ირაკლი ნატრიაშვილმა კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
მადლობა, ირაკლი! დიდი 10-ის 2020-21 წლების რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში ვეტერანმა "ბორჯღალოსანმა", რუსთავის "ხარების" კვაჭმა ირაკლი ნატრიაშვილმა სპორტული კარიერა დაასრულა!

2006-15 წლებში ირაკლიმ "ბორჯღალოსნების" რიგებში 40 კეპი მოიხვეჭა და 4 ლელო გაიტანა! 2011-13 წლებში თამაშობდა "ბრივში", 2015-16-ში იასპარეზა "კლერმონის" და "ტულონის" რიგებში. 2016-ში რუმინეთში, "ბაია მარეს" რიგებში ირიცხებოდა, ხოლო კარიერის ბოლო რამდენიმე სეზონი მშობლიურ რუსთავის "ხარებში" გაატარა.

ქართული რაგბის სახელით მადლობას ვუხდით ირაკლი ნატრიაშვილს ბრწყინვალე კარიერის ყოველი წუთისთვის!

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული