"შავი ლომი" რუსულ "ლოკომოტივ-პენზასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
რაგბი ევროპის სუპერთასის მეხუთე ტურში "შავი ლომი" მოულოდნელად საკუთარ მოედანზე 16:19 დამარცხდა "ლოკომოტივ-პენზასთან".

რუსული გუნდი "შავმა ლომს" გასვლაზე ბონუსით 27:11 ჰყავდა დამარცხებული, დღევანდელი მატჩის წინ მათმა მწვრთნელმა ალეკსანდრ იანიუშკინმა თქვა, რომ მოსაგებად ითამაშებდნენ და მოიგეს კიდეც.

პირველი ტაიმი 11:11 დასრულდა, ჩვენმა გუნდმა მეორე ტაიმშიც დაუშვა ინდივიდუალური და გუნდური შეცდომები და დასანანი მარცხი განიცადა.

11 დეკემბერს, მეექვსე ტურში "შავი ლომი" "ენისეის" უმასპინძლებს.

შავი ლომი
15. ლაშა ხმალაძე, 14. მირიან მოდებაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი,
9. თენგიზ პერანიძე; 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი

16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკა აბულაძე, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია, 21. ლუკა მატკავა, 22. სანდრო სვანიძე, 23. გურამ ქანდაურაშვილი

2 ლელო: თოდუა, პერანიძე. 2 საჯარიმო - გ. ბაბუნაშვილი

მკითხველის კომენტარები / 50 /
მეგონა პენზას მწვრთნელი ბაქიბუქობდა. აღმოჩნდა, რომ მაისაშვილზე უკეთ გაარჩია თამაში და მოიგო კიდევაც.
გიორგი
04 დეკემბერი 2021 18:42
0
რაც დაიგეგმა იქეთ ხომ მიყავს საქმე ფედერაცია? ქართული რაგბით ჩაჩოჩება ხომ მიდის რუსეთის სასარგებლოდ? ამდენი მოღალატე ერთიბეწო ქვეყანაში......
ზურა
04 დეკემბერი 2021 21:03
8
შავი ლომი კიარა ბურთის ჭერა არ იციან,ეს რა გუნდია. სირცხვილი მაგ გუნდს! შეარცხვინეს ქვეყანა!
Black lion
04 დეკემბერი 2021 21:06
2
ეს რა იყო ნამუსი არა გაქვთ ამდენი შეცდომა ძლივს დაღოღავდნენ თუ თამაში არ გინდოდათ არ გამოსულიყავით ჯობდა
ელგუჯა
04 დეკემბერი 2021 18:36
0
ჩაისვარეთ თუ გაყიდეთ თამაში?
status quo
04 დეკემბერი 2021 19:17
15
ამას თუ იმიტო წერ რო ლიჯბი რაღაწ დაწერო ჯერ დაფიქრდი აქრაგბისტებზეა ლაპარაკი ჯერ გაერკვიეთ სპორტში და ტალახის მაგვირადარგუმენტებით ისაუბრეთ რო იგებენ მაგრებიარიან და წააგესდაცუდები გახდნენ თუ რა რკინის ლოგიკა გაქვს
starts quos
04 დეკემბერი 2021 20:31
32
ვულოცავ სრულიად საქართველოს. რაგბის თამაშში ვჯობდით ერთი რუსებს და აქაც გვაჯობეს. თუ გაყიდული იყო ეს თამაში, იმედია ვინც ფული აიღო საწამლავად შეერგება.
ლომუ
04 დეკემბერი 2021 20:17
3
გაყიდული იყო თამაში თუ ალალად წაგებული, ეს სერიოზული ჩავარდნაა, რაზეც ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი. გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ 1-2 მოთამაშე არ იყო სათამაშებელი, სულ ერთიდაიგივეს უვარდებოდა ბურთი და მეორე უაზროდ ჯარიმდებოდა. 3-4 ბურთის წინ გავარდნდა და 3-4 უაზრო ჯარიმა და წაგებულია თამაში. ყველა ვარიანტში მწვრთნელს მოეთხოვება.
კაი რა
04 დეკემბერი 2021 19:59
3
უფრო თამაშის მიცემას გავდა ეს ყველაფერი, აბა ნაკრებში მოთამაშე კაცი ამდენ სულელურ შეცდომას რატომ უნდა უშვებდე....
პპპ123
04 დეკემბერი 2021 18:36
3
რა გახდა ერთი ხეირიანი მწვრთნელი?
გიორგი
04 დეკემბერი 2021 18:30
0
ეს უკვე მეტისმეტია ყველგან მაისაშვილი რატომას
Zviad
04 დეკემბერი 2021 20:21
3

სიახლეები პოპულარული