ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის მოწვევით, 2021 წლის 24 თებერვალს, 13:00 საათზე, ავჭალის რაგბის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში, მისამართზე: თბილისი, სარაჯიშვილის გამზ. 27, გაიმართება საქართველოს რაგბის კავშირის 2021 წლის მორიგი საერთო კრება (ყრილობა) შემდეგი დღის წესრიგით:
სრკ-ის გამგეობის ანგარიში;
სრკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატთა საერთო კრებისათვის წარდგენა, კანდიდატთა გამოსვლები;
სრკ-ის პრეზიდენტის არჩევა;
სრკ-ის არჩეული პრეზიდენტის მიერ სრკ-ის გამგეობის წევრთა კანდიდატურების წარდგენა;
სრკ-ის გამგეობის არჩევა;
სრკ-ის პრეზიდენტის მიერ სრკ-ის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის
სრკ-ის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცება;
სხვა საკითხები.
თანდართული დოკუმენტები საერთო კრების შესახებ:
2021 წლის 31 იანვრის გამგეობის სხდომის ოქმი;
გამგეობის განმარტება რაგბის კავშირის 2021 წლის მორიგი საერთო კრების ყრილობის მოწვევის შესახებ;
2021 წლის ნამდვილ წევრთა სია;
საერთო კრების რეგლამენტი;
არჩევნებში კენჭისყრისას ხმის მიცემის პროცედურა;
პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის პროცედურა;
თანხმობა სრკ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევის შესახებ.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით