მეორე ტურის გადადებული შეხვედრა 18 დეკემბერს, ჩვენი დროით 22:00 საათზე ფეთაჰ თიქვაში დაიწყება. განვლილ მატჩში, რომელშიც "შავმა ლომმა" რუსეთის ჩემპიონი "ენისეი" 27:20 დაამარცხა, კუნთი გაიწყვიტა და გუნდს ვერ დაეხმარება სანდრო თოდუა.
"გიორგი ბაბუნაშვილმა გუნდთან ერთად ივარჯიშა და მწყობრშია. სამწუხაროდ, გრძელვადიანი ტრავმა აღმოაჩნდა სანდრო თოდუას. მან კუნთი გაიწყვიტა და 9-10 კვირა დასვენება მოუწევს. გვაქვს წვრილ-წვრილი ტრავმები და მოთამაშეები დაკვირვების ქვეშ არიან.
"რადგან მოთამაშეები ლიმიტირებული გვყავდა, ისე ვერ მოვემზადეთ, როგორც გვსურდა, მაგრამ ეს უკვე ჩვენი მიჯრით მესამე თამაშია, მეტ-ნაკლებად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და დარწმუნებული ვარ, ამ შეხვედრისთვის მობილიზებას მოვახერხებთ".
შეგახსენებთ, "შავ ლომთან" მატჩამდე, "თელავივ ჰითი" დღეს, 20:00 საათზე, "ენისეისთან" საშინაო შეხვედრას თბილისში, "ავჭალაზე" გამართავს.
rugby.ge