აბუსერიძის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის არჩეული პრეზიდენტის, ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებმა საჯარო რეესტრის სააგენტოსთან აქცია მოაწყვეს.

მოგეხსენებათ, რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, თუმცა საჯარო რეესტრში აცხადებენ, რომ არის გარკვეული უზუსტობები, რომელთა მოწესრიგების გარეშე ახალ პრეზიდენტს ვერ დაარეგისტრირებენ.

"არჩევნებზე ქვორუმი შედგა, საჯარო რეესტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ირაკლი აბუსერიძემ არჩევნები მოიგო, თუმცა საჯარო რეესტრში არ ამტკიცებენ, თითქოს ვადებში გადახრა იყო. დოკუმენტაცია შეგროვებულია და ველით გონივრულ პასუხს. თუ ასეთ პასუხს ვერ მივიღებთ, ჩვენი აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს", - აცხადებს ვეტერანი მორაგბე ვიქტორ დიდებულიძე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
აბუსერიძე არ იყო გოჩა სვანიძეს რომ ცოდნას უწუნებდა და რაგბის ფულები გაფლანგაო ლანძღავდა? ახლა ერთად რო არიან ანუ ახლა კარგი კაცი გახდა სვანიძე? გარიგდნენ ალბათ რამე გავლენებზე ან ფინანსებზე და აჭიკჭიკდნენ ერთნაირად. აბუსერიძესაც ფულის კეთება უნდა თორე რაგბისთვის კარგი თუ უნდა პრეზიდენტობის გარეშეც მოახერხებს კარგი საქმეების კეთებას. ის ირკვევა ახლა ვინ მოიპოვებს ფინანსებზე გავლენას თორე რაგბი ამათ სულ ფეხებზე ჰკიდიათ
2
ერთი ცხადია, რომ რაც ხდება არც ჩვენ რაგბს და არც ზოგადად სპორტს არ წაადგება.
გორდა
17:22 04-02-2021
3

სიახლეები პოპულარული