"შავი ლომის" მსგავსად, პორტუგალიური ფრენჩაიზი ნაკრების მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. "ლუზიტანუშმა" სუპერთასი დაუმარცხებლად განვლო და ჯგუფურ ეტაპზე ექვსივე თამაში მოიგო, მათ შორის ესპანურ "იბერიანსთან" ორი – 34:19 და 20:13, ნახევარფინალში კი "თელავივ ჰითს" 42:26 სძლია. ჩვენმა გუნდმა ნახევარფინალში "იბერიანსი" 43:40 დაამარცხა.
პორტუგალიაში გამგზავრებამდე "შავმა ლომმა" „შევარდენზე“ სამდღიანი შეკრება გაიარა. ხვალ კაპიტნის ვარჯიშია, ზეგ კი გადამწყვეტი ბრძოლა.
ლევან მაისაშვილი: "დანაკლისი არ გვაქვს. არის
მერაბ შარიქაძე: "მოწინააღმდეგემ დასავლეთ კონფერენციაში ყველა თამაში მოიგო. თითქმის პორტუგალიის ნაკრებია, სწრაფ და ხარისხიან რაგბის თამაშობს. ვვარჯიშობთ და ჩვენი მხრივ ვეცდებით, ასევე სწრაფი და ხარისხიანი რაგბი დავუპირისპიროთ და თასი თბილისში წამოვიღოთ. ეს ტურნირი პირველად ტარდება და გვსურს, რომ მისი გამარჯვებულები გავხდეთ“.
Georgian Rugby