"შავი ლომი" - შეკრება პირველ მატჩამდე

AutoSharing Option
სულ რაღაც ოთხ დღეში პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი "შავი ლომი" რაგბი ევროპის სუპერთასზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს.

16 ოქტომბერს ის "ავჭალაზე" "თელავივი ჰითს" მასპინძლობს. შეხვედრა 17 საათზე დაიწყება. ეს თამაში ჯერ კიდევ სექტემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა საქართველოსა და ისრაელში კოვიდ-სიტუაციის გაუარესების ფონზე, ოქტომბრისთვის გადაიდო.

19 და 25 სექტემბერს ჩვენმა თანაჯგუფელებმა – "ენისეიმ" და "ლოკომოტივმა", ერთმანეთში ორჯერ ითამაშეს და გამარჯვება ორივეჯერ "ენისეის" დარჩა – 22:6 და 44:21. კრასნოიარსკელებმა ორივეჯერ აიღეს ბონუს-ქულა და აღმოსავლეთ კონფერენციას 10 ქულით ლიდერობენ.

"შავი ლომის" მსგავსად, "თელავივ ჰითიც"
16 ოქტომბერს თავის პირველ შეხვედრას გამართავს. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში რაგბი არცთუ ისე პოპულარულია, "ჰითი" ანგარიშგასაწევი ძალა უნდა იყოს. გუნდის ბირთვი დაკომპლექტებულია სამხრეთაფრიკელი, ინგლისელი და კუნძულელი მორაგბეებით, მათ შორის, ოლიმპიური ჩემპიონით 7-კაცა რაგბიში. მოთამაშეთა დიდ ნაწილს ზე-რაგბის, ტოპ 14-ისა და ინგლისის პრემიერშიფის გამოცდილება უმაგრებს ზურგს. მთავარი მწვრთნელი სამხრეთაფრიკელი სპეციალისტია.

"შავი ლომი" წინასამატჩო შეკრებაზე გუშინ "შევარდენის" ბაზაზე შევიდა. "ჰითის" შემდეგ ის 23 ოქტომბერს "ლოკომოტივს" პენზაში, ხოლო 30 ოქტომბერს "ენისეის" სოჭში ეთამაშება. ჯგუფური ეტაპის განმეორებით შეხვედრებს ჩვენი გუნდი დეკემბერში გამართავს.

"შავი ლომი" შეკრებაზე

პირველი ხაზი: მიხეილ ორაგველიძე, გოგა ქადარია, ნიკა ხატიაშვილი; შალვა მამუკაშვილი, გიორგი ხუროშვილი, თენგიზ ზამთარაძე; გიორგი პერტაია, ნიკა პატარაია, ნიკა აბულაძე, მიხეილ წიკლაური;

მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი, მიხეილ ბაბუნაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, დავით გიგაური;

მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი, ნიკო აფციაური, ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, თორნიკე აქუბარდია;

9-10: თენგიზ პერანიძე, გიორგი ბეგაძე; გიორგი ბაბუნაშვილი, დავით მოძღვრიშვილი, ლუკა მატკავა;

12-13: მერაბ შარიქაძე, დემურ თაფლაძე, ლაშა ლომიძე, გურამ ქანდაურაშვილი;

11-14: აკაკი ტაბუცაძე, სანდრო სვანიძე, სანდრო თოდუა, ოთარ ლაშხი, მირიან მოდებაძე;

15: სოსო მათიაშვილი, ლაშა ხმალაძე.

rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაისურის ფერი არ მომწონს, ასანთზე რომ ზებრა ახატია იმას უფრო მაგონებს ვიდრე ლომს. სჯობს სულ შავი იყოს ოქროსფერში .
1
რაღაც რეტრო სტილია, ნამდვილი "Vintage"
ლევანი
01:14 13-10-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული