13 ნოემბერს პოლონეთი გერმანიას გდინიაში მასპინძლობს. ორივე გუნდს თითო შეხვედრა აქვს ჩატარებული. პოლონელებმა ლვოვში უკრაინა 27:24 დაამარცხეს, ხოლო გერმანიამ შიაულიაიში მასპინძელ ლიეტუვას 46:16 მოუგო და ბონუსიც აიღო.
აღსანიშნავია, რომ აბულაშვილს პანდემიის გამო საერთაშორისო ასპარეზზე თითქმის ორწლიანი იძულებითი შესვენება მოუწია. 30 ოქტომბერს მან რაგბი ევროპის სუპერთასზე, სოსო ჯაფარიძესა და პაპუნა ჭიქაბერიძესთან ერთად, ბელგიაში, "დევილსისა" და პორტუგალიური "ლუზიტანოსის" შეხვედრა იმსაჯა და კარგი შეფასება მიიღო:
"სასი
"პანდემიის გამო თითქმის ორი წელი გაჩერებული ვიყავით და ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს დანიშვნები. ბელგიის მატჩის შემდეგ კარგი შეფასება მივიღეთ. ახლაც იმავეს ვგეგმავ. გერმანია „ალაფის“ მოგების მთავარი პრეტენდენტია, პოლონეთი კი, ფაქტობრივად, მათი ერთადერთი კონკურენტი. მოხარული ვარ, რომ ასეთი მნიშვნელობის თამაში მანდეს და ვეცდები, გუნდთან ერთად მოლოდინი გავამართლო".
rugby.ge