გულისამაჩუყებელი ამბავი - პატარა მორაგბეს წონის გამო დასცინეს, ის კი ვარსკვლავებმა დაიცვეს

AutoSharing Option
"ტვიტერის" მომხმარებელმა მარკ პაგსლიმ დაწერა პოსტი, რომ "ფეისბუქზე" მისი 11 წლის მორაგბე ბიჭის ფოტოს უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა, რადგან ის "დიდია", ამის გამო კი მისი წაშლა მოუწია.

Sportall.Ge

ამბავს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა - სპორტის ამ სახეობის ვარსკვლავები, ცნობილი მსაჯი ნაიჯელ ოუენსი, რაგბის რჩეული ქვეყნების კავშირები. კომენტარი საქართველოს რაგბის კავშირმაც გამოაქვეყნა.

Sportall.Ge

"ალფი, მეგობარო, განაგრძე რაგბით სიამოვნების მიღება" - დაწერა ოუენსმა. ასეთივე გზავნილები იყო ირლანდიის, ფიჯის, ინგლისის რაგბის კავშირებიდან.

"ოლ ბლექსი" (ახალი ზელანდია): "არ მოუსმინო მათ. გაუფრთხილდი საკუთარ თავს. შეინარჩუნე სიყმაწვილე."

Sportall.Ge

"რაგბის თამაში ნებისმიერი წონისა და ფორმის ადამიანს
შეუძლია. იყავი ძლიერი და ისიამოვნე მისით... მოუთმენლად ველით, როდის ითამაშებ" - ეს კი საქართველოს რაგბის კავშირის სიტყვებია.

Sportall.Ge
პატარა მორაგბემ სერიოზული მხარდაჭერა მიიღო და იმედია, დიდ რაგბიშიც ვიხილავთ.

altპირველად საქართველოდან! ამაშუკელი ექვსი ერის ცენტრშია!

altმამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩვენებმა თანადგომის ნაცვლად ლოზუნგი დადეს პოლიტიკური მინიშნებით. ბავშვს წერთ თუ გაზეთს?
ლუკა
11:21 26-01-2022
57
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული