დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობაში აირჩიეს

AutoSharing Option
"თბილისი მერიოტში" 15 აგვისტოს გამართულ რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა რიგგარეშე საერთო კრებაზე ახალი გამგეობა დამტკიცდა.

ყრილობას 39 კლუბის (41-იდან) წარმომადგენელი დაესწრო (72 ხმა, 74-იდან) და ის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ გახსნა.

განვლილი პერიოდის ანგარიშის ფარგლებში, იოსებ ტყემალაძემ აღნიშნა, რომ რაგბის კავშირის ბიუჯეტში სახელმწიფოს წილი 17,5 მილიონი ლარიდან 27,5 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რის შედეგადაც გაიზარდა კლუბების დაფინანსება, როგორც დიდ 10-ში, ასევე პირველ და რეგიონალურ ლიგებში, ასევე დაიფარა რაგბის კავშირის დავალიანების ნაწილი

შემდეგ საკითხს რაგბის კავშირის ახალი წესდების დამტკიცება წარმოადგენდა. ახალ
წესდებას მხარი უმრავლესობამ დაუჭირა, ერთმა დელეგატმა თავი შეიკავა, ერთი კი წინააღმდეგი იყო.

Sportall.Ge

ყოფილი გამგეობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, იოსებ ტყემალაძემ დამსწრეებს ახალი გამგეობის ხუთი კანდიდატი წარუდგინა – გიორგი კობახიძე, გივი ჭიჭინაძე, აკაკი დავითულიანი, მამუკა გორგოძე და ზვიად თავართქილაძე, ასევე აჭარის რეგიონის საერთო კანდიდატი გელა ქობულაძე.

ასევე წარადგინა კლუბების მიერ დასახელებული ხუთი კანდიდატი – მერაბ ანთაძე, გიორგი ქერაშვილი, ალექსანდრე ხვედელიძე, კობა გიორგაძე და დავით კაჭარავა.

11-ივე კანდიდატს საერთო კრებაზე გამოცხადებულმა დელეგატებმა ნდობა ერთხმად გამოუცხადეს.

წყარო: Georgian Rugby

alt"არ ვკარგავთ გამოჯანმრთელების იმედს" - მაისაშვილის მდგომარეობა ისევ მძიმეა






მკითხველის კომენტარები / 4 /
პარლამენტში აირჩიეს და რაგბის გამგეობაში გაუჩირდებოდა
tete
21:48 25-08-2021
0
წარმატებები...
qutaisi
08:52 17-08-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული