„ავჭალაზე“ „შავი ლომი“ თავიდან დაწინაურდა, მაგრამ თუ შეტევაში კარგად თამაშობდა, დაცვაში შეცდომებს უშვებდა და სასურველი დებიუტის შემდეგ მდევრის როლში აღმოჩნდა. თუმცა ქართველმა მორაგბეებმა პირველი ტაიმის 26:20 მოგება შეძლეს.
მეორე ტაიმი მეტოქემ აქტიურად დაიწყო და საჯარიმოთი და ლელო-გარდასახვით წინ გავიდა. შემდეგ „შავმა ლომმა“ ზედიზედ ორი ლელო გაიტანა (ერთი ტექნიკური, მეორე კი მამუკაშვილმა). მოწინააღმდეგემ იერიშებით გვიპასუხა, ორი საჯარიმოდ ერთი გამოიყენა და ანგარიში 5 ქულამდე შეამცირა. „იბერიანსმა“ შეტევები გააგრძელა, ქართველმა მორაგბეებმა კი სწრაფი კონტრიერიში განახორციელეს და ლომიძემ ანგარიში გაზარდა. ბოლოს ვიზავიმ ლელოს დადება მოახერხა, გარდასახვა გამოიყენა და შეხვედრაც დასრულდა.
8 მაისს, ფინალში "შავი ლომი" ლისაბონში "ლუზიტანუშს" დაუპირისპირდება, რომელმაც "თელ-ავივ ჰიტსს" 42:26 სძლია.
"შავი ლომი"
ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა ხატიაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია; 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. მირიან მოდებაძე.
7 ლელო: აფციაური, შარიქაძე, ხმალაძე, მამუკაშვილი (2), საჯარიმო, ლომიძე
3 გარდასახვა: გ.ბაბუნაშვილი

თუმცა, ასეთი თამაშით, ფინალს, თან სტუმრად, ვერ მოვიგეებთ... კარგი ანალიზია საჭირო და მოქმედებაა...