"შავმა ლომმა" ბონუს ქულით გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
ქარის თასის რეგულარული გათამაშების დასკვნით ტურში "შავმა ლომმა" "ლეოპარდსი 24:14 (10:7) დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა.

"შავ ლომს" პლეი-ოფში გასასვლელად ბონუს ქულით გამარჯვება სჭირდებოდა, ოთხი ლელო გაიტანა და ამოცანა შეასრულა. ლელოები მირიან მოდებაძემ (10), დემურ თაფლაძემ (28), თენგიზ ზამთარაძემ (45) და ნიკა პატარაიამ (59) გაიტანეს, ხოლო ორი გარდასახვა ზუსტად ლუკა მატკავამ შეასრულა.

"შავი ლომი" 29 ქულით მე-3 ადგილზე გავიდა. ნახევარფინალში მისი მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა. პლეი-ოფები 18 ივლისს დაიწყება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
ყოჩაღ ბიჭებს, სულ გამარჯვებულებს გევლოთ
0
ვულოცავ ბიჭებს.
ნუუ თამაშის ხარისხი რომ უკეთესის განცდას ტოვებს ეს ფაქტია. მთავარია ყველა დარჩენილი თამაში მოიგონ და ტურნე გამარჯვებით დაასრულონ. ეს უფრო რეიტინგულს და დაფასებულს გახდის ამ ფრანჩაიზს და იქნებ უფრო უკეთეს ტურნირზე ითამაშონ.
და ძალიან გთხოვთ მეტი ინფორმაცია მოგვაწოდეთ ჩვენს გუნდზე და ამ ტურნირზე.
წარმატებები და გამარჯვებები!
ბათუმელი ექსპერტი
23:46 11-06-2022
0

სიახლეები პოპულარული