საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად ქართული რაგბის თემი მწუხარებას გამოთქვამს ყოფილი მორაგბის, გიორგი ლომთაძის გარდაცვალების გამო.

27 წლის მორაგბე ქუთაისის "აიასა" და თბილისის "ლელო-სარასენსის" ღირსებას იცავდა და ამ უკანასკნელთან ერთად, რამდენჯერმე გახდა საქართველოს ჩემპიონი. ის იყო ყველა ასაკობრივი და "მზარდი საქართველოს" (საქართველო XV) წევრი.

საქართველოს რაგბის კავშირი და ქართული რაგბის თემი თანაუგრძნობს მის ოჯახს და ახლობლებს.

წყარო: rugby.ge


მკითხველის კომენტარები / 2 /
მიზეზი რა არის? რატომ გარდაიცვალა?
გიორგი
18:25 19-03-2021
4

სიახლეები პოპულარული