სოჭში, "სლავა მეტრეველზე" - "შავი ლომი" "ენისეის" წინააღმდეგ

AutoSharing Option
"‘შავი ლომი" 2021/22 წლების რაგბი ევროპის სუპერთასის ჯგუფური ეტაპის ბოლო, გადადებულ შეხვედრას 6 მარტს, სოჭში გამართავს.

ქართველთა მეტოქე რუსეთის ბოლო 5 წლის უცვლელი ჩემპიონი კრასნოიარსკის "ენისეი" იქნება და თამაში "სლავა მეტრეველის" სტადიონზე საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება.

მატჩი სოჭში 30 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ კოვიდ-პანდემიის გამო რუსეთმა მაშინ საზღვრები ჩაკეტა და "შავი ლომი" დანიშნულების ადგილზე ვერ ჩავიდა.

5-5 თამაშის შემდეგ, სუპერთასის ნახევარფინალში, ორივე გუნდი გასულია, თუმცა ჯერ არ გადაწყვეტილა, ვინ დაიკავებს აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს და შესაბამისად, ვინ ისარგებლებს ერთრაუნდიან
ნახევარფინალში მასპინძლის სტატუსით.

"შავმა ლომმა" რუსეთის ჩემპიონი ავჭალაში 27:20 დაამარცხა, ჯამში 20 საცხრილო ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. "ენისეი" მას 4 ქულით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რაგბი ევროპის სუპერთასის აღმოსავლეთ კონფერენციის პირველადგილოსანი ესპანურ "იბერიანზს" უმასპინძლებს, მეორეადგილოსანი კი "ლუზიტანუშს" პორტუგალიაში ეწვევა.

ნახევარფინალური შეხვედრები 16 აპრილსაა ჩანიშნული, ფინალი კი 8 მაისს გაიმართება.

rugby.ge

alt"შავმა ლომმა" ისრაელში გაიმარჯვა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა [VIDEO]

altშეცდომებით, წვალებით - "შავმა ლომმა" რუსეთის ჩემპიონს სძლია [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 12 /
ბექა, ძმაო, მეგობარო, - სლავა სოჭში (ყოფილი საქართველო)დაიბადა და იქ დაიწყო ფეხბურთის თამაში. ამის არ ცოდნა თქვენი ბრალი არაა - პოლიტიკას გადაყოლილი ჟურნალისტების ბრალია.
დედა ენის არ წამკითხველი და არ მცოდნე ალბათ ბევრ დაცინვას "იტანს".
16:17 15-02-2022
0
სოჭში დაიბადა და გაიზარდა, სოჭში დაიწყო ფეხბურთის თამაში, შემდეგ ტორპედო მოსკოვი და თბილისის დინამო.
BUXO
16:08 15-02-2022
0

სიახლეები პოპულარული