მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში

AutoSharing Option
ქართული რაგბის ლეგენდა მამუკა გორგოძე საქართველოს რაგბის კავშირის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდება - ამის შესახებ რუსული სააგენტო Rugger info იუწყება.

გამოცემის თანახმად, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე 15 აგვისტოს დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე საბჭოს 5 კანდიდატს - გიორგი კობახიძეს, გივი ჭიჭინაძეს, აკაკი დავითულიანს, მამუკა გორგოძესა და ზვიად თავართქილაძეს დაასახელებს.

შეგახსენებთ, მამუკა გორგოძემ აქტიური სპორტული კარიერა 2020 წელს დაასრულა.

altმამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა

altმამუკა გორგოძე: ყველას ვალია, სამშობლოსთვის იმაზე მეტი გაიღოს, ვიდრე შეუძლია



მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგი იქნება რაგბის ფედერაციის სტრუქტურას და უფლება-მოვალეობებს გაგვაცნობდით.
ასევე, ნაკრების მწვრთნელის ცვლილება თუ იგეგმება. მაისაშვილს დიდი პატივისცემა მაგრამ არ არის იმ დონის რომ გვჭირდება და თან ამ მძიმე მდგომარეობის შემდეგ ვერ შეძლებს რამდენიმე კვირაში დაგეგმილი თამაშებისთვის ნაკრების მომზადებას
0
მეც ზუსტად ეს კითხვა გამიჩნდა.
usha
00:46 13-08-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული