პირველმა ქართულმა პროფესიულმა ფრენჩაიზმა "შავმა ლომმა" დღეს მედიის წარმომადგენლებისთვის პირველი ღია ვარჯიში გამართა.

წვრთნა საათ-ნახევარს გაგრძელდა. თავიდან შერკინებისა და ხაზის მოთამაშეები ცალ-ცალკე გახურდნენ, კომბინაციები გადაიმეორეს, მერე კი ორად გაიყვნენ და უკონტაქტოდ, შეტევასა და დაცვაში ივარჯიშეს.

შეგახსენებთ, "შავი ლომი" თავის პირველ ოფიციალურ თამაშს 16 ოქტომბერს, "ავჭალაზე" 17 საათზე გამართავს. რაგბი ევროპის სუპერთასის პირველ რაუნდში მისი მეტოქე ისრაელის "თელავივ ჰითია", რომლის შემადგენლობა უმეტესად სამხრეთაფრიკელი, კუნძულელი და ინგლისელი ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული.

ისტორიული მატჩის წინ გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე ამბობს:

„ქართული რაგბის განვითარებისთვის ფრენჩაიზს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ის არის პლაცდარმი, სადაც შეიძლება არაერთი მოთამაშე გამოიცადოს და განვითარდეს. ასევე არის საშუალება, რომ შევთამაშდეთ სანაკრებო მატჩებისთვის. გვაქვს პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა, რადგან ამ გუნდისთვის თაობები დაიხარჯნენ და ჩვენ უნდა დავამტკიცოთ,რომ მისი არსებობა ქართული რაგბისთვის ფასეულია“.

„თელავივის გუნდს შემადგენლობაში ძალიან ბევრი სამხრეთაფრიკელი და ფიჯელი მოთამაშე ჰყავს. კარგი გუნდი უნდა იყოს და ვფიქრობთ, რომ ეს თამაში საინტერესო გამოწვევა იქნება“.

კაპიტანმა აღნიშნა, რომ რაგბი ევროპის სუპერთასის აღმოსავლეთ კონფერენციაში ძლიერმა გუნდებმა მოიყარეს თავი:

„ჩვენი ჯგუფი მეორეზე ბევრად ძლიერია, რაც გეოგრაფიული პრინციპითაა განპირობებული, თუმცა ეს ჩვენთვის მთლიანობაში არაფერს ცვლის“.

რაც შეეხება შეტევის ახალ მწვრთნელ კორი ბრაუნს, მასთან დაკავშირებით შარიქაძემ დასძინა:

„ახალ მწვრთნელს კარგად შევეწყვეთ. ის პოზიტიური პიროვნებაა დიდი გამოცდილებით. მან მარტივად შეძლო გუნდში ინტეგრირება და ვფიქრობ, მისგან ბევრ რამეს ვისწავლით“.

"შავი ლომის" შუამარბი დემე თაფლაძე თვლის, რომ სუპერთასის პირველ შეხვედრას კარგ ფორმაში ხვდება:

„ნაყოფიერი მომზადება გავიარეთ და თამაშს კარგ ფორმაში ვხვდებით. სამწუხაროდ, არ ვიცით, რა დონის გუნდია მეტოქე. მხოლოდ ის ინფორმაცია გვაქვს, რომ ჰყავთ ძლიერ გუნდებში ნათამაშები გამოცდილი და პერსპექტიული მოთამაშეები. თუმცა ჩვენ მოსაგებად ნებისმიერ შემთხვევაში მაქსიმუმს გავიღებთ“.

გუნდის კვაჭი გოგა ხუროშვილი ამბობს, რომ "შავი ლომი" ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად არის:

„აგვისტოდან 7-კვირიანი ურთულესი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ და ახლა შეკრებაზე ვართ. გუნდში არის განწყობა, რომ შაბათს გავიდეთ მოედანზე და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ. ვიცით, რომ მეტოქეს მრავლად ჰყავს სამხრეთაფრიკელი ლეგიონერები, რომელთაც ძალისმიერი თამაში უყვართ, თუმცა ეს ჩვენც გვიყვარს და მზად ვართ გამოწვევისთვის“.

rugby.ge

"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"პსჟ ახლა ჩვენზე უკეთესია" - რა თქვა ფლიკმა მატჩის შემდეგ
"ბრაგამ" კარლოს ვისენსი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
წინასწარი დიაგნოზი - კვარაცხელიამ შეიძლება ამ სეზონში ვერ ითამაშოს
[VIDEO] კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ დიდებულ მატჩში "ბარსელონას" სძლია
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!
"ბარსელონასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
საქართველო ფუტსალის ევროპის 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატია
"რონალდო მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია" - შერინგემმა კრიშტიანოს მომავალზე ისაუბრა
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
TNT Sports-მა "ოქროს ბურთის" მთავარ პრეტენდენტად კეინი დაასახელა - კვარაცხელია მეოთხეა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
თურქეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ეს მხოლოდ ექვსი დღით ადრე გააკეთა" - ომალიმ იანთან ბრძოლის წინ, დვალიშვილის შესაძლო შეცდომაზე ისაუბრა
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
"თუ "ბარსელონასთან" ხვიჩა ამას გააკეთებს, ენრიკეს ადგილას ამ ყოველივეს კარგად არ მივიღებდი" - რიოლო კვარაცხელიას არ ეშვება
რა არის კვარაცხელიას ფორმის ვარდნის მიზეზი - ვიტინიამ ჟურნალისტებთან ხვიჩას შესახებ ისაუბრა
საგიჟეთი პარიზში, ხვიჩა ვერდიქტის მოლოდინში და იამალის მუქარა
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"