"რაგბი ევროპამ" 7-კაცასა და 7-ქალას კალენდარი დაამტკიცა

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებები, ზაფხულში შესაბამისად, რაგბი ევროპის ჩემპიონატსა (კაცები) და "რაგბი ევროპის" ალაფაზე (ქალები) ორ-ორ ეტაპს ითამაშებენ.

ჩვენი 7-კაცა 10-გუნდიანი ჩემპიონატის პირველ ეტაპზე 25-26 ივნისს პორტუგალიაში, ლისაბონში ითამაშებს. უკვე ცნობილია, რომ საქართველო „ა“ ჯგუფში, ესპანეთის, პორტუგალიის, ჩეხეთისა და ბელგიის ნაკრებებს შეხვდება. "ბ“ ჯგუფში გერმანია, ლიტვა, იტალია, პოლონეთი და საფრანგეთი გაერთიანდნენ.

მეორე ეტაპი 1-3 ივლისსაა დაგეგმილი და მისი ჩატარების ადგილი მოგვიანებით გაირკვევა, ისევე, როგორც ჯგუფები, რომელიც პირველ ეტაპზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით შედგება.

საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ალაფაზე (მეორე
დივიზიონი) პირველ ეტაპს 11-12 ივნისს ხორვატიაში, ზაგრებში ითამაშებს და მასში 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც სამ ჯგუფში არიან განაწილებული. საქართველო აქაც „ა“ ჯგუფშია ინგლისის, უნგრეთისა და მოლდოვას ნაკრებებთან; „ბ“ ჯგუფში იტალია, ფინეთი, თურქეთი და დანია მოხვდნენ; "გ“ ჯგუფში პორტუგალია, შვედეთი, ნორვეგია და ისრაელი.

გოგონებს ერთი კვირის შემდეგ, 18-19 ივნისს მეორე, ბუდაპეშტის (უნგრეთი) ეტაპი ელით, სადაც ჯგუფები ზაგრებში ნაჩვენები შედეგის მიხედვით დაკომპლექტდება.

rugby.ge

alt7-ქალა - საერთაშორისო ტურნირი "შევარდენზე“

მკითხველის კომენტარები / 1 /
ოლიმპიური სპორტია. მიხედეთ რა. თან არ არის ეს HSBC რაგბის სერიები 6 ერივით კომერციული და ვინც არ უნდა იყო მიგიღებენ, გვაქ პოტენციალი და უსაქმურობთ, უქნარეობთ ზემოთ ვინც ზიხართ.
დემე
18:46 08-04-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული