ქართული სარაგბო კლუბი ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან დამეგობრდა

AutoSharing Option
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია რაგბის კლუბ "ლელოს" მხარდამჭერი და სპონსორი გახდა.

მემორანდუმს, რომელიც ამ ეტაპზე 1 წელიწადზეა გათვლილი, ხელი კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ და კლუბ "ლელოს" დამფუძნებელმა ვასილ (ბათუ) კევლიშვილმა მოაწერეს. დიდ დიღომში, "ლელო არენაზე" გამართულ ღონისძიებას რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, აღმასრულებელი დირექტორი ბაჩო ხურციძე, გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავა და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.

გიორგი ბახტაძე: „მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, რაგბის კავშირსა და რაგბის კლუბ "ლელოს“ თანამშრომლობასა და
მტკიცე მეგობრობას უყრის საფუძველს. ესაა პირველი ნაბიჯი, რომელიც კორპორაციამ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქართული სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ფინანსური ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით გადადგა. ამით ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვაქვს სპორტის განვითარებისა და მომავალი თაობების სწორი ფიზიკური აღზრდის უმნიშვნელოვანეს საქმეში“.

"ჩვენი თანამშრომლობა ერთ წელიწადზეა გათვლილი, თუმცა იმედს გამოვთქვათ, რომ ის მომავალშიც გაგრძელდება. "ლელო" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ისტორიული კლუბია, რომელმაც საქართველოს ნაკრებს არაერთი მოთამაშე აღუზარდა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. მინდა ამ კლუბს ვუსურვო წარმატებები, რაც ჩვენთვისაც წარმატების ტოლფასი იქნება“.

Sportall.Ge

ბათუ კევლიშვილი: "ჩვენთვის საოცნებო იყო მსგავსი პარტნიორობა და დიდი მადლობა ნავთობისა და გაზის კორპორაციას ამ თანადგომისთვის. "ლელო" წლების განმავლობაში ყოველგვარი დახმარების გარეშე ხდებოდა საქართველოს ჩემპიონი თუ თასის მფლობელი. ეს მხარდაჭერა ჩვენთვის გახდება ერთგვარი მოტივაცია, რათა კიდევ უფრო მეტი და ხარისხიანი მოთამაშეები გავუზარდოთ საქართველოს ეროვნულ თუ ასაკობრივ ნაკრებებს“.

იოსებ ტყემალაძე: „მუდმივად ვამბობდი, რომ ახალგაზრდებში, სპორტში თანხის ჩადებაზე დიდი, მამულიშვილური საქმე არ არსებობს. მადლობა ბატონ გიორგის, რადგან პირველივე შეხებისას გამოთქვა მზაობა კეთილი საქმის გასაკეთებლად. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ჩვენი ნაკრების შედეგებზე და ქართული ხასიათის გამოვლინებაში აისახება“.

ბაჩო ხურციძე: "სასიხარულო დღეა, რადგან სირცხვილი იყო ისეთ სახელოვან და ტიტულოვან კლუბს, როგორიც "ლელოა", სპონსორი რომ არ ჰყავდა. ეს არის კარგი მაგალითი კერძო სექტორისთვის, რადგან შიდა რაგბიში ინვესტირება იძლევა დიდ შედეგებს. სწორედ ეს ბიჭები, შიდა რაგბიში გამოწვრთნილი მოთამაშეები იცავენ ეროვნული თუ ახალგაზრდული ნაკრებების ღირსებას. მოხარული ვარ, რომ "ლელოს" გამოუჩნდა ასეთი ღირსეული პარტნიორი. მადლობა ნავთობისა და გაზის კომპანიას მხარდაჭერისთვის“.

„რაგბის კავშირი ინტენსიურადაა ჩართული კლუბებისთვის სპონსორების მოძიებაში და ვფიქრობ, ის რეფორმები და პროექტები, რომლებიც გავატარეთ ან განხორციელების პროცესშია, კარგი სტიმულია სპონსორებისთვის ქართულ რაგბიში დასაბრუნებლად ან პირველად ფეხის შემოსადგმელად. მუშაობა გრძელდება და მაქსიმალურად ვეცდებით, ყველა ქართულ გუნდს დავეხმაროთ სპონსორების მოძიებაში“.

rugby.ge

alt"რაგბი ევროპის" მაღალჩინოსანი და თურქეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი "ავჭალაზე"

altქართულ რაგბიში კოვიდ 19-ის რეგულაციები გაუქმდა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვა, მადლობა ღმერთს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის სახელი და გვარი რომ გავიგეთ, ქველმოქმედებისთვის მადლობა, მაგრამ გენერალურმა დირექტორმა და მთლიანად კორპორაციამ თავისი უშუალო მოვალეობასაც, რომ სანახევროდ მაინც გაართვას თავი ასეთ სავალალო მდგომარეობა არ გვექნებოდა ამ სფეროში. სუფსის პორტს მიხედეთ, გაზსაცავის პრობლემა გადაჭერით და "სოკარი" -ს დომინანტური გავლენისგან (კონვერტებისგან) განთავისუფლდით და დარგში დაგროვილი ბევრი სხვა პრომლემის მოგვარებაზე იფიქრეთ უპირველეს ყოვლისა ბატონებო ! ! !
პანტელეიმონი
10:45 01-05-2022
0
ნავთობისა და გაზის კორპორაცია თვითონ პარაზიტული წარმონაქმნია ქვეყანაში
მთ
16:00 29-04-2022
1

სიახლეები პოპულარული