მაისაშვილი: ფინალში მარტივად რომ გავსულიყავით, მოტივაცია და მობილიზება ისეთი მაღალი არ იქნებოდა

AutoSharing Option
"შავმა ლომმა" რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალში ესპანური "იბერიანსი" 43:40 დაამარცხა და ფინალში "ლუზიტანუშს" შეხვდება. ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ისაუბრეს.

ლევან მაისაშვილი: "მეტოქე საკმაოდ კარგი გუნდი აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, დღეს ითამაშა ძალიან კარგად, სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწია და რიგ ეპიზოდებში პრობლემები შეგვიქმნა. სპეციფიკიდან გამომდინარე, ნახევარფინალი ყოველთვის დაძაბულია, თუმცა პირველ ტაიმში რამდენჯერმე არ გაგვიმართლა და ის ეპიზოდები რომ გამოგვეყენებინა, სხვა სურათი გვექნებოდა. მეორე ტაიმშიც დავუშვით რამდენიმე შეცდომა, მაგრამ მთლიანობაში მიმაჩნია, რომ ცუდად არ გვითამაშია და
რაც მთავარია, მიზანს მივაღწიეთ.

არის თამაშები, სადაც 7 მიღებული ქულაც ბევრია. 40 იქნებოდა ბევრი, მეტოქეზე ნაკლები რომ გაგვეტანა. რაც უფრო მეტ ასეთ თამაშს ვითამაშებთ, მით უკეთესი. ფინალში მარტივად რომ გავსულიყავით, მოტივაცია და მობილიზება ისეთი მაღალი არ იქნებოდა, როგორიც ახლა იქნება".

მერაბ შარიქაძე: "დღეს როგორც ამ გუნდმა ჩვენ წინააღმდეგ ითამაშა, ისე მაგრად არავის უთამაშია. შეიძლება აღმოსავლეთ კონფერენციის ნებისმიერმა წარმომადგენელმა "იბერიანსი" დაამარცხოს, მაგრამ დღეს ესპანელებს განსაკუთრებული მონდომება ეტყობოდათ. დიახ, შეცდომები დავუშვით, მაგრამ ამ შეცდომებს გამოყენება უნდა და ეს მათ შეძლეს. მოუმზადებლები არ ვიყავით, მაგრამ მათი თამაში ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 18 /
შესწორება-დღეს ევროპის რაგბის კავშირის ადმინისტრაციული ორგანოა Rugby Europe,
ადრე მას ეწოდებოდა FIRA AER-ი.
....
20 აპრილი 2022 03:20
1
გასულ წლებში, ამ დონეზე მოწინააღმდეგე გუნდების დიდი ანგარიშით დამარცხებას შეჩვეულები, ვერა და ვერ ვეგუებით დღევანდელ რეალობას! არაფრით არ გვსურს გაგება თუ რა ხდება სინამდვილეში. აღარაა ძველი დრო ძმაო. ახლა ფეხი უნდა ავუწყოთ FIRA AER-ის მოთხოვნას! რაგბი უნდა განვითარდეს, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრები გუნდების ქვეყნებში! ჩვენ კი გვინდა, როგორც ადრე "გადავუაროთ ყველას", მაგრამ რა ვქნათ რომ FIRA AER-ს ეს არ აწყობს!? საქართველოს კვლავ 6 ერში მოხვედრის მოთხოვნა რომ არ გაჩნდეს, ამიტომაა რომ ჩვენი ნაკრები გუნდი მატჩებს დიდი ანგარიშებით აღარ იგებს! ამას უნდა მივხვდეთ!
....
20 აპრილი 2022 00:52
1
ჰო და ამისთვის ზედგამოჭრილია მაისაშვილი. გუნდი ბუნებრივად ვერ ვითარდება ამის ხელში.
გიორგი
22 აპრილი 2022 12:24
1
ადრე 6 ერის გათამაშებაში მოხვედრის სურვილი და მიზანი გვამოძრავებდა! იმედი გვქოდნა, რომ მალე მიგვიღებდნენ.
....
20 აპრილი 2022 02:56
0
ლევან, ბიჭებო, იტალიასთან და უელსთან მოგებები დადეთ და მთელი ეს ბოღმიანი წყვიტინი მომენტალურად გაქარწყლდება.
ქართული რაგბის გულშემატკივარი
19 აპრილი 2022 15:00
4
მოდი, ბიჭებს ამაში ნუ გარევ. თავს არ ზოგავენ. მაისაშვილი კი სამარცხვინო გახდა. წადი შე კაი კაცო, თავი დაანებე ნაკრებს!
გიორგი
22 აპრილი 2022 12:26
1
ამ დონეზე თამაშით მეეჭვება, რომ დავამარცხებთ იტალიის ნაკრებს. ღმერთმა ქნას ვცდებოდე.
....
22 აპრილი 2022 03:53
0
რას ერჩით ამ კაცს, ნაკრებ გუნდს ყოველ წელს ევროპის ჩემპიონს ხდის. "შავი ლომი" სუპერ თასის ფინალში გაიყვანა. ამ დონეზე დიდ წარმატებებს ვაღწევთ. 6 ერის გათამაშებაში არ გვღებულობენ! მსოფლიო თასზე ვერაფერს გავხდებით მწვრთნელად ვინც არ უნდა მოიყვანო! ამ დონეზე თამაშით აბსურდია ჯგუფიდან გასვლაზე ფიქრი! უნდა ველოდოთ იმ დროს, როდესაც მოგვეცემა მაღალ დონეზე თამაშის საშუალება. მერე კი აუცილებლად უნდა გვეყოლოს მაღალი დონის ნაკრების მწრთვნელი!
....
19 აპრილი 2022 07:27
10
მე თქვენს ადგილზე კიდევ მეტ და უფტო მეტ შეცდომას დავუშვებდი. უფრო მეტი ხარვეზით და ნაკლით ვითამაშებდი. ეს კიდევ უფრო აამაღლებდა ჩვენი გუნდის მოტივაციას და მიზანსწრაფულობას ფინალში.

თქვენს ადგილზე მე საეროდ წავაგებდი მომავალი მოგებებისსთვის
რჩევა
19 აპრილი 2022 06:35
2
ბატონო ლევან, უკვე ბოდვებში გადახვედი და მართლა დროულად წადი ჩემო ძმაო! კლებში შენი მწვრთნელობა იმდენად არ მეპრობლემება, რამდენადაც ნაკრებში! შენს ხელში კატასტროფული მსოფლიო ჩემპიონატი გველოდება და საბოლოოდ დავადგებით რეგრესის გზას... მწვრთნელი იმას რომ იტყვის ფინალში მოტივაციის ასამაღლებლად ნახევარფინალის ლამის წაგება იყო საჭიროო იმას უკვე ჯანმრთელობის ცნობა უნდა მოეთხოვოს... როგორც ყველაფერი არ იჭმება, ისე ყველაფერი არ ითქმის!!!ჩვენთან უკვე ყველანაირი სისულელის არგუმენტად წარმოჩენა მოსულა, ბოლოს და ბოლოს რაგბის ფედერაციაში სინდის-ნამუსი საერთოდ დაკარგეთ???
პაატა
18 აპრილი 2022 15:43
4
იმის კვალობაზე რამდენიც იხარჯება ამ გუნდზე, საჭიროა უკეთეს ჩემპიონატში მათი ჩაბმა. ამ სუპერთასზე რეალურად ჩვენ დანარჩენი ქვეყნების რაგბის განვითარებისთვის ჩავერთეთ, მოგების შემთხვევაში ხვალაც იმავე გუნდებთან ვითამაშებთ სამწუხაროდ.
ქარი ქაფის მეორე დივიზიონში ჩაგვრთეს. ალბათ ბევრმა ჩვენგანმა არც ის იცის, რომ პირველ დივიზიონში მეორეს მოგების შემთხვევაშიც არ დაგვიშვებენ. თანაც ქარი ქაფის დონე რომ ძალიან მაღალი იყოს, აფრიკული გუნდები გაერთიანებულ ჩემპიონატში ევროპულ კლუბებთან თამაშს არ ამჯობინებდნენ. იქნებ როგორმე მოვახერხოთ ამ ევროპულ გაერთიანებულ ჩემპიონატში ჩართვა. ხელმძღვანელობა უნდა დატრიალდეს და ცოტა მეტი კი დაგვეხარჯება, მაგრამ ამოგებაც მეტი იქნება და განვითარებაც და ჩვენი გუნდის საშუნაო თამაშებს ყოველკვირეულად ვნახავდით. აფრიკელი მეორე ლიგის მაყურებლისთვის თუ შექმენით გუნდი პირდაპირ გვითხარით. მწვრთნელის კლასზე აღარ ვსაუბრობ და არც თამაშზე. ყველაფერი უკვე დიდი ხანია ნათელია
თორნიკე
18 აპრილი 2022 12:47
1
მაისაშვილი უნამუსო კაცი ყოფილა. წადდდდიიიი!!!!!
გიორგი
18 აპრილი 2022 12:02
9
მე მაინც ჩემს მოსაზრებაზე დავრჩები, ლევანს და მის სამწვრთნელო გუნდს ბოლომდე უნდა ვენდოთ, ბოლოს და ბოლოს ფინალში (,,აბანოში'') გამოჩნდება გადაწყვეტილად, რეალურად სად და რა დონეზე ვართ. მთავარმა მწრთნელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღებული 40 ქულა ძალიან ბევრია, რაშიც სავსებით ვეთანხმები. ლევან, ბოლო თამაშების ანალიზს თუ გავაკეთებთ, მოლებიდან ძალიან ბევრ ლელოებს ვუშვებთ, ანალოგიურს უნდა ველოდოთ პორტუგალიელებთანაც ფინალში(ასევე, გაიხსენეთ პორტუგალიის ნაკრებისგან მიღებული ლელოები). გთხოვთ, ეს დეტალი გაითვალისწინოთ. ასევე, ბაბუნაშვილი, კარგი ბიჭია, მაგრამ ჯარიმის თუ გარდასახვის შესრულების დროს მცირე, მაგრამ ზედმეტ მოძრაობებს აკეთებს(,,ფაციფუცობს''), რაც საბოლოო ჯამში დართყმის სიზუსტეზე ახდენს ზეგავლენას. ბოდიშით, თავი თუ შეგაწყინეთ, წარმატებები ,,შავ ლომს''...
გიორგი 50
18 აპრილი 2022 11:29
15
საშინელი მწვრთნელია რა საერთოდ არანაირი კომბინაცია დისციპლინა დაცვა არაფერი რა.
ლომი
18 აპრილი 2022 07:10
11
მართალს ამბობ რომ რაგბის საკმაოდ ცუდად მცოდნე ხარ!
სოსოს
18 აპრილი 2022 19:55
10
მე,როგორც რაგბის საკმაოდ ცუდად მცოდნე გულშემატკივარმა,კონკრეტულად ამ თამაშში,შევამჩნიე,რომ ატიდან მოწოდებული ბურთი,პირდაპირ დერეფანს გარეთ,მერაბ შარიქაძეზე წავიდა.ისევ დერეფანში,შევწყვიტეთ მუდამ ბოლო კაცზე ბურთის აგდებაც და ეს,ამართლებდა,თუმცა წუნიც გვქონდა.ჩვენი ბოლო ლელო როგორ დავდეთ?ჩვენმა დამრტმელმა,თითქმის ცენტრში,ხაზთან ასწია ბურთი,რაც მეტოქისათვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა,ბურთს დავეუფლეთ და იოლი და თანაც ლამაზი ლელოც დავდეთ.ეს არ იყო საშინაო მომზადება? ხელით უკვე თამამად ვთამაშობთ და მართალია ბევრი შეცდომაც მოგვდის,მერე ქულებად რომ გვიჯდება,მაგრამ ჩვენ თვითონაც რამდენი ლელო დავდეთ?ეს ფრანჩიზა სწორედ ამისათვის შეიქმნა,რომ ნაკრების წევრები და კანდიდატები ერთად თამაშობდნენ,კარგად აითვისონ სათამაშო სისტემა და მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება.რაც მეტი თამაშები გვექნება,უცხოურ გუნდებთან,მით მეტად გაუადვილდებათ უფრო მაღალ დონეზე მათთან თამაში და უკეთ აითვისებენ მათი სათამაშო სტილის წინააღმდეგ ბრძოლას.თამაშში ბევრ დისციპლინარულ ხარვეზს ვუშვებთ,მაგრამ მაინც მგონია,ეს შესწავლის დროს დაშვებული შეცდომებია,უმეტეს წილად.ვფიქრობ თანდათან ესეც გამოსწორდება.რამდენიმე წელია,კოვიდის გამო,საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს,მსოფლიოს არენებზე აღარ უთამაშიათ და რას ნიშნავს ასეთი თამაშების გამოცდილება,კოვიდამდელ პერიოდში ცხადად ჩანდა,ჩვენმა ახალგაზრდებმა,როგორ თანდათან ერთი მეორეს მიყოლებით დაამარცხეს,6 ერის რამდენიმე ნაკრები.ახლა მათთან თამაშის და გამოცდილების მიღების საშუალება აღარ გვაქვს და ეს ფრანჩიზა,ახალგაზრდობისთვისაც ასეთი გამოცდილების მიღების ალბათ ერთადერთი საშუალებაა.ვფიქრობ სწორედ ამიტომ,ყოველთვის იძახებენ გუნდში რამდენიმე ახალგაზრდას და თუ საშუალებაა,სათამაშო დროსაც მისცემენ.დღეს აღარ გვყავს გორგოძის თუ ზირაქაშვილის დონის მორკინალები და შერკინების დომინანტურობა დავკარგეთ.ამას ვერსად წავუვალთ,მაგრამ სხვა კომპონენტების განვითარებით,დანაკლისის გამოსწორება შეგვიძლია და სწორედ ამას ცდილობენ მწვრთნელები.ცდილობენ თამაშის ახალი,განსხვავებული მოდელი შექმნან,სხვა აქცენტებით.რა გამოგვივა,ამას მომავალი გვიჩვენებს.
სოსო
18 აპრილი 2022 10:52
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული