სალომე ზურაბიშვილი: ლევან მაისაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

AutoSharing Option
ივნისში "ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკაში ადგილობრივ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც ჩვენი გუნდის მწვრთნელს, ლევან მაისაშვილს, კოვიდ 19 დაუდგინდა და საავადმყოფოში იმყოფება. მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა:

"საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელის - ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ბოლო ორი დღეა დამატებითი გართულებები არ ჰქონია, თუმცა მანამდე ყველა შესაძლო გართულება ჰქონდა. ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ.

ერთ-ერთ საუკეთესო კერძო კლინიკაშია იოჰანესბურგში - Milpark hospitals. ადგილზე არის მაღალტექნოლოგიური მკურნალობის სრული შესაძლებლობა. ამიტომ ოჯახმა სადმე
გადაყვანის გადაწყვეტილება არ მიიღო. ჩართულია ჩვენი ელჩი - ბექა დვალი ძალიან ეხმარება. იქ ადგილზე ქართველი ექიმია, ვახტანგ რეხვიაშვილი, ძალიან წარნატებული და ავტორიტეტული ექიმია და მისი კონტაქტებითაც მაქსიმალური ყურადღება აქვს. მოკლედ, რაც შესაძლებელია, ყველაფერს უკეთებენ.

ვუსურვოთ გამოჯანმრთელება".

მკითხველის კომენტარები / 9 /
გამოჯანმრთელებას ვუსურვებ
Simartle
22:38 10-08-2021
0
უფალმა გადაგარჩინოს! გული მიკვდება. გადაარჩინე რა ღმერთო!
ზურა
12:42 10-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული