ირაკლი აბუსერიძე: მშენებელმა ტყემალაძემ ისიც არ იცის, ლელო რამდენი ქულაა

AutoSharing Option
რაგბის კავშირის განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებს "ფეისბუქის" გვერდით ირაკლი აბუსერიძე გამოეხმაურა, რომელმაც 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. მან ახალი კანდიდატი იოსებ ტყემალაძე გააკრიტიკა:

"ხვალ, 2021 წლის 24 თებერვალს, ქართული რაგბისთვის არაკეთილის მოსურნე ხალხი, ყველა ჩვენი წარმატების, ყოველი დადებული ლელოს, გულშემატკივრის სიხარულის, მუხლჩაუხრელი შრომის, ვარჯიშის, ბრძოლის წყალში ჩაყრას შეეცდება!

ერთ, რაგბთან არაფერ შუაში კაცს - მშენებელ იოსებ ტყემალაძეს, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის უკანონოდ გაფორმება სურს (ალბათ ისიც კი არ იცის, ლელო რამდენი ქულაა).

მივმართავ ყველა იმ სარაგბო
კლუბს, ვინც მშენებელი იოსებ ტყემალაძე კანდიდატად წარადგინა. მივმართავ ამ კლუბების ადმინისტრაციას და მორაგბეებს: მე და ჩემი გუნდი გაგებით ვეკიდებით თქვენს გადაწყვეტილებას, რადგან კარგად ვიცით როგორი ზეწოლის და მუქარის პირობებში გიწევთ ამ ნაბიჯის გადადგმა, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: ყველასთვის საბედნიეროდ, მშენებელი იოსებ ტყემალაძე, ხვალ რაგბის კავშირის პრეზიდენტი ვერ გახდება!

მშენებელი იოსებ ტყემალაძე ვერ და არ დააკომპლექტებს საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს! ვერ და არ გადაწყვიტავს საქართველოში საკლუბო რაგბის განვითარების ბედს, ახალგაზრდებში რაგბის პოპულარიზაციის ბედს, ქართველ მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხს, რადგან მშენებელი იოსებ ტყემალაძის წინააღმდეგ დგას ქართული რაგბი! მე, ბორჯღალოსანი კაპიტანი, საქართველოს რაგბის კავშირის ლეგიტიმური პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე, ჩემი გუნდი და საქართველოს 18 სარაგბო კლუბის წარმომადგენელი! ჩვენ არ ვაპირებთ ხვალინდელ უკანონობაში მონაწილეობის მიღებას. ხვალ, არჩევნების ჩასატარებლად საჭირო ქვორუმი ვერ შედგება!

თხოვნით მოგმართავთ ჟურნალისტებს, სათითაოდ გამოკითხეთ ყველა სარაგბო კლუბის წარმომადგენელი ვინც ხვალ, რაგბის კავშირში, მშენებელი იოსებ ტყემალაძის მხარდასაჭერად მივა. გამოკითხეთ და აჩვენეთ ქართული რაგბის გულშემატკივრებს ვიღაც, ასევე რაგბთან არაფერ შუაში ხალხი, რომლებმაც კლუბებს ძალით გააფორმებინეს მინდობილობები და მათ მაგივრად აპირებენ ხმის მიცემას. ზოგს საერთოდ ნანახიც არ აქვს რაგბი, არ იცის რამდენი კაცი თამაშობს.

მივმართავთ მშენებელ იოსებ ტყემალაძეს: იოსებ, ხვალ შენ ქართულ რაგბს ხელში ვერ ჩაიგდებ! ეხლა დაჯექი და იფიქრე რამდენი ბოდიშის მოხდა მოგიწევს და რა ზომა-წონის ხალხი გადაგვიმტერე. იფიქრე! შენი პროფესიის კაცი, ორ აგურს სადმე იშოვნის!

და ბოლოს, მინდა ვკითხო ბაჩო ხურციძეს: ამ მშენებელი კაცის მოსაყვანად იბრძოდი ბაჩო?! ბოლომდე სამშენებლო კომპანიად გინდოდა რაგბის კავშირის გადაკეთება?!"

მკითხველის კომენტარები / 23 /
იცი რა ვერ გავიგე? შენც ხო ბიძინას პარტიიდან ხარ და ისიც, როგორ ვერ დალაგდით ბიძინასთან? ერთი დაგნიშნონ პრეზიდენტად მეორე მოადგილედ, შენ საქმე აკეთე ის ხარჯვას გაგიკონტროლებს, რომ ხელი არ წაუცდეს ვინმე შენიანს როგორც ხდება ხოლმე. თორე ხო ხედავთ ჩიხში ვართ.
gia
24 თებერვალი 2021 01:35
1
არა მგონია აბუ შენი მუქარით ვინმე შეაშინო, ხან შერიგებუსკენ მოუწოდებ მეორე მხარეს მდგომ სხვათაშორის შენზე არანაკლებ რაგბისტებს, ხან კიდევ შეურაცხყოფას აყენებ, ვითომ თქვენი აზრი ეს არ არის და გაშინებენო, ადმინისტრაციულ რესურსს იყენებენო, კარგად იცი რომ არაა ადვილი რაგბისტების შეშინება. უკაცრავად მაგრამ ცოტა ბოღმა და გაბრაზებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, შეიძლება სხვა კანდიდატებიც არ უქნია ღმერთს მაგრამ თქვენი პრეზიდენტობა ნამდვილად არ შეიძლება. ჯერ მოსულიც არ ხართ და ერთი კაცი გვყავს ევროპის რაგბის უმაღლეს წარმომადგენლობით ქართველი და იმის ლანძღვით იწყებთ, რაც იმან გააკეთა მეათედი გააკეთეთ და მერე ილაპარაკეთ
კოტე
24 თებერვალი 2021 10:03
1
უფალს ვევედრები, გონზე მოიყვანე რაგბის თემი, დალაგდნენ, ერთმანეთს მოუსმინონ, და რაც მთავარია, კანონს დაემორჩილონ! თუ დეკემბერში ქვორუმი არ იყო, რა საკვირველია კანონი დაირღვა, თქვე დალოცვილებო, რაღას აგრძელებდით მაშინ ყრილობას (თუ კრებას)? თუ მაგას ვერ ხვდებოდი, მაშინ მართლა არ შეიძლება შენი პრეზიდენტობა, ირაკლი. მერე რა უბედურებაა, რატომ არავის არ გინდათ დაემორჩილოთ კანონს და რაღაც უაზრო ბრექობით უარს ამბობთ არჩევნებში მონაწილეობაზე? წყნარად მიგეღო რეესტრის დასკვნა, შეგეტანა ეხლა განაცხადი და მოიგებდი წყნარად. მე ასე მგონია. მაგრამ, ეტყობა, ბევრი რამე არ ვიცით უბრალო გულშემატკივრებმა.
alexandre, რაგბის გულშემატკივარი 1970-იან წლებიდან
24 თებერვალი 2021 10:16
2
რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში რაგბიში თანხები დაიხარჯა, ქართულ სპორტში ყველა სახეობაზე რომ გადანაწილებულიყო, ახლა ბევრად წარმატებული სპორტსმენები გვეყოლებოდა სხვა სახეობებში. არ არის რაგბი "ჩვენი თამაში". უახლოესი 50 წელი მაინც ვერ მოვუგებთ იმ ნაკრებებს, რომლებიც რეიტინგში გვისწრებენ. ჰოდა, რუსეთთან მოგების ტრაბახსაც ყავლი გაუვიდა. კალათბურთი, წყალბურთი, ხელბურთი, მძლეოსნობა, ძალოსნობა დააფინანსეთ მაგ ფულით, შედეგიც იქნება, სპორტსმენებიც და გულშემატკივარიც მადლობელი და კმაყოფილი
ზურა
24 თებერვალი 2021 12:55
17
გელა ნუგზარაშვილი აირჩიეთ. კარგი მენეჯერია და ჩაის სმაც ეხერხება (ღვინოს შეეშვა, ნაღვლის ბუშტმა შეაწუხა და..)
24 თებერვალი 2021 11:58
3
ოფიციალური საგიჟეთია.
გიორგი
24 თებერვალი 2021 02:17
0
ვინც გარკვეულია დაწერეთ რა ხდება რაგბის არჩევნებზე, ან ეს აბუსერიძე ვინაა ეკუთვნის პრეზიდენტობა თუ არა, ან ის მშენებელი ვინაა, პოლიტიკა აფათურებს აქაც ხელს თუ არა. ვინც გარკვეული ხართ გთხოვთ დაწეროთ.
რუსთავი
24 თებერვალი 2021 01:11
0
აბუსერიძეს ეგონა რომ ბიძინა მას ანდობდა რაგბისთვის გამოყოფილ ფულს, მაგრამ ასე არ მოხდა. არადა, არც პირდაპირ უთხრეს ეს ამბავი. თვითონ კი ვერ მიხვდა. ჰოდა არის დიად გაურკვევლობაში.
გიორგი
24 თებერვალი 2021 11:35
1
aqamde xurcize mesmpatiureboda, magram shevcdi. es martla "am vidit ramdrns bedavs" ? tqven kide ras mblokavt sul? rusi geshiniat?
Gagi
23 თებერვალი 2021 23:07
0
ირაკლი, რატომ გაწუხებს ამბიციები? პირდაპირ რომ არაფერს გეუბნებიან და ხათრით გიდგანან გვერდში, ვერ ხვდები? კითხულობ კომენტარებს? რაც პატივი მიიღე არ გეყო? იქნებ გეფიქრა იმაზე, რომ შეირგო და ღვარძლი აფრქვიო.
ქართველი
13 მარტი 2021 00:10
0

სიახლეები პოპულარული