საქართველოს რაგბის კავშირისა და საქართველოს მთავრობის მიერ ცოტა ხნის წინ დაანონსებული 100 ახალი სარაგბო მოედნების მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აჭარის რეგიონში წლის ბოლომდე სამი მოედნის მშენებლობა იწყება.

აჭარის მთავრობა ამ ინიციატივას პირველი გამოეხმაურა და პირველ ეტაპზე მშენებლობები დაიწყება ქობულეთის რაიონში სოფელ ხუცუბანსა და დაბა ჩაქვში, ასევე შუახევის რაიონში სოფელ ფურტიოში, ხოლო უახლოეს მომავალში მშენებლობები ბათუმში, ბენზეს დასახლებაში არსებულ მე-18 სკოლის ტერიტორიაზე, გონიოში და ქედაში იგეგმება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია შუახევის რაიონის სოფელ ფურტიოში დაგეგმილი საზაფხულო სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბანაკის მშენებლობა, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში უმასპინძლებს ბავშვებს, როგორც საქართველოს ყველა კუთხიდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ეს არის იმ დიდი წამოწყების გაგრძელება, რომლის ფარგლებში საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 მაღალი მიღწევების სარაგბო ცენტრი, 14 სარაგბო ბაზა და 27 რაგბის მოედანი ააშენა.

ცოტა ხნის წინ, ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს მთავრობამ ქართულ რაგბს უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა და 45 სხვადასხვა ლოკაციაზე 100 ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა დააანონსა. აჭარის მთავრობამ, რომელიც წლებია მხარში უდგას ადგილობრივ სარაგბო კლუბებს, პროექტის განხორციელებისთვის პირველი ქმედითი ნაბიჯები გადადგა.

„დღეს უკვე შეგვიძლია გაცნობოთ აჭარაში 3 მნიშნელოვანი პროექტის დაწყება, რომელიც აჭარის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება“.

„აღსანიშნავია, რომ აჭარის რეგიონი პირველია, რომელიც ძალიან მოკლე დროში ჩაერთო რაგბის კავშირისა და საქართველოს მთავრობის მიერ ახლახანს დაანონსებულ 100 მოედნის მშენებლობის პროექტში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს და საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს“.

„ამ ეტაპზე უკვე დაგეგმილია და მზადდება ტენდერები ფურტიოს, ხუცუბანის და ჩაქვის მოედნებისმშენებლობისთვის, რომლებსაც მიმდინარე წელს ჩაეყრება საფუძველი. უმოკლეს ვადებში ამ პროექტებს შეემატება ახალი ლოკაციები აჭარის ტერიტორიაზე, სადაც მომდევნო წლებში აშენდება სარაგბო ინფრუსტრუქტურა და ქვეყნის მასშტაბით, ხელს შეუწყობს რაგბის კიდევ უფრო მეტად დამკვიდრებას და განვითარებას“ – განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.

„ამავდროულად მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმის მერიას და პირადად მერს, არჩილ ჩიქოვანს, ბათუმის სარაგბო კლუბის მაქსიმალური მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს პირველობაში მუდმივად იბრძვის მაღალი შედეგებისთის და ზრდის წარმატებულ ახალ თაობას.“- განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.

„მოხარული ვარ, რომ რაგბის კავშირისა და საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს, აჭარის რეგიონიდან იწყება. დღეს ჩაქვში საფუძველს ჩავუყრით თანამედროვე, საერთაშორისო დონის სარაგბო მოედნის მშენებლობას, თუმცა ეს არ არის ერთადერთი პროექტი, რომელსაც წლის ბოლომდე დავიწყებთ“.

„წლის ბოლომდე ვგეგმავთ სამი ახალი მოედნის მშენებლობას, ჯამში კი აჭარას უნდა დაემატოს ექვსი სარაგბო მოედანი. ეს საშუალებას მოგვცემს ხელი შევუწყოთ ისედაც წარმატებულ მორაგბეებს, კიდევ უფრო დავუჭიროთ მხარი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მორაგბეებს მივცეთ საშუალება ასახელონ როგორც საკუთარი ქალაქი, ასევე ჩვენი ქვეყანა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო რაგბის კავშირს, მის პრეზიდენტს და წარმატებები ვუსურვო მორაგბეებს. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფოს, რაგბის კავშირისა და ხალხის ერთიანობით, კიდევ უფრო მეტი გამარჯვებები და წარმატებები გვექნება“ – თქვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

rugby.ge

სერგი
მატროსოვის სამი პოტენციური კლიენტი უაახლოეს მომავალში!
გიორგი
კაჭარავა არის ქართული რაგბის სირცხვილი შეძვერისოროში და საერთოდ აღარ გამოჩნდე არასდ
nanuli
იცით რა მაინტერესბს, ვთქვათ ეს მთავრობაც გადააგდო საქართველომ, მაშინ 100 სტადიონს ვინ ააშენნებს? და თუ დაწყებულია ნნახევრადს აშენებულ 100 სტადიონს რა აზრი აქვს? ჯერ ერთი ააშენეთ თავისის საშხაპეებით და მერე მეორე. თBილისში ფეხბურთIს სტადიონების ადგილას მახინჯი კორპუსები დგას. ღირდა ამ აურზაურის ატეხვა და განხეთქილების ჩამოგდება სარაგბო ოჯახში? ღატომ არ შეიძლება რომ Mთავრობა ან არქიფოები არ ერეოდნენ რაგბის ან სხვა სპორტის მართვასი და მხოლოდ დაინტერესებულები იყვნენ ყველა სპორტის წარმატებაში და ხელს უწყობდნენ დაფინანნსებით თU სტადიონების აშენებით. ხომ ყველამ კარგად იცის ვისი ფულით აშენნდება ეს სტადიონები დსა ვისი საკუთრება იქნება, თუ ის ვითომ გადაეცა ამა თუ იმა სარაგბო სკოლას ან კლუბს. მოკლედ ევროპა ჯერ ვერ ავაშენეთ ისევ ფეოდალური სისტემით ცხოვრობს ქვეყანა ახლად გამოჩეკილი გაუნათლებელი თავად -აზნაურობით რომნელინნიც იმავე დარდიმანდობით არიან გატაცებული როორც ისტორიულად და გადმოცემით ვიცით. მიხარია ასი სტდიონის კარგად ჟღერს, კარგი იქნნებოდა თუ 100 უპატრონო ბავშვს დახმარებოდით ანდ თუ გინდ იმ მოხუცებს, ჩვენს ბებიებს და ბაბუებს თბილისის ქუჩაში რომ ჩუმად ხელგაშვერილები ზიან და არ იციან შემდეგ ულუფას როდის მიირთმევენ ანდ სად გაათენებენ ღამეს. ზოგიერთი რომ დილაადრიან ბაზარში იაფად მწვანილებს ყიდულობენ და მერე ოცი თეთრით მეტად უბანში კუთხეში სევდიანად ჩამომჯდარი რომ მორცხვად ყიდიან...ადამიანობა ნუ გავიწყდებათ და ქვეყანა სამშენებლო მატერიალით არ შენდება. ქვეყანა ადამიანობით ერთმანეთის გატანით, დახმაერებით და სიყვარულით შენდება და არა სიძულვილით, ამპარტავნობით, ჩალიჩობით, ერთმანნეთის გაყიდვით...
ფშაველი
აბუსერიძე ვერ გახსნიდა ხო? ესეთ ადამიანს,რომ რაგბიდან გაუშვებთ თან არჩეულს.მართლა ყველაფრის მკადრებლები ყოფილხართ..... სამარცხვინოა ყველა....
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
7-კაცა და 7-ქალა | ჯგუფები და შემადგენლობები ჰამბურგში
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
კეინის დუბლი - 1/4-ფინალში "ბაიერნი" პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
[VIDEO] "კვარას" პსჟ-მ "ინტერ მაიამი" გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს
"ინტერ მაიამისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ლიონი" მიქაუტაძეს ამ თანხაზე ნაკლებად ვერ შეელევა - გიორგის შეძენის სურვილი კიდევ სამმა კლუბმა გამოთქვა
"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი
"მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, თქვენთვის მოვკვდები" - ლაშა ბექაურის ემოციური პოსტი
"შემდეგ მეტოქედ პიმბლეტი მსურს, ესპანეთში მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა" - რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ?
სოლიდური ციფრებია - ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა თოფურიამ ოლივეირას დამარცხებით
"მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ" - პიმბლეტის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
"ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა" - UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა
"ილიას გავთიშავ და ეს თავადაც იცის, ამიტომ გაექცა ჩემთან ბრძოლას" - არმან ცარუკიანი
კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!
"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!
საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისის თანამშრომლობა კიდევ 4 წლით გაგრძელდა
"ედი ჯონსი? - მაისაშვილზე სხვადასხვა ქვეყნებიდან მივიღეთ წინადადებები" - იოსებ ტყემალაძე
იოსებ ტყემალაძე: "შავი ლომის" მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა დანიშნეს
იოსებ ტყემალაძე MARCA-სთან - "2027 წელს ჩვენს ხმას ბევრი გაიგონებს"