ირაკლი აბუსერიძე: გამოდით - მშენებლის დაცვა ქართულ რაგბს განაჩენს გამოუტანს!

AutoSharing Option
8 მარტს რაგბის კავშირის პრეზიდენტის განმეორებითი არჩევნებია. პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ მხარდამჭერებს შეკრებისკენ მოუწოდა.

"ოთხშაბათს, ტყემალაძის დაცვა, 3 სარაგბო კლუბის მაგივრად მისცემს ხმას არჩევნებზე! სულში გვაფურთხებენ!

მშენებლის დაცვა, 3 სარაგბო კლუბის ნაცვლად დასვამს ხელმოწერას და ქართულ რაგბს განაჩენს გამოუტანს!

თუ გიყვართ რაგბი, გტკივათ რაგბი, ერთხელ მაინც დაგიკრავთ ტაში "ბორჯღალოსნებისთვის", თავად ხართ მორაგბე, გულშემატკივარი თუ უბრალოდ მოქალაქე, ვისაც ქართული სარაგბო წარმატებით ერთხელ მაინც უამაყია - გამოდით! გამოდით და გვერდზე დაგვიდექით, სანამ რაგბის მომავლის კარი საბოლოოდ ამოგვიშენეს!

ეს არ არის მოწოდება, ეს
არის ჩემი, მორაგბე ირაკლი აბუსერიძეს და ჩემი თანამებრძოლი მორაგბეების თხოვნა. ჩვენ მთელი ცხოვრება შევწირეთ ქართულ რაგბს და ქართველ გულშემატკივარს და ახლა, ამ გადამწყვეტ შერკინებაში, გადამწყვეტი გამარჯვებისთვის, ყველაზე მეტად თქვენი ძალა გვჭირდება!

ვისაც მოგწვდათ ჩვენი ხმა, ოთხშაბათს, 10 მარტს, 12 საათზე, დიდუბის გამოფენასთან შეგხვდებით.
წარმატების ერთადერთი გზა თავისუფლებაა და თავისუფლება რაგბის ხვედრია!", - წერს აბუსერიძე "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 31 /
რას აგიჩემებიათ უცხოელი მწვრთნელი, უცხოელი მწვრთნელი....მწვრთელობა ნიჭია,რომელსაც ეროვნება არ განაპირობებს!!...
მაისაშვილი არ არის უნიჭო მწვრთნელი!!...უცხოელებს ჩვენგან მხოლოდ ფული უნდათ...რაგბის კავშირში კი ერევიან უცხო ძალები, რაც სიკეთეს არ მოუტანს ჩვენი რაგბის განვითარებას!!...
გაიოზი
08 მარტი 2021 17:11
13
ლევან მაისაშვილი,მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელია,თან უკვე საკმაოდ დიდი ხანია.მოვალეობის შემსრულებელს და უკვე თანამდებობაზე დანიშნულს შორის,ძალიან დიდი სხვაობაა,რადგან მოვალეობის შემსრულებელი,ვერ დასახავს შორს მიმავალ გეგმებს.თან მას,მოთამაშეებზეც,გაცილებით ნაკლები გავლენა აქვს.ლევან მაისაშვილი მოვალეობის შემსრულებელი და მაისაშვილი,ოფიციალურად დანიშნული მწვრთნელი,ორი,სრულიად განსხვავებული რამე იქნებოდა.სწორედ ამიტომ,თუნდაც მაისაშვილის და თუნდაც ნაკრების წარუმატებლობის მთავარი მიზეზი,პირველ რიგში,ფულის და თანამდებობის გულისათვის დანასისხლად გადამტერებული,რაგბის ვაიმოღვაწეები არიან.თავის დროზე,ივანიშვილმა,რაგბის ფედერაციის მსგავსად,ფეხბურთის ფედერაციასაც შესთავაზა ფინანსური მხარდაჭერა,მაგრამ ერთი პირობით,ფედერაციაში უნდა ყოფილიყო ფონდ "ქართუს "წარმომადგენელი,რომელიც გააკონტროლებდა მიცემული ფულის ღიად განკარგვას.ამაზე ფეხბურთის ფედერაციამ,ცივი უარი განაცხადა.ჩვენ თუ ფული სადაც გვინდა,ჩვენს ნებაზე ვერ მოვიხმარეთ,სულ არ გვქონდეს,გვირჩევნიაო.აი რაგბის ფედერაციამ კი მიიღო დახმარება და დიდ წარმატებასაც მიაღწია.გავიდა დრო,ქართუმ ააშენა ინფრასტრუქტურა,ფეხზე დააყენა რაგბი და ზოგიერთებმა ისევ მოინდომეს თბილი ადგილი.თქვენ რაც ააშენეთ,ახლა იმას ჩვენ მოვუვლით და ჩამოგვშორდითო.კარგი და რომ ჩამოშორდება,მერე შეეძლებათ ფინანსების შოვნა თუ საქმის წინ წაწევა?ირაკლი აბუსერიძე,მართლაც კარგი კაპიტანი იყო,მაგრამ კარიერა დაამთავრა და პირდაპირ ფედერაციის პრეზიდენტობა მოინდომა,რომ არ გამოუვიდა,პარლამენტში იყარა კენჭი.ასე პირდაპირ,აქტიური სპორტიდან მაღალი დონის მმართველობაში მოსვლა თუ პარლამენტში დაჯდომა,რა ცოდნის თუ გამოცდილების ხარჯზე სურდა?ხომ ვუსმენთ მის საუბარს,ნამდვილად ვერ ჩანს დიდი ინტელექტუალი თუ დალაგებულად მოლაპარაკე.ის ვერც უცხოეთთან შესძლებს ფედერაციის პოლიტიკის წარმოებას და ვერც შიგნით დაალაგებს ურთიერთობებს,ოპონენტებთან.ასე ხელაღებით ლაპარაკი,მე უკვე ამირჩიეს და არავის მოვუშვებთო,კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას და უმართავს ხდის მას.ჩვენ კი მაისაშვილს ვაგინებთ.ნაკრებს,მთელი წელია პატრონი არა ჰყავს და რას მოვითხოვთ მათგან?პრეზიდენტობის კანდიდატებმა,უკვე მთლიანად ააფეთქეს ქართული რაგბი და არაფერზე ეტყობათ,რომ ამას ხვდებიან.ყველა ეს კანდიდატი სამუდამოდ უნდა ჩამოშორდნენ,ფედერაციის მართვის შესაძლებლობას,რადგან უკვე დაამტკიცეს,რომ საამისოდ,არ ვარგანან.ვინმე ნეიტრალურია საჭიროო,რომელიც შესაძლოა არც იყოს,ძალიან კარგი მმართველი,მაგრამ შესძლებს ყველა მხარესთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებას და ხანძრის ჩაქრობას.ეს,პირველი რიგის აუცილებლობაა.მერე კი,როცა ვნებები ცოტა ჩაცხრება,შესაძლებელი გახდება ნორმალური არჩევნების ჩატარება და მისაღები მმართველის არჩევაც.სხვა შესაძლებლობა,უკვე აღარ არსებობს.იმასაც ვიტყვი,რომ ამათ შემხედვარეს,არა მგონია თუნდაც ეს გააკეთონ და ვერც მიხვდებიან,სანამ ხალხისაგან,პირში საგინებლები არ გახდებიან.ისე,აღარც ამისაგან არიან შორს.ჯერ მაინც სუსტი თამაშისათვის წყენა,რაგბისტებისა და ლევან მაისაშვილისაკენ არის მიმართული,მაგრამ მალე, აშკარად გამოჩნდება,რომ საწყისი მიზეზი,ამათი ამბიციებია და მაშინ გაიგებენ,რას ფიქრობს ხალხი,ამათ გუდაფშუტა სიამაყესა და ვაჟკაცობაზე.ბევრი შესაძლოა გააღიზიანოს ჩემმა სიტყვებმა და ტონმა,მაგრამ მდგომარეობა საგანგაშოა და კიდევ უარესობის პერსპექტივა ,აშკარად ისახება.თუ ვიღაცამ ცოტა არ შემოვუძახეთ და გონზე მოვიყვანეთ,მთლიანად გავანადგურებთ,მათგანვე ამდენი წლის განმავლობაში ნაშრომ-ნაღვაწს და სწორედ ეს არ მინდა რომ მოხდეს,ყველაზე მეტად
სოსო
08 მარტი 2021 21:11
1
სიტყვა საუცხოო ტყუილად არ გვაქვს, ჩვენსას არ ვენდობით და უცძო დიდიხანია ჩვენზე მეტად გაჩითულია
ლუკა
08 მარტი 2021 20:51
1
Აქ მტყუან მართალის გარჩევა შეუძლებელია, ერთადერთი გზა არჩევნებია, კანონიერი სახე მაინც ექნება ყველაფერს!
Iraklj
08 მარტი 2021 10:27
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული