7-კაცამ ექვსი შეხვედრა გამართა და სამში გამარჯვება მოიპოვა. ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდებმა პირველი მატჩი განვითარებად ირლანდიასთან (მეორე ნაკრები) გამართეს და მეტოქემ 29:7 მოიგო, ხოლო მეორე თამაში TICINO 7 SIRS-თან ქართველების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა – 36:0.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ჩვენმა 7-კაცამ ფრანგული ‘ფროგი’ 29:14 დაამარცხა და თასის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც 7-კაცაში ბარბაროსების ანალოგს, ‘სამურაის’ შეხვდა და ორი ლელო გაუტანა, მაგრამ ეს გამ
არჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა – 12:33.
4 დეკემბერს ჩვენმა 7-კაცამ მე-5 ადგილის ნახევარფინალში ‘სპერანცა’ 26:12 დაამარცხა, დასკვნით შეხვედრაში კი 7-კაცას პროფესიულ კლუბ ‘ზასტავას’ ეთამაშა და მეტოქემ 31:5 იმაჯვა.
4 დეკემბერს ჩვენმა 7-კაცამ მე-5 ადგილის ნახევარფინალში ‘სპერანცა’ 26:12 დაამარცხა, დასკვნით შეხვედრაში კი 7-კაცას პროფესიულ კლუბ ‘ზასტავას’ ეთამაშა და მეტოქემ 31:5 იმაჯვა.
საქართველოს 7-კაცა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც ზაფხულში გაიმართება და ამავდროულად, ის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა. 7-კაცა მსოფლიო თასს სექტემბერში სამხრეთ აფრიკა, კეიპტაუნი უმასპინძლებს.
დუბაის საერთაშორისო ტურნირს დაუბრუნდა ჩვენი 7-ქალა ნაკრებიც, რომელსაც ძლიერ მეტოქეებთან მოუწია თამაში. პირველ დღეს პოლონეთის ნაკრებმა 61:0, ხოლო გერმანიამ 41:0 მოიგო; მეორე დღეს ‘პოენიქსმა’ 51:5, ხოლო განვითარებადმა საფრანგეთმა 62:0 იმარჯვეს; მე-9 ადგილისთვის გოგონებმა ‘ტაბუსორო ანგელს’-ს ერთი ლელო გაუტანეს, მაგრამ თავად სამი მიიღეს – 5:21.
rugby.ge