ახალ წელს ქართული რაგბი ახალი ან ძველი პრეზიდენტით შეხვდება

AutoSharing Option
რაგბის კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით, ყრილობა 30 დეკემბერს ჩატარდება.

"საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა საერთო კრება (ყრილობა) 30 დეკემბერს, თბილისში, "ლოკომოტივის" სარაგბო ბაზაზე გაიმართება.

ყრილობა, რომელიც კოვიდ-პანდემიის გამო თითქმის ერთი წლით გადაიდო, 13:00 საათზე დაიწყება.

დღის წესრიგის თანახმად, ყრილობაზე მოისმენენ რაგბის კავშირის გამგეობისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის შემაჯამებელ ანგარიშს; მოხდება საერთო კრებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენა და შეკრებილები მოისმენენ მათ გამოსვლას, რის შემდეგაც დაიწყება კენჭისყრის პროცედურა.

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატები არიან ლაშა (ბაჩო) ხურციძე და ირაკლი
აბუსერიძე და გოჩა სვანიძე", - იტყობინება რაგბის კავშირი თავისი საიტით.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ასე ვინ დაგვწყევლა???...ამ წარუმატებელ სვანიძეს კიდევ უნდა პრეზიდენტობა?!... აბუ შე დალოცვილო რის საფუძველზე გაქვს პრეზიდონტობის ამბიცია? როგორ წარმოგიდგენია საუბარი მსოფლიო რაგბის და 6 ერის შეფობასთან?! სვანიძემ აგინა მსოფლიო რაგბის ხალს, აბუს გამართული საუბარი მე არ მომისმენია... სირცხვილის გრძნობა საერთოდ დაკარგეთ?! ამ ორის ფონზე ხურციძე პროფესორია და უალტერნატივო ჩანს, მაგრამ...! იმედია ისევ არ დაერევით ერთმანეთს!!!
პაატა
00:59 17-12-2020
0
დააყარეტ ერტმანეტ ტრადიციას არ უგალატოტ.
ბაჯო
11:39 17-12-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული