ირაკლი აბუსერიძე: გამოდით - მშენებლის დაცვა ქართულ რაგბს განაჩენს გამოუტანს!

AutoSharing Option
8 მარტს რაგბის კავშირის პრეზიდენტის განმეორებითი არჩევნებია. პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ მხარდამჭერებს შეკრებისკენ მოუწოდა.

"ოთხშაბათს, ტყემალაძის დაცვა, 3 სარაგბო კლუბის მაგივრად მისცემს ხმას არჩევნებზე! სულში გვაფურთხებენ!

მშენებლის დაცვა, 3 სარაგბო კლუბის ნაცვლად დასვამს ხელმოწერას და ქართულ რაგბს განაჩენს გამოუტანს!

თუ გიყვართ რაგბი, გტკივათ რაგბი, ერთხელ მაინც დაგიკრავთ ტაში "ბორჯღალოსნებისთვის", თავად ხართ მორაგბე, გულშემატკივარი თუ უბრალოდ მოქალაქე, ვისაც ქართული სარაგბო წარმატებით ერთხელ მაინც უამაყია - გამოდით! გამოდით და გვერდზე დაგვიდექით, სანამ რაგბის მომავლის კარი საბოლოოდ ამოგვიშენეს!

ეს არ არის მოწოდება, ეს
არის ჩემი, მორაგბე ირაკლი აბუსერიძეს და ჩემი თანამებრძოლი მორაგბეების თხოვნა. ჩვენ მთელი ცხოვრება შევწირეთ ქართულ რაგბს და ქართველ გულშემატკივარს და ახლა, ამ გადამწყვეტ შერკინებაში, გადამწყვეტი გამარჯვებისთვის, ყველაზე მეტად თქვენი ძალა გვჭირდება!

ვისაც მოგწვდათ ჩვენი ხმა, ოთხშაბათს, 10 მარტს, 12 საათზე, დიდუბის გამოფენასთან შეგხვდებით.
წარმატების ერთადერთი გზა თავისუფლებაა და თავისუფლება რაგბის ხვედრია!", - წერს აბუსერიძე "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თუ გიყვარვართ, ითანამშრომლეთ. მარტო საარჩევნოდ რომ არ გამოჩენილიყავი და შეურაცხყოფის გარეშე გესაუბრა საქმეზე იქნებ მართლაც ბევრი ქომაგი დაგდგომოდა გვერდში.

მშენებელობა თუ ტეხავდა ასე რას ვიფიქრებდი.
ლუკა
21:20 07-03-2021
8
იქნებ მაგ მშენებელმა მაინც უშველოს რაგბს თირემ ესენი ერთმანეთის დაჭმაზე და ფულის ჭამაზე არიან გადასულები და კიდევ აბუსერიძეს რამის გაკეთება რომ სდომებოდა პარლამენტდანაც გააკეთებდა საქმეს და უბრალო პულტი არ იქნებოდა
Givi
22:42 07-03-2021
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული