რაგბი ევროპის სუპერთასის მეხუთე ტურის მატჩამდე ერთი დღით ადრე გუნდებმა "ავჭალაზე“ კაპიტნის ვარჯიშები გამართეს და გადაიმეორეს ის დავალებები, რომელთა შესრულებასაც 4 დეკემბერს, მაყურებლის წინაშე ეცდებიან.

"შავი ლომი" სუპერთასზე მესამე თამაშს გამართავს და "ლოკომოტივ-პენზას" დაუხვდება, რომელსაც 23 ოქტომბერს პენზაში ბონუსით, 27:11 მოუგო. მიუხედავად ამისა, რუსეთის ვიცე-ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ იანუშკინი იმედიანადაა და ხვალ გამარჯვებისთვის ბრძოლას გეგმავს.

"ლოკომოტივის" სერიოზულ განზრახვაზე ისიც მეტყველებს, რომ გუნდი საქართველოში 27 ნოემბერს ჩამოვიდა. იანუშკინის თქმით:

"მოსამზადებლად ყველანაირი პირობა გვქონდა. "აკადემიასთან" ერთობლივი ვარჯიში გვქონდა, რამაც ჩვენს მორაგბეებს დამატებითი უნარების შეძენის შესაძლებლობა მისცა. "შავი ლომი" ძალიან ძლიერი გუნდია, საქართველოს ნაკრების ერთგვარი ვარიანტი და მათთან თამაში საინტერესოა. მას პენზაში უკვე ვეთამაშეთ, შევისწავლეთ და უფრო საინტერესო თამაშს ველით. შემადგენლობა, პრაქტიკულად. ოპტიმალური გვყავს და მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ“.

"შავმა ლომმა" "ავჭალაზე" ერთსაათიანი კაპიტნის ვარჯიში გამართა, გადაიმეორა კომბინაციები სტატიკიდან და ღია თამაშიდან, რის შემდეგაც ლაშა ხმალაძემ შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"ფრენჩაიზი ზუსტად იმისთვის შეიკრიბა, რომ ასეთი საერთაშორისო თამაშების გამოცდილება მივიღოთ. ვეთამაშებით კლუბს, რომელიც შეკრული გუნდია და რუსეთის ჩემპიონატშიც კარგად ასპარეზობს. ისინი ეცდებიან ბურთის გაშლას, ფეხით თამაშით და მოლით უპირატესობის მოპოვებას, თუმცა ჩვენ მომზადებულები ვხვდებით. მზადება სანაკრებო შეკრების გამო შეწყვეტილი იყო და ახლიდან შევიკრიბეთ, თუმცა მიდგომა და ჩართულობა ისევ ისეთია, როგორიც თავიდან გვქონდა. გვყავს ტრავმირებული მოთამაშეები და მწვრთნელების გადაწყვეტილებით, რამდენიმე მორაგბე ისვენებს, თუმცა ეს არაფერს ცვლის და გუნდი სათამაშო სისტემაში რჩება“.

სასიამოვნოა, რომ თამაშზე დაშვებულია მაყურებელთა მესამედი, რასთან დაკავშირებითაც ხმალაძე ამბობს:

"გულშემატკივრების წინაშე თამაში ნამდვილად მოგვენატრა. კარგი იქნება, თუ ხვალაც ასეთი ამინდი იქნება და მაყურებელი, კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, სრულად შეავსებს ადგილებს“.

მეხუთე ტურის მეორე მატჩი "თელავივ ჰითსა" და "ენისეი სტმ"-ს შორის გადაიდო, რადგან კოვიდრეგულაციების გამო რუსეთის ჩემპიონი ისრაელში ვერ ჩავიდა.

GeorgianRugby

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"