საქართველოსა და იაპონიის 30-წლიანი დიპლომატიური თანამშრომლობის ნაყოფიერი ტრადიცია გრძელდება. ამ მეგობრობის და თანამშრომლობის ფარგლებში, იაპონიის ელჩმა იმამურა აკირამ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ იოსებ ტყემალაძეს, გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავას და კავშირის მენეჯმენტის გუნდს – ლაშა (ბაჩო) ხურციძეს, თორნიკე გოგებაშვილს და ნიკოლოზ ალავიძეს უმასპინძლა.
მეგობრული შეხვედრა საქმიანად და ნაყოფიერად წარიმართა. საუბარი შეეხო ქართულ-იაპონური ურთიერთობის მეტად გაღრმავებას, მათ შორის, სპორტის და კულტურის მიმართულებით, სადაც რაგბი საკვანძო როლს თამაშობს. შეხვედრისას დაიგეგმა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელსაც იაპონიის საელჩო და რაგბის კავშირი ერთობლივად განახორციელებენ.
Georgian Rugby