პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი "შავი ლომი" პირველი გასვლითი მატჩისთვის "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე ემზადება.

გუნდი პენზაში (რუსეთი) ხვალ დილით მიფრინავს და "ლოკომოტივს" 23 ოქტომბერს, საქართველოს დროით 13:30 საათზე ეთამაშება.

მეტოქემ სექტემბერში "ენისეისთან" ორი მატჩი გამართა და ორივე ბონუსით დათმო – 6:22 კრასნოიარსკში და 21:44 პენზაში. "შავმა ლომმა" პირველი ტურის გადადებულ მატჩში "თელავივი ჰითს" 16 ოქტომბერს, "ავჭალაზე" უმასპინძლა და ბონუსით, 33:10 დაამარცხა. შედეგად, ის 5 ქულით მეორე ადგილზეა, "ენისეის" ქულათა მაქსიმუმი აქვს, "ჰითი" და "ლოკომოტივი" კი უქულოდ არიან.

მომდევნო თამაშს გამოტოვებს და დიდი დრო გაუცდება სოსო მათიაშვილს, რომელმაც მუხლის ტრავმა "ჰითთან" მატჩისას მიიღო და საოპერაციოა. მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის თქმით, იყო სხვა მცირე ტრავმებიც:

„გვქონდა მცირე ტრავმები, რომლებსაც რეაბილიტაცია სჭირდებოდა. გარდა ამისა, რამდენიმე მოთამაშეს "ფაიზერის" ბუსტერით აცრა უწევდა, რადგან საფრანგეთში სხვა მხრივ არ შეუშვებენ. შედეგად, რამდენიმე დღე მათაც ვერ ივარჯიშეს და სრული შემადგენლობა დღეს შევიკრიბეთ. მიუხედავად ამისა, ნორმალურად ვართ მომზადებული და ვიტოვებთ იმედს, რომ პირველი თამაშის შემდეგ ხარისხი უკეთესი იქნება. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, რომ თამაშიდან თამაშამდე განვვითარდეთ, დავხვეწოთ დეტალები და მოთამაშეებს საერთაშორისო გამოცდილება მივცეთ“.

„სამწუხაროდ, დიდი ხნით გამოგვაკლდა სოსო მათიაშვილი. მან ჯვარედინი დაიზიანა და საოპერაციოა. ჯერ არ დაბრუნებულან მანამდე ტრავმირებული მოთამაშეები. მათგან ერთ ან ორ მორაგბეს "ენისეისთან" მატჩის წინ ველით“.

მომავალი მეტოქის შესახებ მაისაშვილმა განაცხადა:

„თელავივის გუნდი ინდივიდუალურად უფრო მაღალი დონის მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული, თუმცა "ლოკომოტივს" ის უპირატესობა აქვს, რომ შეთამაშებული გუნდია. მათ მაღალი, ჯანიანი ბიჭები ჰყავთ და სოლიდურად გამოიყურებიან დერეფანში, შეჯახებებში. "ლოკომოტივში" რამდენიმე ქართველი თამაშობს, რომლებიც თავიანთ პოზიციებზე კარგად გამოიყურებიან“.

"შავი ლომი" "პენზასთან" მატჩის შემდეგ შინ დაბრუნდება და 30 ოქტომბერს სოჭში "ენისეისთან" გასამართი შეხვედრისთვის მოემზადება. მანამდე, 23 ოქტომბერს, "ენისეი" "თელავივ ჰითს" მოსკოვში მასპინძლობს.

rugby.ge

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
"ახალგაზრდა ფეხბურთელებმა სოც.ქსელების გამოყენებაზე უარი უნდა თქვან" - "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი
[VIDEO] სტეფ კარის მორიგი შოუ - ბითაძის "ორლანდო" "გოლდენ სტეიტთან" დამარცხდა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
იეგოიანის სრული მატჩი და "ექსელსიორის" მორიგი წარუმატებლობა
[VIDEO] პსჟ-მ ზაბარნის გოლით "ტრუას" მოუგო და ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონეს" წაუგებელი სერია შეწყდა
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"