"შავმა ლომმა" რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალში ესპანური "იბერიანსი" 43:40 დაამარცხა და ფინალში "ლუზიტანუშს" შეხვდება. ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ისაუბრეს.
ლევან მაისაშვილი: "მეტოქე საკმაოდ კარგი გუნდი აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, დღეს ითამაშა ძალიან კარგად, სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწია და რიგ ეპიზოდებში პრობლემები შეგვიქმნა. სპეციფიკიდან გამომდინარე, ნახევარფინალი ყოველთვის დაძაბულია, თუმცა პირველ ტაიმში რამდენჯერმე არ გაგვიმართლა და ის ეპიზოდები რომ გამოგვეყენებინა, სხვა სურათი გვექნებოდა. მეორე ტაიმშიც დავუშვით რამდენიმე შეცდომა, მაგრამ მთლიანობაში მიმაჩნია, რომ ცუდად არ გვითამაშია და
რაც მთავარია, მიზანს მივაღწიეთ.
არის თამაშები, სადაც 7 მიღებული ქულაც ბევრია. 40 იქნებოდა ბევრი, მეტოქეზე ნაკლები რომ გაგვეტანა. რაც უფრო მეტ ასეთ თამაშს ვითამაშებთ, მით უკეთესი. ფინალში მარტივად რომ გავსულიყავით, მოტივაცია და მობილიზება ისეთი მაღალი არ იქნებოდა, როგორიც ახლა იქნება".
მერაბ შარიქაძე: "დღეს როგორც ამ გუნდმა ჩვენ წინააღმდეგ ითამაშა, ისე მაგრად არავის უთამაშია. შეიძლება აღმოსავლეთ კონფერენციის ნებისმიერმა წარმომადგენელმა "იბერიანსი" დაამარცხოს, მაგრამ დღეს ესპანელებს განსაკუთრებული მონდომება ეტყობოდათ. დიახ, შეცდომები დავუშვით, მაგრამ ამ შეცდომებს გამოყენება უნდა და ეს მათ შეძლეს. მოუმზადებლები არ ვიყავით, მაგრამ მათი თამაში ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა".

rugby.ge
ადრე მას ეწოდებოდა FIRA AER-ი.
თქვენს ადგილზე მე საეროდ წავაგებდი მომავალი მოგებებისსთვის
ქარი ქაფის მეორე დივიზიონში ჩაგვრთეს. ალბათ ბევრმა ჩვენგანმა არც ის იცის, რომ პირველ დივიზიონში მეორეს მოგების შემთხვევაშიც არ დაგვიშვებენ. თანაც ქარი ქაფის დონე რომ ძალიან მაღალი იყოს, აფრიკული გუნდები გაერთიანებულ ჩემპიონატში ევროპულ კლუბებთან თამაშს არ ამჯობინებდნენ. იქნებ როგორმე მოვახერხოთ ამ ევროპულ გაერთიანებულ ჩემპიონატში ჩართვა. ხელმძღვანელობა უნდა დატრიალდეს და ცოტა მეტი კი დაგვეხარჯება, მაგრამ ამოგებაც მეტი იქნება და განვითარებაც და ჩვენი გუნდის საშუნაო თამაშებს ყოველკვირეულად ვნახავდით. აფრიკელი მეორე ლიგის მაყურებლისთვის თუ შექმენით გუნდი პირდაპირ გვითხარით. მწვრთნელის კლასზე აღარ ვსაუბრობ და არც თამაშზე. ყველაფერი უკვე დიდი ხანია ნათელია