"როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ლევან მაისაშვილი უკვე ერთ თვეზე მეტია სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ იოჰანესბურგის კერძო საავადმყოფო "ნეთქეა მილპარკ ჰოსპიტალში“, კოვიდინფექციით გამოწვეული გართულებებით იმყოფება.
მისი მდგომარეობა, სამწუხაროდ, კვლავ კრიტიკულად მძიმეა, თუმცა ჩვენ არ ვკარგავთ მისი გამოჯანმრთელების იმედს. ოპტიმიზმს კი მიმდინარე მაღალკვალიფიციური და ყურადღებიანი სამედიცინო მხარდაჭერა გვიძლიერებს, ლევანის უკომპრომისო ბრძოლისუნარიანობასთან ერთად.
მინდა მადლობა გადავუხადო “ნეთქეა ჰოსპიტალების” ქსელის უმაღლეს მენეჯმენტს მხარდაჭერისათვის, განსაკუთრებით,
დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ უკომპრომისო ბრძოლაში ლევანის მკურნალობას სასურველი შედეგები მოჰყვება. ყველა მეგობარს, საქართველოში თუ სამხრეთ აფრიკაში კი, მოვუწოდებთ, რომ ილოცონ ლევანის ჯანმრთელობისათვის.
ქართული რაგბის და ლევანის ოჯახის სახელით, ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ქართველ ექიმს – ბატონ ვახტანგ რეხვიაშვილს და მის ოჯახს. ასევე საქართველოს ელჩს სამხრეთ აფრიკაში, ბატონ ბექა დვალს, ვინც განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან მომენტში პირველივე დღეებიდან გვერდში უდგას ჩვენს დიდ ოჯახს და ქართულ რაგბის."
წყარო: Georgian Rugby