საქართველოს 7-კაცა ნაკრები 3 ივნისს პორტუგალიაში მიემგზავრება, სადაც 5-6 ივნისს ლისაბონში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპს ითამაშებს.

ევროპული რაგბი 7 კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ივნისში, სახეცვლილი სტრუქტურით განახლდება და უმაღლეს დივიზიონს ამიერიდან გრან პრის ნაცვლად ჩემპიონატი ერქმევა.

რადგან წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იმართება, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ნაკრებები ევროპის 7-კაცა ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ იღებენ და დივიზიონებს შორის ასვლა-ჩასვლაც არ იქნება.

ამრიგად, ჩემპიონატში სულ 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. საქართველო "ა" ჯგუფში გერმანიის, პორტუგალიისა და ლიეტუვის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო "ბ" ჯგუფში ესპანეთი, იტალია, რუსეთი და პოლონეთი არიან.

ტურნირი საქართველოს დროით 13 საათზე იწყება. 5 ივნისს ჩვენი ნაკრები პირველ თამაშს 13:22 საათზე, მასპინძელი პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს, 15:30 საათზე გერმანიას შეხვდება, ჯგუფურ ეტაპს კი 18 საათზე, ლიეტუვასთან მატჩით ასრულებს. მეორე დღეს რვავე გუნდი მეოთხედფინალში ჩაებმება და "ა" ჯგუფის გამარჯვებული "ბ" ჯგუფის მეოთხეადგილოსანს შეხვდება, მეორე მესამეს ეთამაშება და ა.შ.

წლევანდელ ტურნირს ჩვენი 7-კაცა მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება. გუნდს დროებითი მწვრთნელები ჰყავს – ჯაბა მალაღურაძე და გიორგი მაისურაძე, რომლებიც წლებია საქართველოს 7-ქალა ნაკრებს წვრთნიან და ის კონფერენც დივიზიონიდან ალაფაზე აიყვანეს.

რაგბის კავშირის სპორტული მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე ამბობს:

„ჯაბა ძალიან კარგად უძღვება 7-ქალა ნაკრებს და სწორედ მისი ხელმძღვანელობით გუნდი კონფერენც დივიზიონიდან ალაფაზე აღზევდა. ახლა მას 7-კაცას ნაკრები ჩავაბარეთ, რაც მისთვის არის ერთგვარი შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ მას გუნდის მოსამზადებლად მცირე დრო ჰქონდა, ჯაბას შესაძლებლობებში ეჭვი არ გვეპარება და გვწამს, რომ ნაკრები ღირსეულ თამაშებს აჩვენებს. რადგან დიდ 10-ში პლეი-ოფებია, მას მოთამაშეთა შერჩევის კუთხითაც მწირი შესაძლებლობა ჰქონდა. 7-კაცა ჩვენთვის გრძელვადიანი პროექტია, ოლიმპიური თამაშების სახეობაა და გვინდა აქაც მივაღწიოთ საგრძნობ წარმატებას“.

კოვიდ-პანდემიისა თუ სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, მწვრთნელებს მოთამაშეთა შერჩევისას პრობლემები შეექმნათ. გარდა ეროვნულ და 20-წლამდელთა ნაკრებებში გამოძახებული მორაგბეებისა, მათ ვერ გამოიძახეს დიდი 10-ის ნახევარფინალში გასული გუნდების მოთამაშეები, პანდემიამ და კოვიდ-ვირუსმა კი მწირი არჩევანი კიდევ უფრო შეამცირა და ამავე მიზეზით ამხანაგური თამაშის გამართვაც ვერ მოხერხდა.

შემადგენლობასა და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ჯაბა მალაღურაძემ განაცხადა:

„ურთულეს პირობებში ვართ. ერთი მხრივ, ვირუსის გამო სრულფასოვანი ვარჯიშების ჩატარების შესაძლებლობა არ მოგვეცა და მეორე მხრივ, იმავე პანდემიამ თუ სხვა მიზეზებმა შიდა ჩემპიონატის დასრულება გადადო და მოთამაშეთა ნაწილი დაკავებულია. იმ ბირთვთან ერთად, რომელიც დაგვრჩა, მე და გიორგიმ დავგეგმეთ შეკრება, ვარჯიშები და შევუდექით მოთამაშეებისთვის ძირითადი პრინციპების გაცნობას“.

„რაგბი კოლექტიური თამაშია და 7-კაცაშიც მხოლოდ შემსრულებელთა ინდივიდუალურ უნარებს ვერ დავეყრდნობით. აუცილებელია შეტევისა და დაცვის სისტემების გაცნობა. კარგად გვესმის, რომ დრო ცოტაა და არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ყველაფერი შესრულდება. კოვიდ-რეგულაციების გამო შეკრების შეწყვეტა მოგვიწია და მოთამაშეთა ნაწილი მოგვიანებით შემოგვიერთდა. გარდა ამისა, ვერ ჩავატარეთ მოსამზადებელი თამაშები, რაც სელექციაში დაგვეხმარებოდა. გვქონდა ლიეტუვის ნაკრებთან შეხვედრის შანსი, რომელიც პრივატულად დაგვიკავშირდა და საკუთარი ინიციატივით ჩამოვიდა თბილისში, მაგრამ ვირუსის დაფიქსირების გამო მოგვიწია რეგულაციებზე დამორჩილება და ეს თამაშები, ასევე ერთობლივი ვარჯიში, ვეღარ შედგა“.

„ვირუსის დაფიქსირების გამო შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებების განხორციელება მოგვიწია და სელექცია, ფაქტობრივად, ინტუიციის ხარჯზე მოხდა. დაგვემატა გიორგი შკინინი, რომელსაც უდიდესი საერთაშორისო გამოცდილება აქვს და ვთვლით, რომ მისი ეს გამოცდილება გუნდს ძალიან წაადგება“.

„ყველანი კარგად ვაცნობიერებთ, რომ ვართ მორაგბეები, მოედანზე მხოლოდ მოსაგებად უნდა გახვიდე და მიიღო სიამოვნება. ასეთ ფონზე პროგნოზებს ვერ გავაკეთებთ, თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა შეხვედრაში მაქსიმუმს გავიღებთ და რა შედეგისთვის აღმოჩნდება ეს საკმარისი, ლისაბონში გამოჩნდება“.

7-კაცა რაგბიში ჩემპიონატის მეორე ეტაპი 26-27 ივნისს რუსეთში გაიმართება და იქ ჯგუფები პირველ, ლისაბონის ეტაპზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით შედგება.

საქართველოს 7-კაცა ლისაბონის ტურნირზე

ლევან ნარიმანიძე (ხარები, რუსთავი), პაატა ბურჭულაძე (ხარები), ალექსანდრე კალმახელიძე (არმაზი, მარნეული), ლუკა მატკავა (არმაზი, მარნეული), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი, მარნეული), გიორგი ყუფარაძე (იუნკერები, კიკეთი), გიორგი შკინინი (ლოკომოტივი, თბილისი), ლევან ქუშაშვილი (ლელო-სარასენსი, თბილისი), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი, თბილისი), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები, კიკეთი), ნიკოლოზ ბაგაშვილი (ლელო-სარასენსი, თბილისი), ნიკო ტაბაღუა (არმაზი, მარნეული).

მწვრთნელები: ჯაბა მალაღურაძე, გიორგი მაისურაძე

rugby.ge

მენტალური მომზადების ცენტრი
წარმატებას გისურვებთ! 2017 წელს მერვე ადგილი მაქსიმუმი მიაჩნდათ როდესაც საფრანგეთში (ტურში) გავემგზავრეთ, მაგრამ ბიჭების თავდადებამ შედეგი გამოიღო და მეოთხე ადგილით დავბრუნდით (ნახევარფინალში ახალ ზელანდიასთან 5:17 დავმარცხდით). შანსი ყოველთვის არსებობს და საუკეთესო შედეგით დაბრუნებას გისურვებთ! პატივისცემით, მენტალური მომზადების მწვრთნელი: გუჯა კახაძე

აბდაუბდა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
დიდი მხარდაჭერა - პსჟ-ის მანჩესტერში გულშემატკივართა არმია ჩაჰყვა
იმედი L RKENA 2026-ის მზღვეველია
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] "სპორტინგის" მეორე მოგება და აზერბაიჯანული გუნდის ისტორიული გამარჯვება
ლუის ენრიკე: "ოქროს ბურთზე" დაუსრულებელი ლაპარაკით დავიღალე
საქართველო - კოსოვო | მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
7:0. საქართველოს ნაკრებმა სომხეთს სძლია და A ლიგაში გადასვლის შანსი აქვს
"ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობთ" - ლაპორტა "ბარსელონას" ბრწყინვალე ფორმაზე
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
6 ტურში ყველა მატჩი წააგო - "ვენეციამ" მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
ქართველი მსაჯები ევროპის ლიგის მატჩს განსჯიან
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
"ეს შეუძლებელია" - ექსპერტმა ზაბარნის და ერნანდესს დონე დაუწუნა
"ეს უკვე ძალიან ზედმეტია" - პაპენის აზრით, მბაპეს "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად პრობლემა აქვს
ტრანსფერი შედგა - საზონოვის "ხეტაფეს" დაცვას ლეგენდარული დანი კარვახალი გააძლიერებს
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"