ქარის თასი - "შავი ლომი" "ლეოპარდების" წინააღმდეგ

AutoSharing Option
ქარის თასის რეგულარული გათამაშების დასკვნით ტურში, "შავი ლომი" "ლეოპარდს" ეთამაშება და ბონუსით მოგების შემთხვევაში პლეი-ოფის საგზურს დაიბევებს.

შეხვედრა ხვალ, 11 ივნისს "ოლენ პარკზე" საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.

ბოლო ტურის წინ ქართულ ფრენჩაიზს 8 თამაშიდან 24 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. მის წინ 26 ქულით "კავალიერსია", თუმცა მას ყველა თამაში ჩატარებული აქვს. 24 ქულა აქვს "იგლზს" და 23 "ვალკე"’, რომლებიც დასკვნით ტურში ხვალ აუტსაიდერებს, შესაბამისად "ბულდოგსს" და "გოსჰოქსს" ეთამაშებიან. შანსი იმისა, რომ ორივე გუნდმა ბონუსით მოიგოს დიდია, ამიტომ, "შავმა ლომმა"
"ლეოპარდს" ასევე ბონუსით (4 ლელოს გატანა) უნდა სძლიოს და ფლეი ოფში მესამე პოზიციით გავა.

ჩვენს მომავალ მეტოქეს 8-იდან 3 თამაში აქვს მოგებული (ორი აუტსაიდერებთან და ერთი "ფალკესთან") და 18 ქულით მეშვიდეა. "შავმა" ლომმა’ ოთხი შეხვედრა მოიგო და ერთში გამარჯვება ჩაეთვალა.

გასულ ტურში ერთ-ერთი კონკურენტის, "იგლზის" 42:27 დამარცხების შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში 7 ცვლილება და გადაადგილებებია. ფულბეკად თამაშს ლაშა ხმალაძის ნაცვლად მირიან მოდებაძე იწყებს. ცენტრში მერაბ შარიქაძემ 13 ნომერზე გადაინაცვლა და მას ლაშა ლომიძე შუწყვილდება. დემურ თაფლაძემ ფრთაზე გადაინაცვლა და სანდრო თოდუას ადგილს დაიკავებს, ხოლო მეორე ფრთა კვლავ აკა ტაბუცაძეა. 9 ნომრის პოზიციაზე გიორგი ბეგაძის ნაცვლად ბრუნდება თენგიზ პერანიძე, ხოლო მგეზავი ლუკა მატკავაა. ხაზის მარქაფაში არიან ბეგაძე, გიორგი ბაბუნაშვილი და თოდუა.

შერკინების პირველ ხაზში ადგილი შეინარჩუნა მარცხენა ბურჯმა ნიკა აბულაძემ, კვაჭად თამაშს თენგიზ ზამთარაძე, ხოლო მარჯვენა ბურჯად ნიკა ხატიაშვილი იწყებს. შალვა მამუკაშვილმა დანიკა პატარაიამ მარქაფაში გადაინაცვლეს. მარქაფაში გამოჩნდა ბურჯი მიხეილ ორაგველიძე.

მეორე ხაზში ძირითადში ბრუნდება ლაშა ჯაიანი და ის ნოდარ ჭეიშვილს შეუწყვილდება. მარქაფაში არიან მიხეილ ბაბუნაშვილი და სანდრო ქოიავა, რომელიც ‘შავ ლომს’ დიდი 10-ის მოგების შემდეგ შეუერთდა.

ერთი ცვლილებაა მესამე ხაზში, სადაც სანდრო მამამთავრიშვილის ადგილს კოკი თხილაიშვილი დაიკავებს. ლუკა ივანიშვილი და თორნიკე აქუბარდია კვლავ ძირითადში არიან.

ქარის თასი. X ტური. 11 ივნისი

პოჩეფსტრუმი. „ოლენ პარკი“. 17:00 (საქ. დრო)

შავი ლომი – ლეოპარდსი

შავი ლომი

ხაზი:
15. მირიან მოდებაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. მერაბ შარიქაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. დემურ თაფლაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. ნიკა ხატიაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. კოკი თხილაიშვილი, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. მიხეილ ორაგველიძე, 18. ნიკა პატარაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. სანდრო ქოიავა; 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. ალექსანდრე თოდუა.

rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
სირცხვილია ხალხო!უკრაინული რუგგერ ინფოდან ვიგებ,რომ ლომებმა 24-14 გაიმარჯვეს და პლეი ოფში გავიდნენ.ასეა რაგბი ჩვენი თამაში?იქ არის ომი თუ საქართველოში?
სოსო
11 ივნისი 2022 19:59
0
პირდაპირის ლინკი დაწერეთ, თუ შეიძლება
შალვა
11 ივნისი 2022 14:43
0
თუ ყველა მოვიგეთ ჯგუფიდან როგორ ვერ გავდივართ..!?
კახა
11 ივნისი 2022 07:19
3
ერთი წავაგეთ + ორ თამაშზე არ გამოვცხადდით ევროპის სუპერთასის ფინალის გამო და წაგებები ჩაგვეთვალა
კახას
11 ივნისი 2022 14:12
0
კავალიერსთან წავაგეთ და კიდევ ორი მატჩი,წაგება ჩაგვეთვალა,ევროთასზე ფინალის გამო,ვერ გამოვუცხადდით.შეგეძლო,აქვე დაბლა,ძველი სტატიების სათაურებიდანაც გაგეგო, მათი წაგების შესახებ.
სოსო
11 ივნისი 2022 13:11
0
დარწმუნებული ვარ,ყველაფერი გამოგვივა და ბონუსით გავიმარჯვებთ.თუ არც ეს გუნდია ლიდერებში,გამოდის არც ისე მაღალი დონის,მაგრამ თანაბარ ძალოვანი კლუბების ლიგაა,სადაც ჩვენი გუნდი,უძლიერესად მოჩანს.ვფიქრობ ჩვენ ბიჭებს,აფრიკელების უმაღლესი ლიგის კლუბებიდან გაუჩნდებათ შეძენის მსურველები და თუ უშუალოდ ფრანჩიზი ვერ ითამაშებს იქ,მორაგბეები მაინც გაიკვალავენ გზას,იქითკენ.თვითონ ფრანჩიზაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია,მაგრამ ვფიქრობ არც თვითონ გახდებიან ამისი წინააღმდეგნი.შავ ლომში კი,სხვა,პერსპექტიულ ბიჭებს დაიმატებენ,მათ ადგილზე.აფრიკა დღეს ჩემპიონია და მათ უმაღლეს ლიგაში თამაში,ნებისმიერი მორაგბისათვის დიდი გამოცდილება იქნება.
სოსო
10 ივნისი 2022 23:52
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული