ პონტი არ არის...
ტ
აბუსერიძე იყო ყველაზე სუსტი 9 ნომერი რაც ჰყოლია საქრთველოს, ფეხი მაგას არ უვარგოდა და რაქიდან ბურთის გამოტანის დროს დიდი ფანტაზიით არ გამოირჩეოდა, ვერ ვიტან, როცა სპორტსმენები კარიერისტები ხდებიან...
კახაბერი
სვანაძემ რაც გააკეთა , იმას *ცარიელი სკამიც* გააკეტებდა , რაც გააფუჭა , სხვა ვერცერთი პრეზიდენტი ვერ გააფუჭებდა !
რაგბი
მორაგბე ქვია მაგას და მანდ არაუშავდა, ჩვენ დონეზე კარგიც იყო იმ დროს და კაპიტანიც იყო, მაგრამ დანარჩენში გეთანხმები სრულიად
Master
ტიპს წყურია პრეზიდენტობა.არც რაგბისტად ვარგოდა,ვერც მაჟორიტარად ივარგა და ვერც პრეზიდენტად ივარგებს.ამისნაირები არასდროს არაფერში ვარგანან,მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და ვაზელინის მეტს არაფერს წარმოადგენენ.
"შავი ლომი" | "ჩიტასი" მეორედ ვეღარ გავტეხეთ
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
ენდრიკი, რომელსაც "რეალში" არ ათამაშებენ, ფრანგულ გუნდში გადაბრგდება
რემსიმ მექსიკური კლუბი დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა
კანტე შესაძლოა, სათამაშოდ სამშობლოში დაბრუნდეს
ერიკ ტენ ჰაგი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ოკლაჰომას" გამთამაშებელს, ნიკოლა ტოპიჩს სიმსიმნე დაუდგინდა - "ოკლაჰომას" ექიმები საქმეში ჩაერთვნენ
10 მილიარდი დოლარი - "ლეიკერსი" გაიყიდა
ვახტანგ ლოლუას, ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისთვის 85 000 ლარი გადაეცემა
"გარშემო ყველას აკრიტიკებს და რასისტებს კიდევ ჩვენ გვიწოდებს?!" - "ატლეტიკოს" ლეგენდამ ვინისიუსი გააკრიტიკა
"ერთმა შეშლილმა კაცმა უდიდესი ჩემპიონი გაანადგურა" - ტოტო ვოლვი ისევ გაბრაზებულია
ბოლდვინის 2 ქულა და დინვიდის დებიუტი - "ბაიერნმა" "ვირტუსს" მარტივად სძლია
"დაგვავიწყდა მის ასაკში როგორები ვიყავით?" - დიეგო სიმეონემ ლამინ იამალი დაიცვა
[VIDEO] ბითაძის "ორლანდოს" 4-მატჩიანი წაგებათა სერია "შარლოტ ჰორნეთსთან" დასრულდა
დე ლაურენტისი: ტიფოზებს ფეხბურთის არაფერი გაეგებათ - ულტრასების უმეტესობა კანონდამრღვევია
სენსაცია მწიფდება - მოახერხებს "ბარსელონა" ოსიმენის შეძენას?
ოფიციალურად - სპალეტი "იუვენტუსის" მწვრთნელია
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
U17. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთანაც დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა
პსჟ-მ მძიმე დანაკლისი განიცადა
ჩაკვეტაძე ბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს