თბილისის თასი 2026-ის პირველ სათამაშო დღეს, სამივე სამხრეთ აფრიკულმა გუნდმა იმარჯვა. პირველი მატჩისგან განსხვავებით, მომდევნო ორ შეხვედრაში ევროპელებმა მეტოქეებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა დასკვნით წუთებში სამხრეთელებმა მაინც იმარჯვეს.

„ავჭალის“ სტადიონზე სადებიუტო ტურნირი ‘აირლინკ პუმასისა’ და ესპანური ‘იბერიანსის’ დაპირისპირებით გაიხსნა. თანაბარი საწყისი წუთების შემდეგ, სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონი ინიციატივას დაეუფლა და მეთოდურად გაზარდა საკუთარი უპირატესობა. ‘პუმასმა’ შესვენებამდე ექვსი ლელო გაიტანა, საიდანაც ხუთი გარდასახა, რაზეც ‘იბერიანსმა’ დებიუტში კონტრშეტევით, ტაიმის მიწურულს კი კარგად ჩათამაშებული შეტევით გატანილი ლელოებით უპასუხა - 40:14.

მეორე ტაიმში თამაშის ტემპი კიდევ უფრო დაეცა. ‘პუმასი’ დიმინირებას აგრძელებდა და კიდევ ოთხი ლელო გაიტანა, რაზეც ‘იბერიანსმა’ ერთით უპასუხა და საბოლოოდ აფრიკელებმა დამაჯერებელი ანგარიშით, 64:21 მოიგეს. ‘პუმასს’ გამარჯვების ოთხ ქულასთან ერთად, ოთხი და მეტი გატანილი ლელოსთვის ბონუს-ქულაც შეხვდა.

მეორე თამაში ‘ტოიოტა ჩიტასსა’ და პორტუგალიურ ‘ლუზიტანუშს’ შორის გაიმართა. ის წინა შეხვედრაზე დაძაბული და უკეთესი საყურებელი გამოდგა. ‘ლუზიტანუშმა’, რომელსაც ზურგქარიც ეხმარებოდა, შესვენებამდე სამი გარდასახული ლელო გაიტანა, რაზეც ქარი ქაფის მესამე ადგილოსანმა ასევე სამი გარდასახული ლელოთი უპასუხა - 21:21.

მეორე ტაიმში ‘ჩიტასის’ უპირატესობა გამოიკვეთა და ის ლელოთი დაწინაურდა, მაგრამ თავისი მეოთხე ლელო პორტუგალიელებმაც გაიტანეს და წონასწორობა აღადგინეს. ასე გაგრძელდა დასკვნით მეოთხედამდე, მერე კი სამხრეთ აფრიკულმა გუნდმა მოახერხა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება, ორი უპასუხო ლელოს გატანა და 38:26 გაიმარჯვა. შედეგად, ‘ჩიტასმა’ ბონუს-ქულით გაიმარჯვა, ‘ლუზიტანუში’ კი ოთხი გატანილი ლელოსთვის ნუგეშ-ქულას დასჯერდა.

სამხრეთ აფრიკის ჩემპიონმა ბოლოში გვაჯობა

დღის დასკვნით მატჩში ‘შავი ლომი’ სამხრეთ აფრიკის შიდა ჩემპიონატის, ქარი ქაფის ჩემპიონ ‘სუზუკი გრიქასს’ დაუპირისპირდა. დაახლოებით სამი თვის წინ, ამ გუნდებს შორის გამართული შეხვედრა ‘გრიქასის’ სრული უპირატესობით წარიმართა (56:21) და ჩვენს გუნდს რევანში სწყუროდა. ამჯერად თამაში უფრო დაძაბული გამოდგა და ‘შავ ლომს’ გამარჯვების შანსიც ჰქონდა, მაგრამ დასკვნით წუთებში დაშვებული შეცდომისა და გაშვებული ლელოს შემდეგ, მხოლოდ ნუგეშ-ქულას დასჯერდა - 15:21.

პირველ ტაიმში სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ. ‘შავი ლომი’ ხშირად ჯარიმდებოდა, რის გამოც ზურგქარით ფრთაშესხმული ‘გრიქასი’ ბურთსაც აკონტროლებდა და ჩვენს ნახევარზე დიდ დროსაც ატარებდა. მასპინძლები ახერხებდნენ დაცვაში კარგ თამაშს და წითელ ზოლში მასიურ შემტევებს შეცდომებს აშვებინებდნენ, თუმცა მუდმივად დაცვაში თამაშს დიდი ენერგია მიქონდა. სასიამოვნოა, რომ თამაშის განმავლობაში ‘შავი ლომი’ შერკინებაში დომინირებდა და სამხრეთ აფრიკის ჩემპიონი რამდენჯერმე დააჯარიმა.

მუდმივი შეტევების ფონზე სტუმრები 35-ე წუთზე გარდასახული ლელოთი დაწინაურდნენ. თამაში რომ განახლდა ‘შავმა ლომმა’ მოახერხა ბურთზე კონტროლის დამყარება და 22-ის მისადგომებთან ფაზები აკინძა, ხანგრძლივი შეტევის შემდეგ დათო იმნაძემ მცირე სივრცე შენიშნა, თამამად შეუტია და ხაზი გაჭრა, მას კარგად მიყვა თორნიკე კახოიძე, რომელიც გადმოგდებულ ბურთს დაეუფლა, ერთი მოძრაობით ორი მცველი ერთბაშად ჩამოიშორა და საპასუხო ლელო გაიტანა. ლუკა ცირეკიძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა - 7:7.

მეორე ტაიმი მასპინძლებმა უკეთ დაიწყეს და 50-ე წუთზე ‘გრიქასი’ სინბინით დაისაჯა, ‘შავმა ლომმა’ კი რიცხობრივი უპირატესობით ერთ წუთში ისარგებლა. 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ მოლს წინსვლა არ ჰქონდა, ბურთი ხაზში გავიდა, სადაც შესანიშნავად ითამაშა ცირეკიძემ, ორი მცველი მიიზიდა და დროული გადაცემით აკაკი ტაბუცაძე ერთი-ერთზე დატოვა. აკას, რომელსაც სივრცეც საკმარისი ჰქონდა, მცველს გაექცა და ალამთან ლელო ჩვეულ სტილში დაამიწა.

გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა 57-ე წუთზე, შერკინებაში მოპოვებული მორიგი ჯარიმის შემდეგ, ცირეკიძემ 40 მეტრიდან მონაგარს 3 ქულა შემატა და ჩვენი გუნდის უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა. ‘გრიქასმა’ გააფთრებით შემოგვიტია, ბევრი ჯარიმის ფონზე, 61-ე წუთზე 5-მეტრიანთან ჯარიმა გაითამაშა და გარდასახული ლელოთი სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა.

74-ე წუთამდე ტაბლოზე ჩვენთვის სასურველი ანგარიში რჩებოდა და თამაშიც მეტოქის ნახევარზე მიმდინარეობდა. ‘გრიქასი’ თავისი 22-იდანაც კი ხელდახელ ცდილობდა შეტევას და მიზანს 74-ე წუთზე უწია. ბურთის ხანგრძლივი კონტროლის შემდეგ, კონორ მაჰონიმ ხაზი გაჭრა და ლელომდე დაახლოებით 60 მეტრი ირბინა. გარდასახვაც ზუსტი იყო და თამაშის შემოსაბრუნებლად ‘შავ ლომს’ გარდასახული ლელო ჭირდებოდა, მაგრამ ‘გრიქასმა’ თავი დაიცვა და 21:15 გამარჯვებით გაიხარა.

29 სექტემბერს ‘პუმასთან’

თბილისის თასის მეორე რაუნდის შეხვედრები 29 სექტემბერს გაიმართება და ‘შავი ლომი’, რომლისთვისაც ეს ტურნირი ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებელი დასკვნითი ეტაპია, ‘აირლინკ პუმასს’ შეხვდება. თამაში “ავჭალაზე” 17 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, სამი თვის წინ, ტოიოტა ჩელენჯზე ჩვენმა გუნდმა ეს მეტოქე 46:36 დაამარცხა.

მანამდე, 14 საათზე, ‘ტოიოტა ჩიტასი’ ‘იბერიანსს’ შეხვდება, დღის ბოლოს კი, 20 საათზე, ‘სუზუკი გრიქასი’ ‘ლუზიტანუშს’ ეთამაშება.

ტოიოტა ჩელენჯი. თბილისის თასი 2026

24 სექტემბერი. I რაუნდი

თბილისი. „ავჭალა“. 20:00 საათი

შავი ლომი (საქართველო) - სუზუკი გრიქასი (სამხრეთ აფრიკა) 15:21 (7:7)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ლუკა ტაბატაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. ოთარ მეტრეველი, 10. დავით იმნაძე, 9. გიორგი სპანდერაშვილი;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 4. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 5. მაიკლ ქარი, 6. ლუკა ნარსია, 7. ლაშა ციხისთავი (კაპ.), 8. ლეავასა პოტუ.

მარქაფა: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე, 17. გიორგი მამაიაშვილი, 18. გიორგი ქიმუცაძე, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. დემურ ეფრემიძე, 21. ოთარ გიორგაძე; 22. თემურ ძოძუაშვილი, 23. დემეტრე დევდარიანი.

24 სექტემბერი

პუმასი (სამხრეთ აფრიკა) - იბერიანსი (ესპანეთი) 64:21

ჩიტასი (სამხრეთ აფრიკა) - ლუზიტანუში (პორტუგალია) 38:26

შავი ლომი (საქართველო) - გრიქასი (სამხრეთ აფრიკა) 15:21

29 სექტემბერი

ჩიტასი - იბერიანსი (14:00)

შავი ლომი - პუმასი (17:00)

გრიქასი - ლუზიტანუში (20:00)

4 ოქტომბერი

პუმასი - ლუზიტანუში (14:00)

გრიქასი - იბერიანსი (17:00)

შავი ლომი - ჩიტასი (20:00)

1. პუმასი (სამხრეთ აფრიკა) - 5 (+43)

2. ჩიტასი (სამხრეთ აფრიკა) - 5 (+12)

3. გრიქასი (სამხრეთ აფრიკა) - 5 (+6)

4. შავი ლომი (საქართველო) - 1 (-6)

5. ლუზიტანუში (პორტუგალია) - 1 (-12)

6. იბერიანსი (ესპანეთი) - 0 (-43)

Rugby.ge

აქამდე რაგბი ტვს,მაი ვიდეო ჯეზე ვუყურებდი ხოლმე.საქართველოს ნაკრების და შავი ლომის არც ერთი თამაში არ გამომიტოვებია,ბოლო ორის გამოკლებით.აღმოჩნდა,რომ მაი ვიდეო ჯე,სილქ ვიდეო ჯე გახდა,გაცისფერდა და გადაცემის მოცემაზე,ფულის გადახდას ითხოვენ.ჩემი თბილი „მოკითხვა“მათ,ასე განაგრძეთ სპორტის პოპულარიზაცია!ქართულ რაგბს ისედაც დააკლდა მაყურებელი და თქვენი თავდადებული მუშაობა,ამ მიმართულებით,„ღირსეულად“დაფასდება.
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
[VIDEO] გოგლიჩიძემ სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა
გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
"სენტ-ეტიენმა" "როდეზს" დავითაშვილის გარეშე მოუგო
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
[VIDEO] საზონოვმა "კამპ ნოუზე" ითამაშა - "ბარსელონამ" "ხეტაფეს" ადვილად მოუგო
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 იბერია 1999. სხვა შედეგიც არ იყო გამორიცხული...
[VIDEO] ბუნტი მადრიდში - წიტაიშვილის "რაიო ვალეკანოს" მატჩი "ატლეტიკთან" ჩაიშალა
[VIDEO] ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი დღე მსოფლიო ჩემპიონატზე
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
"შავი ლომი" | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონთან
"შავმა ლომმა" სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონს სძლია
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
"შავი ლომი" | ორ დღეში "თბილისის თასი 2026" იწყება
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - როტაციით სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონთან