"ბორჯღალოსნები" რუსებს ვეღარ შეხვდება - "დათვების" დასჯა

AutoSharing Option
"მსოფლიო რაგბი" კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის აგრესიულ შეჭრას უკრაინაში და ბელარუსის მიერ ამ ქმედების ხელშეწყობას. გლობალური რაგბის ოჯახი სოლიდარულია მათ მიმართ, ვინც დაზარალებულია ამ ღრმად შემაშფოთებელი მოვლენებით და გლობალურ საზოგადოებას მშვიდობის აღდგენის მოწოდებაში უერთდება.

რაგბის მსოფლიო აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, გადაიდგას დაუყოვნებლივ დამატებითი ნაბიჯები რაგბის ოჯახის დასაცავად და მტკიცე პოზიცია დაიჭიროს კონფლიქტის წინააღმდეგ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) რეკომენდაციების შესაბამისად:

რუსეთისა და ბელარუსის რაგბის კავშირის სრული და დაუყოვნებელი შეჩერება მსოფლიო რაგბის წევრობისგან შემდგომ გაფრთხილებამდე.

გადაწყვეტილება მიღებულია რაგბის ღირებულებების სოლიდარობის, მთლიანობისა და
პატივისცემის ინტერესებიდან გამომდინარე. მსოფლიო რაგბი ასევე აგრძელებს კონტაქტს უკრაინის რაგბის ფედერაციის კოლეგებთან და ქვეყნის რაგბის საზოგადოებას სრული  მხარდაჭერა გამოუცხადა.

წყარო: fijitimes

altპუტინს ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი წვლილისთვის მინიჭებული ოქროს ორდენი ჩამოართვეს


მკითხველის კომენტარები / 10 /
ეს ღონისძიება უნდა გაგრძელდეს სანამ რუსეთი არ მოახდენს უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ტერიტორიების დეოკუპაციას!!! ეს არის ახლა მთავარი.
ფეხბურთელი
13:13 01-03-2022
2
2008ში ან 2014ში რატო ვერ გაბედეთ იგივე? მსოფლიო გავილებით უკეთესი იქნებოდა მერკელი უნდა დააპატიმრო პუტინისთვის ასეთი ლოიალურობის გამო გერმანია რო ხარ ნატოს წევრი სდაც 27 ქვეყანაა პლიუს ამერიკა და რუსეთის გეშინია მაინც :)
ნოდო
11:02 01-03-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული