"შავი ლომი" დღეს ღამით ისრაელში მიემგზავრება, სადაც რაგბი ევროპის სუპერთასის აღმოსავლეთ კონფერენციის მეხუთე მატჩში სამხრეთაფრიკელი ლეგიონერებით დაკომპლექტებულ "თელავივ ჰითს" ეთამაშება.

მეორე ტურის გადადებული შეხვედრა 18 დეკემბერს, ჩვენი დროით 22:00 საათზე ფეთაჰ თიქვაში დაიწყება. განვლილ მატჩში, რომელშიც "შავმა ლომმა" რუსეთის ჩემპიონი "ენისეი" 27:20 დაამარცხა, კუნთი გაიწყვიტა და გუნდს ვერ დაეხმარება სანდრო თოდუა.

"გიორგი ბაბუნაშვილმა გუნდთან ერთად ივარჯიშა და მწყობრშია. სამწუხაროდ, გრძელვადიანი ტრავმა აღმოაჩნდა სანდრო თოდუას. მან კუნთი გაიწყვიტა და 9-10 კვირა დასვენება მოუწევს. გვაქვს წვრილ-წვრილი ტრავმები და მოთამაშეები დაკვირვების ქვეშ არიან. ისრაელში 28 მოთამაშით მივფრინავთ და შესაძლოა, ტრავმების გამო შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები გვქონდეს", - ამბობს მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და განაგრძობს:

"რადგან მოთამაშეები ლიმიტირებული გვყავდა, ისე ვერ მოვემზადეთ, როგორც გვსურდა, მაგრამ ეს უკვე ჩვენი მიჯრით მესამე თამაშია, მეტ-ნაკლებად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და დარწმუნებული ვარ, ამ შეხვედრისთვის მობილიზებას მოვახერხებთ".

შეგახსენებთ, "შავ ლომთან" მატჩამდე, "თელავივ ჰითი" დღეს, 20:00 საათზე, "ენისეისთან" საშინაო შეხვედრას თბილისში, "ავჭალაზე" გამართავს.

rugby.ge

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
პსჟ მზადაა შევალიე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაასხვისოს
ფლიკმა "ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ფეხბურთელის დამატება სთხოვა
წიტაიშვილი სასტარტოში და "რაიო ვალეკანოს" მარცხი "ვალენსიასთან"
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინმა" ისევ წააგო
"ასეთი თავდადებული ხალხი არასდროს მინახავს" - მატამ იაპონიაში მომხდარი დაუვიწყარი ისტორია მოჰყვა
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
ყველაზე ცუდი შედეგი 2004/05 წლების სეზონის შემდეგ - "ბაიერნმა" 2 ქულასთან ერთად, 2 ლიდერიც დაკარგა
საქმეში კაკაც ჩართეს - "მილანი" ენდრიკის დამატებასთან უკვე ძალიან ახლოსაა
[VIDEOS] სანდროს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ლეიკერსმა" "საკრამენტო", "ორლანდომ" კი "ბრუკლინი" დაამარცხა
გარდაიცვალა ცნობილი, ვეტერანი ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე
ლოჩოშვილი "ბაიერნთან" წარმატებულად დაბრუნდა - "კიოლნმა" მიუნხენიდან ქულა წაიღო, თუმცა მოგებაც შეეძლო
აბუაშვილი შეცვლაზე შევიდა - "მეცმა" "ბულონს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | "სპაერი" ფლეი აუტს ვერ ასცდება, ფაცაციას სასწაული გოლი...
[VIDEO] ბუდუს გოლმა ვერ უშველა - "ჰაიდენჰაიმის" წარუმატებელი სერია გრძელდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 1-1 ტორპედო. არაფრისმომტანი ფრე
[VIDEO] ზივზივაზემ გერმანიაში დაბრუნებისთანავე გაიტანა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
სვანაძე: მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი გუნდი შეგვხვდებოდა
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"